დაწერილი ბასისტ ბილ უაიმენის მიერ, ეს არის ჯგუფის ერთადერთი სიმღერა, რომელშიც იგი წამყვან ვოკალს ასრულებს და ერთ-ერთი სამიდან, რომლების ავტორი თავად არის.
სიმღერა ჩაიწერა ერთ-ერთ საღამოს, როდესაც უაიმენი სტუდიაში მოვიდა და აღმოაჩინა, რომ ხმისჩამწერი სესია გადადეს. იგი ნაწყენი ჩანდა, მაგრამ წარადგინა ახალი სიმღერა, რომელიც პროდიუსერ გლინ ჯოუნსის თანაშემწეობით ჩაწერეს[1]. ტექსტზე საუბრისას, იგი ამბობდა: „იდეა ის არის, რომ ეს მამაკაცი იღვიძებს და სხვა სიზმარში აღმოჩნდება.“[1] ეს ასე არის აღწერილი: