Ka:თარგები/მთავარი გვერდი და ალტერნატივები
ამ გვერდზე თავმოყრილია თარგები გამოყენებული მთავარი გვერდის საინფორმაციო ბლოკებში.
სახელი | მიმდინარე ტექსტი | |||||
---|---|---|---|---|---|---|
{{მისალმება}} |
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიპედიაში ვიკიმედიის თავისუფალი მრავალენოვანი ენციკლოპედიის პროექტი | |||||
{{მისალმება 2}} |
ვიკიპედია — თავისუფალი მრავალენოვანი ენციკლოპედია
| |||||
{{რჩეული სტატია}} | სოჭის კონფლიქტი — შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ბოლშევიკურ რუსეთს და თეთრ რუსეთს შორის 1918—1919 წლებში. ომის მონაწილე მხარეების მიზანი იყო შავიზღვისპირა ტერიტორიების, კერძოდ, აფხაზეთის დაკავება და მასზე კონტროლის მოპოვება. ომამდე, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, აფხაზეთის ტერიტორია განაწილებული იყო ორ ადმინისტრაციულ ერთეულს: ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგსა და შავიზღვისპირეთის გუბერნიის სოჭის ოკრუგს შორის. საზღვარს წარმოადგენდა მიდნარე ბზიფი. ომს წინ უძღოდა აფხაზეთში ბოლშევიკური რევოლუციის მცდელობა. ომი მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით. 1918 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე საქართველო აფხაზეთზე კონტროლისთვის ებრძოდა ბოლშევიკებს, ხოლო 1918 წლის დეკემბრიდან 1919 წლის მაისის ჩათვლით ანტონ დენიკინის „თეთრ გვარდიას“. საქართველომ სამხედრო წარმატებას მიაღწია ბოლშევიკების წინააღმდეგ და გაერთიანებული სამეფოს ჩარევით დაუზავდა თეთრ მოძრაობას. ომის შედეგად საქართველომ შეძლო საკუთარ შემადგენლობაში შეენარჩუნებინა სოხუმის ოკრუგი მთლიანად და სოჭის ოკრუგი ნაწილობრივ (გაგრის უბანი). საქართველოს და რუსეთს შორის საზღვრად დადგინდა მდინარე ფსოუ, რაც დღემდე წარმოადგენს დე-იურე საზღვარს ამ ორ სახელმწიფოს შორის. | |||||
{{რჩეული სტატია/მოკლე}} | ელა ჯეინ ფიცჯერალდი, ასევე ცნობილი, როგორც ‘ლედი ელა’ (სიმღერის პირველი ლედი) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯაზის მომღერალი, ცამეტი გრემის მფლობელი, ეროვნული ხელოვნების მედლით დაჯილდოებული პრეზიდენტ რეიგანის მიერ, და თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით - პრეზიდენტ ბუში უფროსის მიერ. სამ-ოქტავიანი ვოკალური დიაპაზონით დაჯილდოებული მომღერალი გამოირჩეოდა ტონალობის სიწმინდით, თითქმის შეუმცდარი ფრაზითა და ინტონაციით და განუმეორებელი იმპროვიზაციის შესაძლებლობით. სასიმღერო დებიუტი 16 წლის ასაკში 1934 წელს მოახდინა აპოლოს თეატრში ჰარლემში, ნიუ-იორკი, იმ დროს ცნობილ ერთ-ერთ ადრეულ “მოყვარულთა ღამეების” კონკურსზე. თავდაპირველად მიზნად დასახული ჰქონდა სცენაზე საცეკვაოდ ასვლა, თუმცა “ედვარდსის დების” (ადგილობრივი საცეკვაო დუეტი) გამოწვევით სიმღერა გადაწყვიტა. იმ ღამით კონკურსზე მან გაიმარჯვა, რითაც წარმატება მოიხვეჭა თავისთვისაც და აპოლონის თეატრისთვისაც. (...სრულად) | |||||
{{დღის მოვლენები}} |
| |||||
{{იცით თუ არა}} |
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
| |||||
{{დღის ფოტო}} |
| |||||
{{დღის ფოტოს ტექსტი}} |
მაჩუ პიკჩუ (ქეჩუას ენაზე: ძველი მთა, ხშირად: ”ინკების დაკარგული ქალაქი”) -- კარგად შენახული კოლუმბომდელი ინკას ნანგრევები მაღალი მთის ფერდობებზე, დაახ. 2.350 მ სიმაღლეზე. მდებარეობს პერუში ურუბამბას ხეობის თავზე, დაახ. 70 კმ-ში კუსკოდან ჩდრილოდასავლეთით. გარე სამყაროსგან მივიწყებული, ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში იელის არქეოლოგმა ჰირამ ბინგემმა მოაქცია 1911 წელს ხელახლა აღმოჩენით. ამჟამად პერუს მთავრობა აქტიურად ცდილობს დაიბრუნოს ათასობით ისტორიული ნივთი, რომელიც ბინგემმა ამ არემარიდან გაიტანა. | |||||
{{კვირის პროექტი}} | ||||||
{{ვიკიენები}} |
სრული სია · მრავალენოვანი კოორდინაცია · დაიწყეთ ახალი ვიკიპედია ახალ ენაზე | |||||
{{დობილი პროექტები}} |
ვიკიპედიის არსებობა არაკომერციული ფონდი ვიკიმედიის დამსახურებაა. იხ. ვიკიმედიის სხვა პროექტები.
|