Ka:წაშლილი გვერდების განხილვები/2012/განხილვა:თინათინ ბაიაშვილი
რამდენად არის საჭირო ენციკლოპედიაში თინათინ ბაიაშვილის გაშუქება. პედაგოგებზე ვწერთ სტატიებს? კიბატონო, გვაქვს სტატია დავით დონდუა მაგრამ იგი გარდა პედაგოგიური საქმიანოიბისა იყო მეცნიერ მუშაკიც. თინათინ ბაიაშვილი იყო თუ არა მკვლევარი, მეცნიერი? ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალისტი? და საერთოდ რა საჭიროა იმის აღნიშნვა ენციკლოპედიაში, რომ იგი სკოლაში ასწავლიდა? ამ სტატიაში მე ვერ ვნახე მისი დამსახურება გეოგრაფიული მეცნიერების წინაშე, და დიდად მომიტევეთ, მაგრამ ამათ გვერდზე მისი დაყენება ცოტა არ იყოს უადგილოა. ველი გამოხმაურებას--ოთოჯი / მომწერე 09:03, 13 მაისი 2012 (UTC)
არა, მკვლევარი და მეცნიერი არ იყო. მაგრამ იყო პედაგოგი და დამსახურებული პედაგოგი. არ მესმის, რა არის ცუდი იმაში თუ იქნება მასზე სტატია. ვის რაში შეუშის ხელს? --Achiko-84 განხილვაწვლილი 09:09, 13 მაისი 2012 (UTC)
- აბსოლუტურად გეთანხმები ოთო, ასეთი მაგალითი გუშინაც გვქონდა და წავშალეთ. --მიხეილ მიწერა 09:09, 13 მაისი 2012 (UTC)
ანუ ამ სტატიას წაშლით? --Achiko-84 განხილვაწვლილი 09:10, 13 მაისი 2012 (UTC)
- ამ კრიტერიუმის თანახმად, წასაშლელია. --მიხეილ მიწერა 09:13, 13 მაისი 2012 (UTC)
ჩემი მასწავლებელი გეოგრაფიაში პედაგოგი იყო, მე რომ მასწავლიდა კარგი მცოდნე იყო გეოგრაფიის (მე კი ყოველთვის ვჯობნიდი), მაგრამ დავწერო მასზე სტატია. რითი დამიმტკიცებ, რომ ჩემ პედაგოგზე უფრო დამსახურებულია ბაიაშვილი? მოდი ვწეროთ ყველა სკოლის პედაგოგზე სტატიები. გადეხედე კატეგორიას ვის გვერდით აყენებ ამ ქალბატონს. წაიკითხე თუნდაც ლევან მარუაშვილი და იცოდეთ თუ რა არის პროფესია გეოგრაფი--ოთოჯი / მომწერე 09:16, 13 მაისი 2012 (UTC)
ფაილი:Symbol delete vote.svg წასაშლელია თანაც სწრაფად--ოთოჯი / მომწერე 09:16, 13 მაისი 2012 (UTC)
ვიცი როგორღაც რა არის გეოგრაფი. მე თვითონაც გეოგრაფი ვარ. ცხადია მარუშვილს ვერ შევედრები. რაც შეიძლება სწრაფად წაშალეთ. სირცვილი ყოფილა თურმე. --Achiko-84 განხილვაწვლილი 09:18, 13 მაისი 2012 (UTC)
- აჩიკო, ვიკიპედიაში ასე ვთქვათ „ლოკალურ“ პიროვნებებზე სტატიებს არ ვწერთ. მესმის, შესაძლოა ძალიან ღირსეული და დამსახურებული პედაგოგი იყო ქალბატონი თინათინი, დიდი ღვაწლიც მიუძღვის, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ მასზე ვიკიპედიაში სტატია დაიწეროს, როგორც გეოგრაფზე. --მიხეილ მიწერა 09:26, 13 მაისი 2012 (UTC)
ნუ იქნება გეოგრაფი, პედაგოგის კატეგორიიდანაც ამოვიღოთ თუ მაინცადამაინც. თუ აუცილებლად უნდა წაიშალოს?
მე ძალიან კარგად მესმის, რასაც ამბობთ. მე ხომ არ ვწერ, რომ გრანდიოზული მეცნიერი იყო და არნახული ღვაწლი აქვს-მეთქი. მაგრამ ნამდვილად იყო დამსახურებული პედაგოგი და ამ მხრივ მართლაც აქვს ღვაწლი.
ჰო, თქვენ არაფერ შუაში არ ხართ, მაგრამ დამკვრელურ ტემპებს და დიდაქტიკას შეეშვით რა. --Achiko-84 განხილვაწვლილი 09:40, 13 მაისი 2012 (UTC)
- პედაგოგებზე, თუნდაც დამსახურებულზე, ვიკიპედიაში სტატიები არ იწერება. --მიხეილ მიწერა 09:52, 13 მაისი 2012 (UTC)
ჰოო? აბა ეს რაა? http://ka.wikipedia.org/wiki/თეო_ტლაშაძე ამიხსენით, რა დამსახურება აქვს თეო ტლაშაძეს და რითი სჯობია ის თინა ბაიაშვილს?
მაინცამაინც ნაციონალიუნდა ყოფილიყო თინა ბაიაშვილი, რომ ვიკიპედიაში იყოს მასზე სტატია?--Achiko-84 განხილვაწვლილი 09:54, 13 მაისი 2012 (UTC)
- გთხოვთ, ნუ გადახვალთ პოლიტიკაში, რა შუაშია ნაციონალი თუ ლეიბორისტი? ეგ ქალბატონი პოლიტიკოსია და ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია. P. S. ნაციონალიც არაა. --მიხეილ მიწერა 09:57, 13 მაისი 2012 (UTC)
რა დამსახურება აქვს პედაგოგიკის წინაშე ამ პოლიტიკოს ,,ქალბატონს" ამიხსენით რა? პოლიტიკის წინაშე დამსახურებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
და საერთოდ, ამდენი ცერემონიები რა საჭიროა, წაშლა ხომ გინდათ. წაშალეთ და მორჩა. შეგიძლიათ დესერტის ვარიანტში დამბლოკოთ კიდეც. --
ერთი ლირიული გადახვევა-იმ ქვეყნის რა ვთქვი მე, თეო ტლაშაძე პოლიტიკოსი რომ იქნება. Achiko-84 განხილვაწვლილი 10:02, 13 მაისი 2012 (UTC)
რამდენად არის საჭირო ენციკლოპედიაში თინათინ ბაიაშვილის გაშუქება. პედაგოგებზე ვწერთ სტატიებს? კიბატონო, გვაქვს სტატია დავით დონდუა მაგრამ იგი გარდა პედაგოგიური საქმიანოიბისა იყო მეცნიერ მუშაკიც. თინათინ ბაიაშვილი იყო თუ არა მკვლევარი, მეცნიერი? ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალისტი? და საერთოდ რა საჭიროა იმის აღნიშნვა ენციკლოპედიაში, რომ იგი სკოლაში ასწავლიდა? ამ სტატიაში მე ვერ ვნახე მისი დამსახურება გეოგრაფიული მეცნიერების წინაშე, და დიდად მომიტევეთ, მაგრამ ამათ გვერდზე მისი დაყენება ცოტა არ იყოს უადგილოა. ველი გამოხმაურებას--ოთოჯი / მომწერე 09:03, 13 მაისი 2012 (UTC)
არა, მკვლევარი და მეცნიერი არ იყო. მაგრამ იყო პედაგოგი და დამსახურებული პედაგოგი. არ მესმის, რა არის ცუდი იმაში თუ იქნება მასზე სტატია. ვის რაში შეუშის ხელს? --Achiko-84
- კარგია რომ ეს განხილვა წამოიწყეთ. ჩემი აზრით, პედაგოგებზე არ უნდა იყოს სტატიები ვიკიპედიაში, თუმცა მაინც არის. მაგალითისათვის ესეც კმარა. მე თუ მკითხავთ, თუკი ახლადშემოტანილ სტატიებს ასე ოპერატიულად ვშლით, ძველებიც არაა გასაჩერებელი. რაც შეეხება თეო ტლაშაძეს, ვერ ვპოულობ მიზეზს რატომ უნდა გვქონდეს მასზე სტატია. პარტიის თითოეულ წევრზე ხომ არ დავწერთ? – BruTe (გ) 10:12, 13 მაისი 2012 (UTC)
ადრე სხვა სტანდარტები იყო ქართულ ვიკიში, უფრო სწორად, ზოგ საკითხზე სტანდარტები არ არსებობდა. ამიტომ To do სიაშია შესატანი უბრალოდ ამ საკითხის გადაწყვეტა. ძველების წაშლა, ახლების გარდა --H.McC. (მომწერეთ) 10:18, 13 მაისი 2012 (UTC)
- სანდრო, ეს ადამიანი ქსე-შია შეტანილი. --მიხეილ მიწერა 10:20, 13 მაისი 2012 (UTC)
ვინ არის ქსე-ში შეტანილი? თინა ბაიაშვილი? --Achiko-84 განხილვაწვლილი 10:21, 13 მაისი 2012 (UTC)
- მეც ვემხრობი, რომ ყველა პედაგოგზე სტატია უნდა წაიშალოს, თუ მათ პედაგოგიური საქმიანობის გარდა სხვა რაიმე დამსახურება არ გააჩნიათ. რაც შეეხება თეო ტლაშაძეს ის მხოლოდ იმიტომ არ უნდა წაიშალოს, რომ ის იყო პარლამენტის წევრი 2004-2008 წწ.--დათო1010 10:23, 13 მაისი 2012 (UTC)
რატომ უნდა წაიშალოს პედაგოგებზე სტატიები? თავისთავად პედაგოგობა და გამორჩეული დამსხურება არაა ამ მხრივ საკმარისი? ეს იგივე თქვათ რომ ყველა ფიზიკოსზე, ყველა ბალერინაზე, ყველა მეზღვაურზე სტატია უნდა წაიშალოს, თუ მათ ამ საქმიანობის გარდა სხვა დამსახურება არ გააჩნიათო. --Achiko-84 განხილვაწვლილი 10:26, 13 მაისი 2012 (UTC)
- ე.ი. თქვენ ამბობთ, რომ აინშტაინი და რიგითი სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ერთი კატეგორაა??? ბალერინა რა შუაში იყო ვერ მივხვდი, ხოლო მეზღვაური არა მგონია რაიმე მნიშვნელოვანი დამსახურების გარეშე რომელიმე ენციკლოპედიაში შეიტანონ--დათო1010 10:35, 13 მაისი 2012 (UTC)
არ არის ერთი კატეგორია რა თქმა უნდა და თინა ბაიაშვილს ლევან მარუაშვილს, ალექსანდრე ჯავახიშვილს თუ ვახუშტი ბატონიშვილს არავინ უტოლებს ცხადია. მაგრამ ჩემი ბრალი არაა, რომ კატეგორიას ასეთი ფორმა აქვს. ესეც რომ არ იყოს, მე ვამბობ რომ თუ ეს ჰქმნის პრობლემას, ამოვიღებ კატეგორიებს თარგებსაც მეთქი. მაგრამ აქ ერთადერთ ხისტ პოზიციას ვაწყდები-უნდა წაიშალოს და მორჩა. --Achiko-84 განხილვაწვლილი 10:54, 13 მაისი 2012 (UTC)
- პედაგოგს გააჩნია. დავით დონდუა ცნობილი პედაგოგი იყო, გარდა ამისა მეცნიერ მუშაკი. დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. თუკი ვიკიპედია ენციკლოპედიაა მასში რიგით პეგაგოგებზე სტატიები არ უნდა იწერებოდეს. პეგაგოგი მილიონია. დავწეროთ თითოეულზე სტატია? მაგ., დაწერ სკოლის ერთ პეგაგოგზე. ანალოგიურად სხვა იტყვის - მოდი მეც დავწერ ჩემი სკოლის პედაგოგზე, თუ დამრიგებელზე სტატიასო. დაემსგსავსება "ბარდაგს" აქაურობა. თქვენ ამბობთ მაგ., ბაიაშვილი - ქართველი გეოგრაფი - ეს რას ნიშნავს?. აი ხომ ხედავთ იმთავითვე შებრუნებულად ღებულობს მომხმარებელი ყოველივეს. ხოლო ეს იმიტომ, რომ ენციკლოპედიის არსი არ ესმის. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ასეთი სტატიების არსებობას ენციკლოპედიაში. დაბოლოს პირადული არაფერია. როცა მეცნიერებას ეხება საკითხი აქ ფხიზლად უნდა ვიყოთ ხალხო. კატეგორიას რაც შეეხება სხვანაირად გაგიგიათ ყველაფერი--ოთოჯი / მომწერე 11:20, 13 მაისი 2012 (UTC)
და წაშალეთ მაშინ. რაღა საჭიროა ცერემონიები? --Achiko-84 განხილვაწვლილი 11:37, 13 მაისი 2012 (UTC)
ნაშრომებიც ქონია და ლიტერატურაცააა მითითებული და მართლა ტლაშაძეს აღარ ჯობია? გადაამოწმეთ, თუ სწორი ლიტერატურაა მითითებული და ასევეა ნაშრომებიც მაშინ უნდა დარჩეს. --ჯაბა ლაბაძე 15:01, 13 მაისი 2012 (UTC)
- რა პირობით უნდა დარჩეს? რიგითი პედაგოგების შესახებ ლიტერატურა რომ გამოიცეს დავწეროთ ვიკიპედიაში თითოეულზე? მაგ., ვთქვათ: გიორგიშვილი გ., ქართველი სკოლის პედაგოგები., თბ., გამოვაქვეყნოთ ენციკლოპედიაში დამრიგებლები, გეოგრაფიის, ფიზიკის, ფიზკულტურის მასწავლებელი? ზოგი ფიზკულტურის დამსახურებული მასწავლებელიცაა სხვათაშორის--ოთოჯი / მომწერე 15:09, 13 მაისი 2012 (UTC)
ანუ უკვე ისეთი ძიერი სურვილი გაქვთ წაშალოთ რომ მეც მიშლით პოსტებს? იმხელა პროსტინა პოსტი ავრიფე და სად არის? დემოკრატია გასაოცარი. წაშალეთ ბატონებო, ქართულმა ვიკიპედიამ არნახული სირცხვილი განიცადა თინათინ ბაიაშვილის მის გვერდებზე ხსენებით. --Achiko-84 განხილვაწვლილი 19:24, 13 მაისი 2012 (UTC) რა პირობით უკვე დავწერე. ისე თუკი მათ დაიმსახურეს და მათზე წიგნი გამოიცა, მაშინ უნდა შემოვიტანოთ. ამას კითხვა უნდა ოთო? :) ნუ გეშინიათ ამით ჩემზე სტატიას არ ვითხოვ. :D --ჯაბა ლაბაძე 15:12, 13 მაისი 2012 (UTC)
- ბროშურა არ არის სამეცნიერო ნაშრომი. მისი გამოქვეყნება ბავშვებსაც ძეუძლიათ. რომ ვწერთ ქართველი გეოგრაფი, ისმის შეკითხვა: რა დამსახურება აქვს ამ ქალბატონს ფიზიკურ გეოგრაფიაში? გამეცით პასუხი. სტატიაში მხოლოდ ის წერია, რომ სკოლაში ასწავლიდა: მონაკვეთი: ახდენდა მოსწავლეთა ნაშრომების და სხვადასხვა თეორიულ-მეთოდური ნამუშევრების რედაქტირება-რეცენზირებას. სასაცილოა. მე პირადად არ მსურს მეტის თქმა. ვიკისაზოგადოებამ გადწყვიტოს.--ოთოჯი / მომწერე 15:23, 13 მაისი 2012 (UTC)
ოთო გეოგრაფიაში ვინ რა წვლილი შეიტანა ამაზე არ შეგედავები, მაგრამ სტატიაში გამოყენებული ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის გამოცემა ბროშურაა? ან ხარაძე კ. და ჯავახიშვილი შ. ბავშვები არიან? რატომ ამაზე არ ამახვილებ ყურადღებას? გარდა ამისა ეს ქალბატონი იყო საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლის გეოგრაფია-გეოლოგიის კაბინეტის გამგე 28 წლის განმავლობაში. მე ამით დავამთავრე, ვხედავ სტატიის წაშლის დიდ სურვილს. კი ბატონო წაშალეთ. მაგრამ ოდესმე დადგება დრო ამ სტატიას ისევ დაუბრნდება ქართული ვიკიპედია. --ჯაბა ლაბაძე 15:49, 13 მაისი 2012 (UTC)
- ვიკიპედია მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მომავალში ქართული ვიკიპედია დაიტუმბოს სტატიებით, რომელიც სხვადასხვა სკოლის პედაგოგებს მიეძღვნებათ. ხოლო ეს სტატია ამის წინაპირობა იქნება. მადლობთ, მეც დავამთავრე.--ოთოჯი / მომწერე 15:54, 13 მაისი 2012 (UTC)
- მოგესალმებით, ვიკიპედიელნო;
- დავა რომ აღმოვფხვრათ, მოდით, მივმართოთ ვიკიპედიის ოფიციალურ პოლიტიკას;
- ვიკიპედიის წესები გვეუბნება, რომ ჩვენ არ ვართ შინაარსობრივი მახასიათებლით შეზღუდული. მეორე მხრივ, სტატიათა სწრაფი წაშლის ერთ–ერთი კრიტერიუმია სტატია ენციკლოპედიური მნიშვნელობის დადასტურების გარეშე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვიტყვით ცალსახად, რომ პედაგოგებზე სტატიები არ იწერება! პედაგოგზე ან ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანზე სტატია დაიწერება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს პიროვნება საზოგადოებაში შედარებით ფართოდაა ცნობილი. რატომაც არა, შესაძლებელია პედაგოგი იყოს ძალიან ცნობილი, ზოგჯერ მთელი ქვეყანა ლაპარაკობს ხოლმე ისეთი პიროვნების შესახებ, რომელსაც სულაც არ აქვს დიდი დამსახურება ქვეყნის წინაშე. დამსახურება ქვეყნისა და ერის წინაშე ენციკლოპედიაში შეყვანის კრიტერიუმი იყო სსრკ–ის დროს, დღეს მთავარი კრიტერიუმი დამსახურებასთან ერთად არის ცნობადობა საზოგადოებაში და საზოგადოებრივი ინტერესი.
- მე არ ვიცი ვინაა თინათინ ბაიაშვილი; თუკი სტატიის ავტორი დაამტკიცებს, რომ თინათინ ბაიაშვილზე არსებობს საზოგადოებრიი ინტერესი და მისი პიროვნება მხოლოდ მისი ნათესავების, თანამშრომლებისა და მოსწავლეებისათვის არაა ცნობილი, რატომაც არა. თუმცა, არა მგონია სტატიის ავტორმა შეძლოს ამისი დამტკიცება, რაც, სტატიათა სწრაფი წაშლის მე–4 კრიტერიუმის რეალიზაციის საფუძველია.
- გმადლობთ, Deu. 17:58, 13 მაისი 2012 (UTC)
ანუ უკვე ისეთი ძლიერი სურვილი გაქვთ წაშალოთ რომ მეც მიშლით პოსტებს? იმხელა პროსტინა პოსტი ავრიფე და სად არის? დემოკრატია გაქვთ გასაოცარი. წაშალეთ ბატონებო, ქართულმა ვიკიპედიამ არნახული სირცხვილი განიცადა თინათინ ბაიაშვილის მის გვერდებზე ხსენებით. --Achiko-84 განხილვაწვლილი 19:26, 13 მაისი 2012 (UTC)
- უკაცრავად! არაფერი წაშლილა და არც არასოდეს მომხდარა, რომ ქართული ვიკიპედიის განხილვის გვერდიდან რამე წაშლილიყოს, ეს ვანდალიზმია და ისჯება. უბრალოდ, ეტყობა რედაქტირების კონფლიქტში მოჰყევით და ტექსტი არ შეინახა სისტემამ, რასაც დაგიწერდათ კიდეც. ამიტომ, სანამ ბრალდებებს წამოაყენებდეთ ჩვენ მიმართ, სჯობს ჯერ უკეთ გაეცნოთ ვიკიპედიის მუშაობის პრინციპებსა და წესებს. --მიხეილ მიწერა 19:35, 13 მაისი 2012 (UTC)
დავიწყოთ იქიდან, რომ თინა ბაიაშვილი არ ყოფილა მეცნიერი. მას არც სერიოზული ნაშრომები აქვს. მე არც არსად მაქვს მითითებული რომ იგი იყო მეცნიერი, ან გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი. მაგრამ იყო გეოგრაფი. პირველკურსელი ბაკალვრიც და მარუაშვილიც ორივე გეოგრაფებია. სკოლის მასწავლებელი და აინშტაინიც ფიზიკოსები. ცხადია, სხვაობა განუზომლად დიდია, მაგრამ ერთნიც გეოგრაფები არიან და მეორენიც ფიზიკოსები.
მეორე, ეს ქალბატონი იყო რესპუბლიკური დამსახურების ღვაწლმოსილი პედაგოგი. დამეთანხმეთ, მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკურ სასახლეში თითქმის 30 წლის მანძილზე კაბინეტის გამგეობა არ ნიშნავს უბრალო პედაგოგობას ხომ? ჰქონდა დამსახურებები და იყო დაჯილდოებული. ცხადია, იგი არ ყოფილა პედაგოგიკის კორიფე და არც არავინ ამბობს ამას, მაგრამ ჰქონდა დამსახურებები.
მესამეც, ეს ქალბატონი ისეთი უბრალო პედაგოგი რომ ყოფილიყო, როგორადაც თქვენ მისი წარმოჩენა გსურთ, გეოგრაფიის ინსტიტუი თავის ენციკლოპედიურ ცნობარში არ შეიტანდა ხომ? ნახეთ ეს ცნობარი და დარწმუნდით რომ ტექსტი თითქმის ერთი-ერთზეა გადმოტანილი იქიდან.
მეოთხე, თუ ასეთი ენთუზიაზმით ხარ აღვსილნი რომ დაუყოვნებლივ იხსნათ ქართული ვიკიპედია ამ არნახული სირცხვილისგან, ამდენს რატომ მალაპარაკებთ? --Achiko-84 განხილვაწვლილი 19:41, 13 მაისი 2012 (UTC)
- თხოვნა იქნება, მოეშვათ სიტუაციის ზედმეტ გართულებას და ვიკიპედიელთა მიმართ „კბენებს“. გაიგეთ, რომ აქ სირცხვილზე კი არაა ლაპარაკი, არამედ კრიტერიუმებზე, უნდა შევიდეს თუ არა ეს ქალბატონი ენციკლოპედიაში, რასაც ვიკიპედიის ზოგადი პოლიტიკა განსაზღვარვს და რაც ზემოთ უკვე აგიხსნეს. --მიხეილ მიწერა 19:45, 13 მაისი 2012 (UTC)
ძალიან კარგად გავიგე რომ არის სტატიის წაშლის ძალიან დიდი სურვილი. მაგრამ ის ვერ გავიგე, თუ რატომ აყოვნებთ ამას. --Achiko-84 განხილვაწვლილი 19:56, 13 მაისი 2012 (UTC)
ისე შესულია ეს ქალბატონი უკვე ენციკლოპედიურ ცნობარში, ჯერ კიდევ სხვათაშორის მის სიცოცხლეში. მაგრამ ეტყობა ვიკიპედია იმ ენციკლოპედიურ ცნობარზე უფრო მაღლა დგას. --Achiko-84 განხილვაწვლილი 19:58, 13 მაისი 2012 (UTC)
- არაფერს გარგებთ ასეთი ტონით ლაპარაკი. ვიკიპედია კოლეგიალობას ეფუძნება და პირველ ყოვლისა, სწორედ ამ პრინციპით იქმნება. დგას თუ არ დგას, აქ ამას არ ვარკვევთ. ერთი კი ცხადია, ისე დაჟინებით ცდილობთ შემოტანას, ამიტომ ვფიქრობ, რომ რაღაც დონეზე დგას ესკიზის შექმნის შეცდომა: ასევე არაფერს შუაშია სტატიის წაშლის სურვილი! ჩვენ ზოგად პოლიტიკას ვემორჩილებით. მე აქ დავამთავრე. --მიხეილ მიწერა 20:01, 13 მაისი 2012 (UTC)
თვენ ფიქრობთ რომ მერკანტილური მოსაზრებები მამოძრავებს? პირდაპირ მკითხეთ. დაჟინებით რას ვცდილობ? ყველა მე მესხმით თავს და მე გპასუხობთ. ესაა დაჟინება?--Achiko-84 განხილვაწვლილი 20:07, 13 მაისი 2012 (UTC)
- აჩიკო, როგორ ფიქრობთ, ვიკიპედიაში ისეთი გამოშტერებული ხალხი მუშაობს, რომ ახალი სტატიის წაშლა ძალიან უხარიათ? ან იქნებ ის გგონიათ, რომ თინათინ ბაიაშვილმა გაგვამწარა და ახლა სამაგიეროს ვიხდით? რა თქმა უნდა არა. თქვენ ეტყობა არ კითხულობთ დაკვირვებით ზემოთ წერილებს: როგორც ხედავთ, ჩამოყალიბებული პოზიცია არ მაქვს, თუკი თქვენ დაასაბუთებთ, თუ რატომ უნდა იყოს ამ პატიოსან ქალბატონზე სტატია ვიკიპედიაში, რატომაც არა; კრიტერიუმები გაგაცანით: საზოგადოებრივი ინტერესი და ცნობადობა, დამსახურებები აქ მეორეხარისხოვანია. თქვენ არ ასაბუთებთ და, ბოდიში ამ სიტყვისათვის, ჯიუტად გაჰყივით "წაშალეთ, წაშალეთ, თუ ასე გინდათ წაშალეთ!". იცოდეთ, ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვინდა: ვიკიპედიაში ბევრი ხარისხიანი სტატია. თქვენ კი, თუკი დამარცხებულის პოზიციიდან ილაპარაკებთ, ჩემი და კიდევ სხვების სასწორი წაშლისკენ გადაიხრება და გარწმუნებთ, ჩემთვის და სხვებისთვის წაშლა მხოლოდ ერთ პატარა ღილაკზე დაწკაპუნებით ხდება. Deu. 20:18, 13 მაისი 2012 (UTC)
ცოტა კორექტულად თუ შეიძლება. მე არ ,,გავჰყივი." მე ვლაპარაკობ. შეიძლება აღელვებული, მაგრამ მაინც ვლაპარაკობ და არ ვჰყივი. იმედია, მიაქცევთ ამას ყურადღებას.
ერთი და იგივე მილიონჯერ როგორ უნდა დავწერო? ხომ დავწერე არა? დამატებით შემიძლია კიდევ ის დავამატო, რომ იცნობდა ქართული სამეცნიერო გეოგრაფიული სამყარო, იცნობდნენ პედაგოგებიც და ამ საქმის სპეციალისტებიც. აფასებდნენ და ითვალისწინებდნენ მის აზრს. სხვა რა უნდა ვთვქვა და ვიგულისხმო ცნობადობაში? ცხადია ტელევიზიის ეკრანზე არ ჩანდა და ნამდვილად არ იყო ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი. მაგრამ ნამდვილად იყო იმ ვიწრო, სპეციფიური საზოგადოებისთვის ცნობილი, სადაც მოღვაწეობდა.
მე მეეჭვება თბილისში ან დიდ ქალაქებში (პატარა ქალაქებზე თავს ვერ დავდებ) იყოს გეოგრაფიის მასწავლებელი, რომელმაც არ იცოდეს თინა ბაიაშვილის სახელი. თქვენ ვერ ნახავთ თსუში, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში ცნობილ მეცნიერს, ვინც არ იცნობდეს მას. მეტი რანაირად უნდა დავასაბუთო, არ ვიცი ნამდვილად. --Achiko-84 განხილვაწვლილი 20:29, 13 მაისი 2012 (UTC)
არის ქართველი გეოგრაფების, მოგზაურების და ბუნების მკვლევარების ენციკლოპედიურ ცნობარში შესული ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში. არ არის ეს ცნობადობის მნიშვნელოვანი ინდიკატორი? გეოგრაფიის ინსტიტუტის მიერ გამოცემული ენციკლოპედიური ცნობარი ხელწამოსაკრავია? --Achiko-84 განხილვაწვლილი 20:34, 13 მაისი 2012 (UTC)
- ფაილი:Yes check.svg წაიშალა — მიხეილ მიწერა 07:01, 15 დეკემბერი 2012 (UTC)