Ka:წაშლილი გვერდების განხილვები/2013/განხილვა:საქართ. დისიდენტ. მოძრაობების კონფერენც. (1990)
იერსახე
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აქ განთავსებულია წაშლილი გვერდის განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.
წასაშლელი
ინტერნეტ–რესურსი ვერ დაიძებნა. სხვა გადამოწმებადი წყარო არ ჩანს.--Zolokin განხილვაწვლილი 16:39, 24 სექტემბერი 2010 (UTC)
- არც ინტ. რესურსი დაიძებნა და სტატია დამყარებულია მთლიანად ერთ საგაზეთო სტატიაზე: დიმიტრი შველიძე, კონფრონტაციული ეროვნული მოძრაობა დამოუკიდებლობისა და ხელისუფლებისათვის ბრძოლაში (1990 წელი - ოქტომბრამდე). იბეჭდებოდა გაზეთ 24 საათ-ში 2007 წელს გაგრძელებებით. ნუთუ შეიძლება ერთი სტატიის საფუძველზე სტატიის შექმნა?--Ouzo განხილვაწვლილი 16:17, 15 ნოემბერი 2011 (UTC)
წასაშლელი არ არის. ჩაესვას წყარო. იმედია ადრე თუ გვიან გამოჩნდება. შინაარსი ენციკლოპედიურია. --M. განხილვაწვლილი 17:59, 15 ნოემბერი 2011 (UTC)
- "ადრე თუ გვიან გამოჩნდება"-თი სტატიები არ იწერება. მაგ ლოგიკით ყველაფერი შემიძლია ჩავწერო და ვთქვა, ადრე თუ გვიან გამოჩნდება წყარო-თქო. არც შინაარსია ენციკლოპედიური. საგაზეთო სტატიაა, სხვა წყაროებით არ დასტურდება. წასაშლელია.--Ouzo განხილვაწვლილი 12:20, 16 ნოემბერი 2011 (UTC)
- სტატიის წაშლის მიზეზს ვერ ვხედავ: ენციკლოპედიურია და აქვს წყარო. ის, რომ ეს წყარო ერთადერთია, არაა ნამდვილად წაშლის საფუძველი. Deu განხილვა 13:54, 16 ნოემბერი 2011 (UTC)
- თუ არაა გადამოწმების საშუალება სხვა წყაროებში, მაშინ ის ერთი ავტორის ნააზრევია, მარგინალია და მიკერძოებული.--Ouzo განხილვაწვლილი 13:56, 16 ნოემბერი 2011 (UTC)
- ოუზო, შენ უკვე დავობ წყაროზე და არა სტატიაზე. წყარო, რაც არ უნდა მარგინალური არ უნდა იყოს, მაინც წყაროა. სტატიის დახვეწა შეიძლება, მაგრამ წყაროს მიკერძოებულობის გამო მისი წაშლა არა მგონია სწორი იყოს. სტატიაში შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ეს ამა და ამ ადამიანის აზრით ასე და ასეა. Deu განხილვა 13:59, 16 ნოემბერი 2011 (UTC)
- თუ არაა გადამოწმების საშუალება სხვა წყაროებში, მაშინ ის ერთი ავტორის ნააზრევია, მარგინალია და მიკერძოებული.--Ouzo განხილვაწვლილი 13:56, 16 ნოემბერი 2011 (UTC)
- სტატიის წაშლის მიზეზს ვერ ვხედავ: ენციკლოპედიურია და აქვს წყარო. ის, რომ ეს წყარო ერთადერთია, არაა ნამდვილად წაშლის საფუძველი. Deu განხილვა 13:54, 16 ნოემბერი 2011 (UTC)
- მაშინ სტატიას ასე უნდა დაერქვას სახელი: დიმიტრი შველიძის აზრი საქართველოს დისიდენტური მოძრაობების კონფერენციის შესახებ. ზვიადისტებს ეგ მოვლენა სხვანაირად ახსოვთ.--Ouzo განხილვაწვლილი 14:02, 16 ნოემბერი 2011 (UTC)
- თუ წინააღმდეგი არავინაა, მაშინ გადავიტან.--Ouzo განხილვაწვლილი 14:08, 16 ნოემბერი 2011 (UTC)
- არა. ეგ სათაური არაა საჭირო. სტატია უნდა დაიწყოს ასე: ბლა-ბლა-ბლა კონფერენცია - კონფერენცია, რომელიც დიმიტრი შველიძის აზრით ჩატარდა ... გარდა ამისა, სრულიად მარტივად შეიძლება სტატიაში აღვნიშნოთ დიმიტრი შველიძის კრიტიკის შესახებ და განსხვავებული აზრიც იქნება სტატიაში (ამისი საშუალება არის). Deu განხილვა 14:15, 16 ნოემბერი 2011 (UTC)
ესე იგი ერთი ავტორის საგაზეთო სტატიაზე დაყრდნობით შევქმან სტატიები? გასაგებია, მაშინ ასე მოვიქცევი და მერე არაფერი თქვათ.--Ouzo განხილვაწვლილი 14:21, 16 ნოემბერი 2011 (UTC)
- ჰო, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვიკიპედიაშიც ისე სუბიექტურად დაიწეროს, როგორც ეს საგაზეთო სტატიაში ხდება. საგაზეთო სტატია მეტ-ნაკლებად ყოველთვის სუბიექტურია. Deu განხილვა 15:31, 16 ნოემბერი 2011 (UTC)
- ჩემი აზრი ასეთია: ენციკლოპედიური სტატია ერთი ავტორის მიერ შექმნილ საგაზეთო სტატიაზე არ უნდა იყოს დაფუძნებული. აქ უკვე საგაზეთო სტატიის სანდოობაა ეჭვქვეშ. ასეთი შემთხვევა, შესაძლოა განხილულ იქნას დიმიტრი შველიძის ორიგინალურ კვლევად. უნდა მიეთითოს, მინიმუმ, კიდევ ერთი წყარო, ხოლო თუ ეს არ ხერხდება, წაიშალოს. ამასთანავე, მეორე წყარო არ უნდა იყოს პირველის ასლი. რა თქმა უნდა, ერთი ავტორის მიერ შექმნილ სტატიას, რომელიც გამოქვეყნებულია რომელიმე სანდო წყაროში (მაგ. ენციკლოპედიაში), შესაძლებელია, ეფუძნებოდეს ვიკიპედიის სტატია. — G.G. 15:46, 16 ნოემბერი 2011 (UTC)
- წასაშლელია, ვეთანხმები ზემოთქმულს. – BruTe (გ) 08:52, 8 იანვარი 2012 (UTC)
- ფაილი:Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) - წაშლის მომხრეთა ლოგიკით ესკიზები საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ნუ უგულვებელყოფთ ვიკიპედიის უმთავრეს პრინციპს: პეტრემ შექმნა ესკიზი, პავლემ გაამდიდრა წყაროებით, ივანემ - ილუსტრაციებით და ასე... თუ ვთანხმდებით ესკიზის არსებობაზე და იმაზე, რომ მოცემული სტატიის თემა ენციკლოპედიურია, მაშინ საკითხი ამოწურული მგონია. --Rastrelli F 12:43, 10 იანვარი 2012 (UTC)
- ჩემი აზრი ასეთია: ენციკლოპედიური სტატია ერთი ავტორის მიერ შექმნილ საგაზეთო სტატიაზე არ უნდა იყოს დაფუძნებული. აქ უკვე საგაზეთო სტატიის სანდოობაა ეჭვქვეშ. ასეთი შემთხვევა, შესაძლოა განხილულ იქნას დიმიტრი შველიძის ორიგინალურ კვლევად. უნდა მიეთითოს, მინიმუმ, კიდევ ერთი წყარო, ხოლო თუ ეს არ ხერხდება, წაიშალოს. ამასთანავე, მეორე წყარო არ უნდა იყოს პირველის ასლი. რა თქმა უნდა, ერთი ავტორის მიერ შექმნილ სტატიას, რომელიც გამოქვეყნებულია რომელიმე სანდო წყაროში (მაგ. ენციკლოპედიაში), შესაძლებელია, ეფუძნებოდეს ვიკიპედიის სტატია. — G.G. 15:46, 16 ნოემბერი 2011 (UTC)
ესკიზის შექმნის შეცდომა: წაიშალა — მიხეილ მიწერა 13:35, 3 სექტემბერი 2013 (UTC)