Kaukasus TV
იერსახე
Kaukasus TV (KTV) — ყოველთვიური გერმანულენოვანი კულტურულ-შემეცნებითი ტელეგადაცემა ავსტრიულ ტელეკომპანია „Okto“-ს ეთერში. გადაცემის მიზანია გააცნოს ავსტრიის მოსახლეობას კავკასიური კულტურა და მის წარმომომადგენლები და აგრეთვე კავკასიასთან დაკავშირებული ავსტრიელი საზოგადო მოღვაწეები. გადაცემა ეთერში გადის 2017 წლის 4 ივნისიდან.
გადაცემის იდეის ავტორია ივერი მოდებაძე. გადაცემის დირექტორია თეა ცაავა. შემოქმედებითი ჯგუფის სხვა წევრები არიან გეორგ ლაშა აბლინგერი, გიორგი მახარაძე, ნია დავითაშვილი, მარიკა კეჭაყმაძე.