„Liza Jane“ — პირველი ჩანაწერი, გამოცემული დეივიდ ბოუის მიერ სინგლის სახით. იგი გამოვიდა Davie Jones with the King Bees-ის სახელით, 1964 წელს, როდესაც ბოუი 17 წლის იყო. სინგლის b-მხარეზე წარმოდგენილია „Louie, Louie Go Home“, Paul Revere and the Raiders-ის სიმღერა.
ორივე სიმღერა ჩაიწერა შვიდსაათიანი სესიისას Decca Studios-ში, ბროუდჰერსტ გარდენსში (დასავლეთ ჰამფსტედი).[1]