შინაარსზე გადასვლა

Love over Gold

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Love over Gold
ფაილი:Dire-Straits-Love-Over-Gold-339483.jpg
studio —
გამოცემის თარიღი 20 სექტემბერი, 1982
ჩაიწერა 8 მარტი - 11 ივნისი 1982
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა Script error: No such module "hms".
ლეიბლი Vertigo (ინგლისი)
Warner Bros. (აშშ)
პროდიუსერი მარკ ნოპფლერი
Dire Straits — ქრონოლოგია
Making Movies
(1980)
Love over Gold
(Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)
ExtendedancEPlay
(1983) თარგი:!)
სინგლები ალბომიდან Love over Gold
  1. „Private Investigations“
    გამოცემის თარიღი: 27 აგვისტო 1982
  2. „Industrial Disease“
    გამოცემის თარიღი: ნოემბერი 1982
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Script error: No such module "Music ratings".

Love over Gold — ბრიტანული როკ-ჯგუფ Dire Straits-ის მეოთხე სტუდიური ალბომი. თავისი ხანგრძლივი ინსტრუმენტული პასაჟების გამო ბევრი მსმენელი მას თვლის პროგრესული როკის ჟანრის დისკად.

ალბომი ევროპაში გაიყიდა 4.4 მილიონი ასლის ოდენობით. შტატებში მას მხოლოდ 1986 წელს მიენიჭა ოქროს სტატუსტი. ეს ასევე არის ჯგუფის უკანასკნელი დისკი, რომელზეც უკრავს პიკ უიზერსი.

შექმნა

ტურნეს On Location Tour დასრულებისას მარკ ნოპფლერმა დაიწყო ჯგუფის შემდეგი ალბომის სიმღერების შექმნა. ალან კლარკი (კლავიშიანები) და ჰოლ ლინდსი (გიტარა), რომლებიც ჯგუფთან ტურნეს მსვლელობისას თანამშრომლობდნენ, ასევე შეუერთდნენ მას სტუდიაში.

ჩაწერა

Love over Gold ჩაწერილი იქნა სტუდიაში Power Station, ნიუ-იორკში, 1982 წლის 8 მარტიდან 11 ივნისამდე. ალბომის პროდიუსერი ნოპფლერი იყო, ხოლო ნილ დორფსმენი - ხმის ინჟინერი.

სესიების დროს ნოპფლერმა გამოიყენა რამდენიმე გიტარა, მათ შორის ოთხი Schecter Stratocaster, Ovation-ის კლასიკური გიტარა სიმღერებში Private Investigations და Love over Gold, სპეციალურად შექმნილი ერლეუაინი Automatic სიმღერაში Industrial Disease და 1937 წლის National-ის პედლიანი გიტარა Telegraph Road-ში. ჩაწერისას აგრეთვე გამოყენებული იქნა Ovation-ის 12 სიმიანი და ექვსსიმიანი აკუსტიკური გიტარები.

ალბომის მომზადებისას დაიწერა რამდენიმე სიმღერა, რომელიც ჯგუფის ალბომებზე არ გამოცემულა. მაგალითია Private Dancer, რომელიც ალბომისთვის იწერებოდა, მაგრამ ჩაიწერა ყველა პარტია ვოკალის გარდა. ნოპფლერმა გადაწყვიტა, რომ სიმღერას უფრო მეტად ქალის ხმა მოუხდებოდა, ამიტომ იგი ტინა ტერნერს აჩუქა (სიმღერაში იქნა უკანასკნელის ახალ ალბომში Private Dancer).[1] "The Way It Always Starts საბოლოოდ მოხვდა ნოპფლერის მიერ ფილმისთვის ადგილობრივი გმირი დაწერილ საუნდტრეკში, გერი რეფერტის ვოკალით. Badges, Posters, Stickers and T-Shirts ალბომში არ შეიტანეს და მოგვიანებით გამოსცეს სინგლის Private Investigations b-მხარეზე. შემდგომში იგი ბრიტანეთში EP-ზე ExtendedancEPlay მეოთხე სიმღერის სახით გამოვიდა.

გამოცემა

Love over Gold 1982 წლის 20 სექტემბერს გრამფირფიტასა და კასეტაზე გამოვიდა. Private Investigations გამოიცა ალბომის წამყვანი სინგლის სახით, ევროპაში. ბრიტანეთში იგი ჩარტების #2 პოზიციაზე მოხვდა. Industrial Disease აშშ-ში სინგლის სახით გამოვიდა და 1983 წელს მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულის 75-ე პოზიციაზე.

ალბომის რემასტერინგი 1996 წელს, ჯგუფის სხვა სტუდიურ ალბომებთან ერთად, მსოფლიო მასშტაბით გამოსცა Vertigo Records-მა. 2000 წელს ალბომები აშშ-ში Warner Bros.-მა გამოუშვა. რემასტერინგის გარეკანზე წარმოდგენილია განსხვავებული გამოსახულება: ალბომის სათაური ჯგუფის სახელის ქვეშ წერია. ორივე რიგი დიდი ასოებით არის წარმოდგენილი. ელვის გამოსახულება ოდნავ გადიდებულია და უფრო ნათელი, გადადის რა იისფერ ტონალობაში. ეს არის ჯგუფის ერთადერთი რემასტერინგი, რომელსაც შეცვლილი აქვს ყდა.

სიმღერების სია

ყველა სიმღერის ავტორი – მაიკ ნოპფლერი[2]

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

პერსონალი

Dire Straits
დამატებითი მუსიკოსები
პროდიუსერები
  • მარკ ნოპფლერი - პროდიუსერი
  • ნილ დორფსმენი - ინჟინერი
  • ბარი ბონჯოვი - თანაშემწე ინჟინერი
  • ბობ ლუდვიგი – მასტერინგი
  • მაიკლ როუ - გარეკანის დიზაინი
  • ალან ლობელი - ფოტოგრაფია
  • პიტერ კენინგემი - ფოტოგრაფია[3]

ჩარტები

ალბომები

Love over Gold ბრიტანეთის ალბომების ჩარტში 200 კვირა იმყოფებოდა.[4] ავსტრალიაში იგი იყო 1982 წლის რიგით მე-12 და 1983 წლის რიგით მეექვსე ყველაზე გაყიდვადი ალბომი.

ჩარტი (1982–83) უმაღლესი პოზიცია
ავსტრალიის ალბომების ჩარტი 1
ავსტრიის ალბომების ჩარტი 1
იტალიის ალბომების ჩარტი 1
ახალი ზელანდიის ალბომების ჩარტი 1
ნორვეგიის ალბომების ჩარტი 1
შვედეთის ალბომების ჩარტი 2
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი 1
აშშ Billboard 200 19

სინგლები

წელი სიმღერა უმაღლესი პოზიციები
აშშ ცხელი 100-ეული აშშ მეინსტრიმული როკ-ჩარტი ავსტრალია იტალია შვედეთი ბრიტანეთის სინგლები
1982 „Private Investigations“ 19 28 4 2
„Industrial Disease“ 9
1983 75

სქოლიო

  1. Official Community of Mark Knopfler[მკვდარი ბმული] Accessed 3 ივნისი 2007
  2. Love over Gold. Discogs. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი 2012.
  3. Love over Gold (booklet). Dire Straits. Burbank, California: Warner Bros. Records. 1982. pp. 2, 11. 947772-2.
  4. Love over Gold. Chart Stats (22 ივნისი 1996). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 19 იანვარი 2012.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=Love_over_Gold&oldid=68855“-დან