შინაარსზე გადასვლა

MTV რუსეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაილი:MTV Logo 2010.svg
ლოგო

MTV რუსეთი (რუს. MTV Россия)[1]) — რუსული მუსიკალურ-გასართობი ტელეარხი, რომელიც მაუწყებლობდა 1998 წლის 25 სექტემბრიდან 2013 წლის 31 მაისამდე. 2013 წლის 1 ოქტომბერს Viacom International Media Networks (VIMN)-ის, MTV-ის ბრენდის გადაწყვეტილებით, ხელახლა იქნა გაშვებული, როგორც ფასიანი ტელეარხი.

1998—2013 წლებში MTV-ის რუსეთში ჩვენების უფლება ჰქონდა ტელეკომპანია „Энергия-ТВ“-ს[2]. 1998 წლის 25 სექტემბრიდან 2000 წლის 16 ივლისამდე MTV-ის ეთერის პარალელურად ეკრანზე ჩნდებოდა Энергия ТВ-ს ლოგოც. 2013 წლის შემოდგომიდან ტელეარხის დამფუძნებელი და ტრანსლირებაზე პასუხისმგებელია Viacom International Media Networks Russia[3].

არხის მიზნობრივი აუდიტორია 11-დან 34-წლამდე ასაკის ახალგაზრდობაა. არხის პროგრამის 60% რუსულ მუსიკას უკავია. 2005 წლიდან MTV რუსეთი ანიმეს ჟანრის ფილმებსაც გადმოსცემს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=MTV_რუსეთი&oldid=34645“-დან