შინაარსზე გადასვლა

Microsoft Lumia 640

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Microsoft Lumia 640/640 XL
მწარმოებელი Nokia
საოპერაციო სისტემა Windows Phone 8.1 (Lumia Denim)
ფოტოკამერა 8.0 MP auto-focus, f/2.2 with LED flash, FHD 1920x1080 video (Lumia 640)
13.0 MP auto-focus, f/2.0 with LED flash, FHD 1920x1080 video (Lumia 640 XL)
მეორე კამერა 1.0 MP, 720p video (Lumia 640)
5.0 MP, 1080p video (Lumia 640 XL)
ბატარეა 2500 mAh (Lumia 640)
3000 mAh (Lumia 640 XL)

Microsoft Lumia 640[1] და Microsoft Lumia 640 XL[2] — 2 სიმ-ბარათიანი სმარტფონი, რომელიც შემუშავებულია კომპანია Microsoft-ის მიერ. დაანონსებულია Microsoft-ის მიერ Mobile World Congress-ზე ქალაქ ბარსელონაში 2015 წლის 2 მარტს.[3] მუშაობს საოპერაციო სისტემა Windows Phone 8-ზე, თუმცა განახლება იძლევა Windows 10-ის გამოყენების საშუალებასაც.[4] აქვს 4-ბირთვიანი Qualcomm Snapdragon 400 1200Mhz პროცესორი და 5-ინჩიანი HD IPS LCD დისპლეი, რომელიც დაცულია Gorilla Glass 3-ით და გამოსახავს 16 მილიონ ფერს. აქვს 8.0 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა ავტო-ფოკუსითა და შუქდიოდური განათებით, ხოლო ფრონტალური კამერა 1.0 მეგაპიქსელიანია, თუმცა მისი ვიდეოგაფართოება 720p (HD, 1280 x 720) უდრის. გააჩნია 8 გიგაბაიტიანი ჩაშენებული მეხსიერება, ხოლო ოპერატიული მეხსიერება 1 გიგაბაიტიანია. მეხსიერების ბარათის ტიპია MicroSD. აღჭურვილია ძლიერი, 2500 mAh-ანი აკუმულატორით, რომელიც აპარატს აძლევს შესაძლებლობას იმუშაოს 864 საათი მოლოდინის რეჟიმში და 26.5 საათი სასაუბრო რეჟიმში. აქვს ფართო საკომუნიკაციო საშუალებები, მათ შორის: Web-ბრაუზერი, EDGE, LTE (4G), WiFi, NFC, სტერეო Bluetooth, და USB-პორტი. აუდიო გასასვლელის ზომა 3.5 მმ შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სმარტფონს აქვს აგრეთვე GPS მიმღები. უფასო ღრუბლოვანი მეხსიერების მოცულობა 30 გიგაბაიტამდეა.

მთლიანობაში მოდელი 640 წარმოდგენილია ორი აპარატით: საკუთრივ Microsoft Lumia 640-ით და Microsoft Lumia 640 XL-ით, რომელიც ფაბლეტს წარმოადგენს და აღჭურვილია ძლიერი, 3000 mAh-ანი აკუმულატორით და აგრეთვე 13.0 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერით, ავტო-ფოკუსით, ხოლო ფრონტალური კამერა 5.0 მეგაპიქსელიანია.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  2. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  3. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  4. http://gadgets.ndtv.com/mobiles/news/microsoft-lumia-640-lumia-640-xl-launched-alongside-dual-sim-lte-variants-666218

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=Microsoft_Lumia_640&oldid=188710“-დან