შინაარსზე გადასვლა

Musique pour Supermarché

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Musique pour Supermarché
ფაილი:Music for Supermarkets.png
studio —
გამოცემის თარიღი 6 ივლისი, 1983
ჩაიწერა თებერვალი-მაისი 1983
ჟანრი ელექტრონული მუსიკა
ხანგრძლივობა Script error: No such module "hms".
ლეიბლი Disques Dreyfus
პროდიუსერი ჟან-მიშელ ჟარი
ჟან-მიშელ ჟარი — ქრონოლოგია
Les Concerts en Chine
(1982)
Musique pour Supermarché
(Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)
Zoolook
(1984) თარგი:!)
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Musique pour Supermarché — ფრანგი ელექტრონული მუსიკოს ჟან-მიშელ ჟარის 1983 წლის სტუდიური ალბომი. იგი გამოიცა მხოლოდ ერთი ასლის სახით, ერთადერთხელ გავიდა რადიოსადგურის ეთერში (სწორედ ამ ეთერის მეშვეობით ჩაწერილი ასლები ვრცელდება ჯგუფის მოყვარულებს შორის) და ითვლება ჟარის ერთ-ერთ იშვიათ დისკად.

ისტორია

1983 წელს ჟარს შეუკვეთეს მუსიკა გამოფენისათვის, რომელზეც წარმოდგენილი იქნებოდა მხატვრობა სუპერმარკეტების თემაზე. ალბომი ჩაიწერა 1983 წლის თებერვალში-მარტში. გამოფენა გაიმართა ჟან-კლოდ რიდელის გალერეაში, 1983 წლის ივნისში. მხატვრობის ნაწილი გასაყიდად აუქციონზე იქნა გამოტანილი. ამ მოვლენის შთაგონებით, ჟარმა გადაწყვიტა ალბომის ერთადერთი ასლის საქველმოქმედოდ გამოცემა. გამოფენის დასრულების შემდეგ ყველა ორიგინალური ფირი განადგურდა, ამიტომ ეს ასლი უნიკალურად ითვლება და წარმოადგენს მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ჩანაწერს.

ალბომის ბუკლეტში წარმოდგენილია 11 პოლაროიდის ტიპის ფოტოსურათი, ხოლო მეთორმეტე ფოტოს ადგილი ცარიელია, რათა მსურველს ჰქონოდა საკუთარი სურათის ჩსმის საშუალება. ალბომის მფლობელის ვინაობა ანონიმური იყო, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ვინმე მ. ჟერარი იყო. მასზე განსაკუთრებული გავლენა იქონია ავტოავარიის შემდეგ საავადმყოფოს პალატაში მოსმენილმა ჟარის კომპოზიციამ Souvenir of China. 2007 წლისათვის დისკის ასლი ორჯერ გაიყიდა, მეორე მფლობელია ვინმე დუკრუა. ამჟამად მისი მფლობელის ვინაობა უცნობია.

სიმღერების სია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მითითებული ხანგრძლივობა ეფუძნება ბუტლეგურ ჩანაწერებს, ვინაიდან ორიგინალური ჩანაწერი არ არსებობს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted