People Are People — ინგლისური ელექტრონული ჯგუფ Depeche Mode-ის დისკოგრაფიაში რიგით მეათე სინგლი. იგი გამოიცა ბრიტანეთში, 1984 წლის 12 მარტს, როგორც სინგლი ალბომიდან Some Great Reward.
სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეოს რეჟისორია კლაივ რიჩარდსონი. იგი ორი ვერსიის სახით გამოვიდა, რომლებშიც გამოყენებულია სიმღერის ორი სხვადასხვა ვერსია - სინგლიდან და ვრცელი მიქსი.