„Radio Free Europe“ — ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფ R.E.M.-ის სადებიუტო სინგლი. იგი გამოიცა დამოუკიდებელ ლეიბლზე Hib-Tone, რომელმაც მოგვიანებით არსებობა შეწყვიტა. სიმღერაში ჟღერს ჯგუფის „სახასიათო ბუნდოვანი ტექსტები, რომლებიც მისი ნამუშევრების ნაწილად იქცა“.[1]