შინაარსზე გადასვლა

Master System

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Sega Mark III)
Sega Master System
Sega Mark III
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ზედა: ამერიკული და ევროპული Master System
შუა: იაპონური Sega Mark II
ქვედა: PAL Master System II
მწარმოებელი Sega
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მესამე თაობა
გამოშვების თარიღი იაპ 20 ოქტომბერი, 1985 (Mark III)[1][2]
ჩრდ.ამ. სექტემბერი, 1986[3]
იაპ ოქტომბერი, 1987[2][4]
ევრ 1987
ბრაზ 1989
KOR 1989
საცალო გაყიდვაში 1985-დღემდე
ჩრდ.ამ. 1989-92
თავდაპირველი ფასი ¥16,800, $200, £99
შეწყდა ჩრდ.ამ. 1992
გაიყიდა მსოფლიო: 10-13 მილიონი (ბრაზილიის გამოკლებით)[5][6]
იაპონია:1 მილიონი (1986 წლის მონაცემით).[7]
აშშ: 2 მილიონი (1993-ის მონაცემით)[8]
ევროპა:6.8 მილიონი (1993-ის მონაცემით)[9]
ბრაზიალია:8 მილიონი (2016-ის მონაცემით)[10]
მედია სათამაშო კარტრიჯი, სეგას ბარათი
პროცესორი Zilog Z80 @ 4 მჰც
მეხსიერება 8 კბაიტი RAM, 16 კბაიტი
მეხსიერების საცავი Sega Card
მონიტორი 256 × 192 გაფართოება
ხმა Texas in struments SN76489
შეტანა კონტროლერის 2 პორტი
წინა SG-1000
შემდეგი Sega Mega Drive
დაკავშირებული სტატიები Sega Game Gear

Sega Master System (იაპ:セガマスターシステム) — მესამე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი იაპონური კომპანია Sega-ს მიერ. თავდაპირველად გამოვიდა იაპონიაში 1985 წელს, როგორც Sega Mark III, ჩრდილოეთ ამერიკაში გამოსცეს ახალი დიზაინით Master System-ის სახელით 1986 წელს, ევროპაში — 1987 წელს, ხოლო ბრაზილიაში — 1989 წელს. ეს უკანასკნელი, ასევე გამოვიდა იაპონიაში 1987 წელს. ორივე მოდელს შეეძლო სათამაშო კარტრიჯისა და სეგას ბარათის (ინგლ. Sega Card) წაკითხვა. (Master System II-ს და შემდგომ მოდელებს არ გააჩნდათ ბარათის სლოტები). კონსოლს ჰქონდა სხვადასხვა აქსესუარების მხარდაჭერა, მათ შორის — სინათლის თოფის და 3D სათვალეების, რომლებიც შეიქმნა სპეციალურად კოდირებული თამაშების სათამაშოდ.

კონსოლის საწყისი ფასი იაპონიაში იყო ¥15,000,[1] ჩრდილო ამერიკაში — $200, ხოლო ევროპაში — £99. როგორც ნაწილი მესამე თაობის კონსოლებისა, Master System კონკურენციას უწევდა Nintendo Entertainment System-ს (NES). ის ტექნიკური თვალსაზრისით, NES-თან შედარებით მძლავრი იყო,[11]თუმცა იაპონიისა და აშშ-ს ბაზარზე მას კონკურენცია ვერ გაუწია. ნინტენდო ჩრდილოეთ ამერიკის მთლიანი ბაზრის 86 პროცენტს იკავებდა.[12] მაგრამ ევროპასა და ბრაზილიაში მიაღწია შესამჩნევ წარმატებას. მას ბევრი საერთო გააჩნდა სეგას პორტატიულ კონსოლ Sega Game Gear-თან.[13]

სისტემა აღჭურვილი იყო Zilog Z80-ის 8 ბიტიანი პროცესორით, 4 მჰც ტაქტური სიხშირით,[14][15][16] 8 კბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით,16 კბაიტი ვიდეო მეხიერებით და Texas in struments SN76489-ის ხმის ჩიპით. თამაშები კონსოლზე ვრცელდებოდა ორი ფორმატით: სათამაშო კარტრიჯის და სეგას ბარათის საშუალებით. ბარათი კარტრიჯთან შედარებით დაბალი ღირებულებით გამოირჩეოდა და მოიცავდა ისეთ თამაშებს, როგორებიც არის Spy vs. Spy და Super Tennis.[17][18] თუმცა ბარათის გაყიდვები შემცირდა არასაკმარისი მეხსიერების გამო. ასევე გააჩნდა კონტროლერის 2 პორტი.[15][16]

Master System-ის საერთო გაყიდვებმა დაახლოებით 10-13 მილიონი შეადგინა (ბრაზილიის გამოკლებით), მაშინ როდესაც Nintendo Entertainment System-ის გაყიდვემბა 62 მილიონ ასლს გადააჭარბა,[5][6] ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ იმ პერიოდში ნინტენდოსა და მესამე მხარის დეველოპერებს შორის არსებობდა შეთანხმება, რის საფუძველზეც მათ არ უნდა გამოეშვათ თამაშები სხვა კონსოლებზე. სეგას აშშ-ში მხარდაჭერა ჰქოდნა მხოლოდ ორი მესამე მხარის დეველოპერისგან: Activision და Parker Brothers.[17]

2009 წელს საიტმა IGN Master System დაასახელა მე-20 ყველა დროის საუკეთესო ვიდეო თამაშების კონსოლად.[19] 1988 წლის 29 ქტომბერს სეგამ გამოსცა 16 ბიტიანი რიგით მესამე სათამაშო კონსოლი Sega Mega Drive.[20]

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

  • Sega Master System-ის მუზეუმი
  • Hardwarebook.info — ტექნიკური მახასიათებლები
  • SMS Power! — საიტი Master System-სა და სხვა 8 ბიტიან კონსოლების შესახებ
  • Sega8Bit.com Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted — Sega Master System-ის თამაშების მონაცემთა ბაზა და ვებ-საზოგადოება
  • Console Passion — Sega Master System Games Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted — Master System-ის თამაშები სია, მათი აღწერა და სხვა

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Mark III Japanese. Sega Corporation. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2014.
  2. 2.0 2.1 (2015) Gamers High! Futabasha Super Mook (Japanese). Futabasha, გვ. 55. ISBN 978-4-575-45554-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  3. Computer Entertainer, February 1987, page 13 31, 2014
  4. Master System (in Japanese). Sega Corporation. დაარქივებულია 31 მარტი, 2014.
  5. 5.0 5.1 Forster, Winnie (2005). The Encyclopedia of Game.Machines: Consoles, Handhelds, and Home Computers 1972–2005. Magdalena Gniatczynska, გვ. 139. ISBN 3-00-015359-4Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  6. 6.0 6.1 Buchanan, Levi. (20 ოქტომბერი, 2009) Genesis vs. SNES: By the Numbers. IGN. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2014.
  7. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  8. Sheff, David (1993). Game Over, 1st, New York, New York: Random House, გვ. 349. ISBN 0-679-40469-4Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. ციტირების თარიღი: 16 იანვარი, 2012. 
  9. Sega Consoles: Active installed base estimates". Screen Digest. Screen Digest Ltd.: March 1995
  10. Azevedo, Théo. (12 მაისი, 2016) Console em produção há mais tempo, Master System já vendeu 8 mi no Brasil Portuguese. Universo Online. ციტატა: „Comercializado no Brasil desde setembro de 1989, o saudoso Master System já vendeu mais de 8 milhões de unidades no país, segundo a Tectoy.“ ციტირების თარიღი: 13 მაისი, 2016.
  11. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  12. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  13. Buchanan, Levi. (9 ოქტომბერი, 2008) Remember Game Gear?. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-23. ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2009.
  14. SC-3000 Technical specifications Japanese. Sega Corporation. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი, 2014.
  15. 15.0 15.1 Mark III data Japanese. Sega Corporation. ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2014.
  16. 16.0 16.1 Master System data Japanese. Sega Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-07. ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2014.
  17. 17.0 17.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  18. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  19. Top 25 Videogame Consoles of All Time: SEGA Master System is Number 20. IGN (2009). ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2014.
  20. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=Master_System&oldid=215123“-დან