SG-1000
SG1000 | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
მწარმოებელი | Sega |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მესამე |
გამოშვების თარიღი |
SG-1000 იაპ 15 ივლისი, 1983 SG-1000 II იაპ 31 ივლისი, 1984[1] |
შეწყდა |
SG-1000 იაპ ივლისი, 1984 SG-1000 II იაპ ოქტომბერი, 1985 |
მედია | სათამაშო კარტრიჯი, კასეტა, სეგას ბარათი |
პროცესორი | NEC 780C (Zilog Z80-ის კლონი) |
მეხსიერება | 1კბ RAM, 2კბ VRAM |
მონიტორი | 256×192 გაფართოება, 16 ფერი |
გრაფიკა | Texas Instruments TMS9928A |
ხმა | Texas Instruments SN76489 |
ყველაზე გაყიდვადი თამაში | „Flicky“ |
შემდეგი | Master System |
SG-1000 (იაპ:エスジー・セン) აგრეთვე ცნობილი როგორც Sega Computer Videogame SG-1000 — კარტრიჯული სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი იაპონური კომპანია Sega-ს მიერ. გამოვიდა იაპონია, ავსტრალია, ესპანეთი, იტალიასა და სხვა ქვეყნებში. ეს იყო სეგას პირველი მცდელობა სათამაშო ბაზარზე შესვლისა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ამავე კომპანიის მიერ შექმნილ წარმატებულ კონსოლ Sega Master System-ს. SG-1000-ის გამოსვლა დაემთხვა Nintendo-ს Family Computer-ის (შემოკლებით Famicom) გამოშვებას იაპონიაში.[2] გარკვეული ხნის შემდეგ სეგამ გამოსცა ის სხვადასხვა სახეშეცვლილი ფორმით: SC-3000, ცნობილი, როგორც Sega Personal Computer SC-3000,[3] ჩაშენებული კლავიატურით,[4] SG-1000 II (エスジー・セン・ツ), ასევე ცნობილი SG-1000 Mark II-ით, გამოსული 1984 წლის 31 ივლისს.[1][4]
SG-1000-ის თამაშების ბიბლიოთეკა მოიცავდა 68 სტანდარტულ კარტრიჯს და 29 სეგას ბარათს (Sega Card). თითოეული თამაში თავსებადი იყო ყველა მოდელზე.[5] თვდაპირველი ფასი შეადგენდა 15,000 იაპონური იენა.[6] SG-1000 და SG-1000 II-ის მოდელებს გააჩნდათ 8 ბიტიანი Zilog Z80-ის ცენტრალური პროცესორი 3.58 მჰც ტაქტური სიხშირით,[7][8] ხოლო SC-300-ს — 4 მჰც,[9] ვიდეო პროცესორი Texas Instruments TMS9928A 16 ფერის მხარდაჭერით, ხმის პროცესორი Texas Instruments SN76489, 1 კილობაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 2 კილობიტი ვიდეო RAM.[7]
კონსოლი წარუმატებელი აღმოჩნდა კომერციულად.[1] ამის მთავარი მიზეზი გახდათ ის, რომ Famicom-სა და იმ დროში არსებულ სხვა სისტემებს გააჩნდათ უფრო მძლავრი აპარატული უზრუნველყოფა ვიდრე SG-1000-ს, ასევე ერთ-ერთ მიზეზად იქცა 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისი.[1] მიუხედავად ამისა, კონსოლმა შეძლო მცირე გავლენის მოხდენა ვიდეო თამაშების ინდუსტრიაზე და განაპირობა მისი მემკვიდრის, Master System-ის წარმატება.
გალერეა
-
SG-1000 ჯოისტიკით
-
SC-3000
-
SG-1000 II
-
Sega Mark III
-
Sega Mark III-ის გეიმპადი
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ SC-3000 Japanese. Sega Corporation. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2013.
- ↑ 4.0 4.1 (2015) Gamer's High! Futabasha Super Mook (Japanese). Futabasha, გვ. 54. ISBN 978-4-575-45554-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ SK-1100 Japanese. Sega Corporation. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი, 2014.
- ↑ SG-1000 Japanese. Sega Corporation. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი, 2014.
- ↑ 7.0 7.1 SG-1000 Technical specifications Japanese. Sega Corporation. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი, 2014.
- ↑ SG-1000 II Technical specifications Japanese. Sega Corporation. ციტირების თარიღი: თებერვალი, 12, 2014.
- ↑ SC-3000 Technical specifications Japanese. Sega Corporation. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი, 2014.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
|
|