The Angel and the Dark River
The Angel and the Dark River | ||||
---|---|---|---|---|
ფაილი:Angel and the Dark River Album Cover.jpg | ||||
studio — | ||||
გამოცემის თარიღი | 22 მაისი, 1995 | |||
ჩაიწერა | დეკემბერი 1994 - იანვარი 1995 | |||
ჟანრი | დუმ-მეტალი, გოთური მეტალი | |||
ხანგრძლივობა | Script error: No such module "hms". | |||
ლეიბლი | Peaceville | |||
პროდიუსერი | რობერტ მაგულაგანი | |||
My Dying Bride — ქრონოლოგია | ||||
Script error: No such module "Music ratings". The Angel and the Dark River — ჯგუფ My Dying Bride-ის მესამე სტუდიური ალბომი. გამოიცა 1995 წელს. ალბომი არის ყველაზე გაყიდვადი და პოპულარული ჯგუფის შემოქმედებაში. პირველი ალბომი, სადაც სოლო-კომპოზიტორად გიტარისტი ენდრიუ კრეიგანი მოგვევლინა. მუსიკალური სტილიალბომი განსხვავდება მისი წინამორბედი ორი სტუდიური ალბომისგან, რადგან დეზ მეტალის ელემენტები ნაკლებადაა და გიტარის რიფებიც დუმ მეტალისთვის ნელ ტემპშია შესრულებული. ძირითადი აქცენტი მუსიკის მელოდიურობაზეა გაკეთებული.[1] ტექსტებიტექსტების მხრივ ეს ალბომი წინა ალბომების ერთგვარი გაგრძელებაა. რელიგიური სიმბოლიზმი და პრობლემები ურთიერთობაში, სწორედ ეს არის სიმღერების ძირითადი თემა. ენდრიუ კრეიგანის თქმით, სიმღერების ინსპირაცია ჯგუფის წევრებმა თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან მიიღეს. ისინი ინგლისის ჩრდილოეთ მხარეს ცხოვრობენ, რომელიც ძველი ციხე-სიმაგრეებით, საშინელი წვიმით, სიცივით და საცოდავი ყოფით გამოირჩევა.[2] ტურნე Iron Maiden-თანMy Dying Bride იყო ჯგუფი, რომელმაც Iron Maiden-ის 1995 წლის მსოფლიო ტურნე გახსნა. აარონის თქმით, მას სტივ ჰარისმა დაურეკა და პირადად მოიწვია ტურნეზე. ასევე უთხრა, რომ მისი აზრით „The Angel and the Dark River“ მკვლელი ალბომია.[3] Live At Dynamoალბომის მეორე მხარეს შესულია ოთხი ჩანაწერი კრაკოვში გამართული კონცერტიდან. ენდრიუ კრეიგანის თქმით, ეს კონცერტი გაკვეთილი იყო მათთვის, რადგან მანამდე 6 თვე ცოცხლად არ ჰქონდათ დაკრული და მოულოდნელად 3500 კაცის წინაშე მოუწიათ დაკვრა. ამის შემდეგ ისინი მიხვდნენ „გასახურებელი“ კონცერტების საჭიროებას.[4] ფაქტები ალბომის სიმღერებზე
სიმღერების სია
Live at the Dynamo
პერსონალი
სქოლიო
|