შინაარსზე გადასვლა

The Voice (აშშ)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The Voice
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჟანრი რეალითი შოუ
ავტორი ჯონ დე მოლი
რეჟისორი ალან კარტერი [1]
წამყვანი კერსონ დეილი
ალისონ ჰეისლიპი (2011)
კრისტინა მილიანი (2012–13)
ჟიური კრისტინა აგილერა (2011-13, 2015-16)
ადამ ლევინი (2011-2019)
ბლეიკ შელტონი
სი ლოუ გრინი (2011–13)
შაკირა (2013-14)
აშერი (2013-14)
გვენ სტეფანი (2014-15,2017,2019-)
ფარელ უილიამსი (2014-16)
მაილი საირუსი (2016-17)
ალიშა კისი (2016-18)
ჯენიფერ ჰადსონი (2017-18)
კელი კლარკსონი (2018-)
ჯონ ლეჯენდი (2019-)
ნიკ ჯონასი (2020)
კომპოზიტორ(ებ)ი მარტინ შიმერი
ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
სეზონი 19
ეპიზოდი 466
ეთერი
ორიგინალური არხი NBC
ეთერში 26 აპრილი, 2011 — დღემდე
რესურსები ინტერნეტში

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

The Voice — ამერიკული ვოკალისტების რეალითი შოუ, რომელიც NBC-ზე გადის. ის ეფუძნება ჰოლანდიის The Voice-ს, რომელის მიზანია იპოვოს ახალი ნიჭიერი (სოლო ან დუეტი) შემსრულებლები 15 წლიდან ზევით[2] ქასთინგის საშუალებით. გამარჯვებული ვლინდება ტელემაყურებლის ხმის მიცემით ტელეფონის, ინტერნეტის, SMS ტექსტის და iTunes Store-ის მეშვეობით. გამარჯვებული იღებს 100,000 აშშ დოლარს და შოუში გამრჯვებისთვის Universal Music Group-ში უწერენ ალბომს. ამერიკის The Voice-ს ამდროისთვის 19 გამარჯვებული ჰყავს: ხავიერ კოლონი, ჯერმეინ პოლი, კასადე პოპი, დანიელა ბრედბერი, ტესეან ჩინი, ჯოშ კაუფმენი, კრეიგ უეინ ბოიდი, სოიერ ფრედერიკსი, ჯორდან სმიტი, ალისენ პორტერი, სანდენს ჰედი, ქრის ბლუ, ქლოია კოჰანსკი, ბრაინ კარტელი, ჩეველ შეპარდი, მაელაინ ჯარმონი, ჯეიკ ჰუტი, ტოდ ტლაიგმენი და კარტერ რუბინი.

The Voice გამოვიდა 2011 წლის 26 აპრილს. შოუ გახდა NBC-ის ჰიტი, რომელიც მოგვიანებით გაუმჯობესდა, როდესაც 2012 წლის 10 სექტემბერს მესამე სეზონი გამოვიდა. შოუს აქვს მწვრთნელების პანელი, რომელიც აფასებს მომღერლის გამოსვლას. ყველა მწვრთნელი ხელმძღვანელობს თავის გუნდს, რომელშიც მისივე არჩეული მომღერლები შედიან. ისინი ცდილობენ გახდნენ გამარჯვებული მომღერლის მწვრთნელი. პანელის ორიგინალურ მწვრთნელებში შედიოდნენ კრისტინა აგილერა, სი ლოუ გრინი, ადამ ლევინი და ბლეიკ შელტონი. ამჟამინდელ მწვრთნელებში შედიან შელტონი, ნიკ ჯონასი , კელი კლარკსონი და ჯონ ლეჯენდი. სხვა მწვრთნელები წინა სეზონებიდან იყვნენ შაკირა, აშერი, ფარელ უილიამსი, გვენ სტეფანი, მაილი საირუსი, ალიშა კისი და ჯენიფერ ჰადსონი. მეთხუტმეტე სეზონში კელსეა ბალერინი გახდა "დაბრუნების რაუნდისთვის" მეხუთე მწვრთნელი. მეთექვსმეტე სეზონში ბალერინი ბებე რექსჰამ ჩაანაცვლა.

კონცეფცია

ჰოლანდიის The Voice-ის ადაპტაციის მიხედვით, NBC-მ 2010 წლის დეკემბერში დააანონსნა, რომ შოუს სახელი The Voice of America იქნებოდა, თუმცა მოგვიანებით მან სახელი შეამოკლა The Voice-ით.[3] ყველა სეზონში გამარჯვებული იღებს $100,000-ს და Universal Republic Records-ში (1 და 2 სეზონებში) და Universal Music Group-ში (მესამე სეზონი–) ალბომს უწერენ.

არჩევის პროცესი და ფორმატი

ყველა სეზონი იწყება „ბრმა ქასთინგით“, სადაც მწვრთნელები ირჩევენ მომღერლებს თავიანთი გუნდებისთვის (პირველ სეზონში 8; მეორე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე, მეცამეტე, მეთოთხმეტე, მეთხუტმეტე, მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე სეზონებში 12; მესამე სეზონში 16; მეთვრამეტე სეზონიდან 10;), რომლებსაც ისინი მთელი სეზონის განმავლობაში მენტორობას გაუწევენ. მწვრთნელების სავარძლები მოქცეულია ზურგით მომღერლებისკენ, სანამ ისინი შესრულებას დაასრულებენ. თუ მწვრთნელი ღილაკს დააჭერს, ეს იმის მანიშნებელია, რომ ის ირჩევს კონკურსანტს. როდესაც მომღერალი თავის გამოსვლას დაასრულებს, იმ შემთხვევაში თუ მას ერთი მწვრთნელი შემოუტრიალდა ის ავტომატურად მის გუნდში ხვდება, მაგრამ თუ მას ერთზე მეტი შემოუტრიალდა, მას შეუძლია თავად აირჩიოს სასურველი მწვრთნელი.[4] მეთოხმეტე სეზონში ბრმა კასტინგებს დაემატა "ბლოკირება", სადაც ერთი მწვრთნელი მეორეს ბლოკავს, რომ მეორემ არ მიიღოს კონკურსანტი.

„რინგზე“ ყველა მწვრთნელი თავისი გუნდის ორ კუნკურსანტს აწყვილებს და ერთ-ერთი მათგანი მწვრთნელის გადაწყვეტილებით შემდეგ ტურში გადადის. თითოეულ სეზონში მწვრთნელს ეხმარება ცნობილი მენოტორი, რომელიც ყველა სეზონში სხვადასხვაა. „რინგს“ ახალი ელემენტი მესამე სეზონში დაემატა; მწვრთნელებს მიეცათ 2 „მოტაცება“ საშუალება, რაც მათ ანიჭებს იმის უფლებას, რომ კონკურსანტი, რომელიც სხვა გუნდიდან გამოეთიშა, თავის გუნდში წაიყვანოს.

ნოკაუტ რაუნდებიც მესამე სეზონში დაემატა და ყველა სეზონში გამოჩნდა, თუ არ ჩავთვლით მეექვსე და მეთექვსმეტე სეზონებს. თითოეული გუნდიდან წყვილდება 2 მომღერალი, რომელებიც ინდივიდუალურად ასრულებენ თავიანთ სიმღერებს. კონკურსანტები მათი გამოსვლიდან რამდენიმე წუთით ადრე იგებენ თუ ვინ იქნებიან მათი მეტოქეები. ამ ტურში ისნი თავად ირჩევენ სიმღერას, თუმცა მათ მენოტრობას ისევ თავიანთი მწვრთნელები უწევენ. შესრულების დამთავრების შემდეგ მწვრთნელი თავად წყვეტს ვინ გადავა შემდეგ ტურში[4]. მეხუთე სეზონიდან ისევე, როგორც რინგზე, მწვრთნელებს საშუალება ეძლევათ „მოიტაცონ“ ერთი მომღერალი, რომელიც სხვა გუნდიდან გამოეთიშა. მეთოთხმეტე სეზონიდან თითო მწვრთნელს შეუძლია გადაარჩინოს ერთი კონკურსანტი თავისი გუნდიდან, რომელიც დამარცხდა. მეთვრამეტე სეზონიდან გადარჩენილი კონკურსანტები იღებენ მონაწილეობას "ოთხი გზის ნოკაუტში", სადაც გამარჯვებულს ხალხი გამოავლენს.

მეექვსე სეზონში ნოკაუტ რაუნდი „რინგის მეორე რაუნდმა“ ჩაანაცვლა[4]. ნოკაუტ რაუნდების მსგავსად, თითოეული კონკურსანტი დაწყვილდება თავისი გუნდის წევრთან. ერთი ცნობილი მრჩეველი ოთხივე მწვრთნელს დაეხმარება თავისი გუნდის მომზადებაში. მწვრთნელები რინგის წყვილს მისცემენ სიმღერების სიას და კონკურსანტები და მწვრთნელები ერთად გადაწყვეტენ რომელ სიმღერას იმღერებენ[5]. თითოეული მწვრთნელი გადაწყვეტს თუ რომელი კონკურსანტი გადავა შემდეგ ტურში. მათ აგრეთვე ეძლევათ ერთი „მოტაცების“ საშუალება.

მეთქვსმეტე სეზონში ნოკაუტ რაუნდი "ლაივ ქროს რინგებმა" ჩაანაცვლა, რომელიც იყო "ქროს რინგების" მსგავსი, რომელიც გამოჩნდა The Voice-ის ჩინურ ვერსიაში. თითო მწვრთნელი არჩევს კონკურსანტს, რომ შეასრულოს კონკურსანტთან, რომელიც სხვა მწვრთნელის გუნდიდანაა. კონკურსანტი, რომელსაც ხალხი თავიანთ რჩეულად ირჩევს, გადადის "ფლეიოფებში". ხოლო დამარცხებული ან გამოეთიშება, ან გადავა "დაბრუნების რაუნდში". "ლაივ ქროს რინგები" მეჩვიდმეტე სეზონში აღარ დაბრუნებულა, რადგან არაპოპულარული გამოდგა "ნოკაუტ რაუნდთან" შედარებით.

კონკურსანტებს, რომლებიც ადრე გამოეთიშნენ, ასევე აქვთ საშუალება, რათა ლაივ შოუებში მიიღონ მონაწილეობა. მეცხრედან მეცამეტე სეზონამდე (თუ არ ჩავთვლით მეთერთმეტე სეზონს), თითო მწვრთნელი გადაარჩენდა ერთ კონკურსანტს (არა რინგებიდან და ნოკაუტებიდან), რომ მოხვედრილიყვნენ ლაივ ფლეიოფებში. მეთხუტმეტე და მეთექვსმეტე სეზონებში არჩეული კონკურსანტები გადადიოდნენ "დაბრუნების რაუნდში" (რომელსაც მეხუთე მწვრთნელი ხელმძღვანელობს) და მონაწილეობდნენ დუელების სერიაში, რათა მიეღოთ ლაივ შოუებში მონაწილეობა. გამარჯვებულს უფლება ჰქონდა, რომელიმე მწვრთნელის გუნდში გადასულიყო. Script error: No such module "Multiple image". შოუს საბოლოო ეტაპი „ლაივ შოუებია“, სადაც მომღერალი ყოველ კვირა მაყურებლის ეთერში წარდგება. კონკურსანტი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს გამარჯვებული ხდება. მწვრთნელებს აქვთ უფლება გადაარჩინონ ერთი მომღერალი, რომელმაც ვერ მიიღო საკმარისი ხმა შემდეგ ლაივ შოუზე გადასასვლელად. მეორე სეზონიდან კონკურსანტებს შანსი ეძლევათ შეასრულონ ერთი დამატებითი სიმღერა, რომლითაც მწვრთნელების "გულს მოიგებენ". პირველ და მეორე სეზონში თითოეული გუნდიდან ფინალში ერთი მომღერალი გადადიოდა. თუმცა მესამე სეზონიდან წესები შეიცვალა; კონკურსანტი, რომელიც ხმების ყველაზე დაბალ რაოდენობას მიიღებს, პროექტს ეთიშება. ფინალში სამი კონკურსანტი გადის, რომელთაგანც შესაძლებელია ყველა მათგანი ერთი გუნდიდან იყოს.[6] მეშვიდე სეზონიდან კვლავ ოთხი კონკურსანტი გადადიოდა ფინალში (მართალია, თითო გუნდიდან თითო კონკურსანტი აღარ გადადიოდა ფინალში, მაგრამ ასეთი შემთხვევები მოხდა მეათე და მეჩვიდმეტე სეზონებში). მეთვრამეტე სეზონიდან ფინალში ხუთი კონკურსანტი გადადის. ერთ მწვრთნელს, შესაძლოა, დანარჩენებზე ერთ-ით მეტი ფინალისტი ჰყავდეს.

მწვრთნელები და წამყვანები

Script error: No such module "Multiple image". Gnarls Barkley-ის წევრი, სი ლოუ გრინი და Maroon 5-ის სოლისტი, ადამ ლევინი 2011 წლის თებერვალში[7] მწვრთნელებად დასახლედნენ, ხოლო ამავე წლის მარტში მათ კრისტინა აგილერა[8] და ბლეიკ შელტონი შეუერთდნენ[9]. აიგლერა და გრინი მეოთხე სეზონში აღარ დაბრუნდნენ და ისინი შაკირამ და აშერმა ჩაანაცვლეს, როგორც შემცვლელმა მწვრთნელებმა[10]. მეხუთე სეზონში აგილერა და გრინი კვლვ დაბრუნდნენ, ხოლო შაკირამ და აშერმა მეექსვსე სეზონში ისინი კვლავ ჩაანაცვლეს.[11][12] 2014 წლის თებერვალში, ელენ დეჯენერესთან ინტერვიუში, გრინმა განაცხადა, რომ ის აღარ დაბრუნდებოდა The Voice-ში.[13] 2014 წლის 31 მარტს დაანონსდა, რომ ფარელ უილიამსი გახდებოდა გრინის ჩამნაცველებელი.[14] 2014 წლის 19 აპრილს დაანონსდა, რომ აგილერას ორსულობის გამო მას მეშვიდე სეზონში No Doubt-ის სოლისტი, გვენ სტეფანი შეცვლიდა[15]. 2014 წლის 20 მაისს შაკირამ და აშერმა განაცხადეს, რომ მეექსვსე სეზონის შემდეგ, ისინი მიხედავენ თავიანთ კარიერას. თუმცა არ გამორიცხავენ იმას, რომ The Voice-ში დაბრუნდებიან.[16] 2014 წლის 14 ოქტომბერს NBC-მ ოფიციალურად დააანონსა, რომ მერვე სეზონში მწვრთნელების პანელს კრისტინა აგილერა დაუბრუნდებოდა.[17] მეცხრე სეზონში აგილერა სტეფანმა შეცვალა. მეათე სეზონში აგილერა დაბრუნდა. მეათე სეზონის შემდეგ აგილერამ და უილიამსმა შოუ დატოვეს. 2016 წლის 25 მარტს მაილი საირუსმა განაცხადა, რომ მეათე სეზონის შემდეგ (რომელშიც ის მრჩეველი იყო), ის გახდებოდა The Voice-ის მწვრთნელი და ჩაანაცვლებდა აგილერას. იმავე დღეს ალიშა კისმა განაცხადა, რომ მეთერთმეტე სეზონში ისიც გახდებოდა მწვრთნელი. 2016 წლის 18 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მეთორმეტე სეზონში საირუსს სტეფანი ჩაანაცვლებდა, ხოლო საირუსი მეცამეტე სეზონში დაბრუნდებოდა. 2017 წლის 27 აპრილს, ინტერვიუში, რომელიც TV Insider-მა გამოაქვეყნა, კისმა განაცხადა, რომ მეთორმეტე სეზონის შემდეგ The Voice-ს დატოვებდა. მან თქვა: "ვინ იცის, რა მოხდება მომავალში, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს ჩემი უკანასკნელი სეზონია". 2017 წლის 10 მაისს ცნობილი გახდა, რომ კისს ჯენიფერ ჰადსონი ჩაანაცვლებდა. მომდევნო დღეს კი ისიც გახდა ცნობილი, რომ მეთოთხმეტე სეზონში ჰადსონს კელი კლარკსონი ჩაანაცვლებდა. 2017 წლის 18 ოქტომბერს NBC-იმ განაცხადა, რომ კისი, თავისი განცხადების მიუხედავად, მეთოთხმეტე სეზონში დაბრუნდებოდა. 2018 წლის 10 მაისს ცნობილი გახდა, რომ მეთხუტმეტე სეზონში კისს კვლავ ჰადსონი ჩაანაცვლებდა. იმავე სეზონში კელსეა ბალერინი გახდა "დაბრუნების რაუნდის" მწვრთნელი. 2018 წლის 13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ჰადსონს მეთექვსმეტე სეზონში ჯონ ლეჯენდი ჩაანაცვლებდა. 2019 წლის 25 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ბებე რექსჰა მეთექვსმეტე სეზონში "დაბრუნების რაუნდის" მწვრთნელი გახდებოდა. 2019 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ მეჩვიდმეტე სეზონში ყველა მწვრთნელი დაბრუნდებოდა. თუმცა ერთი თვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ლევინმა The Voice დატოვა; მალე ისიც გახდა ცნობილი, რომ ლევინს სტეფანი ჩაანაცვლებდა. 2019 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ მეთვრამეტე სეზონში სტეფანს ნიკ ჯონასი ჩაანაცვლებდა. 2020 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ მეცხრამეტე სეზონში ჯონასს სტეფანი ჩაანაცვლებდა. იმავე წლის ნოემბერში კი ცნობილი გახდა, რომ მეოცე სეზონში სტეფანს კვლავ ჯონასი ჩაანაცვლებს.

კერსონ დეილი შოუს პირველივე სეზონიდან მისი წამყვანია[18]. ალისონ ჰეისლიპი იყო წამყვანი კულისებს მიღმა და ონლიან და სოციალური მედიის კორესპონდენტი[19], რომელიც შემდგომში კრისიტნა მილიანმა ჩაანაცვლა. მილიანი აღარ დაბრუნებულა მეხუთე სეზონში, რადგან იგი Dancing with the Stars-ის მე-17 სეზონის წამყავი გახდა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ სოციალური მედიის კორესპონდენტობაც დეილს ევალებოდა.

მწვრთნელების ქრონოლოგია

მწვრთნელი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
ბლეიკ შელტონი
ადამ ლევინი
კრისტინა აგილერა
სი ლოუ გრინი
შაკირა
აშერი
გვენ სტეფანი
ფარელ უილიამსი
მაილი საირუსი
ალიშა კისი
ჯენიფერ ჰადსონი
კელი კლარკსონი
ჯონ ლეჯენდი
ნიკ ჯონასი

მწვრთნელების მრჩეველები

სეზონი ადამ ლევინი სი ლოუ გრინი კრისტინა აგილერა ბლეიკ შელტონი სქოლიო
1 ადამ ბლექსტონი მონიკა სია ფურლერი რება მენტირი [20]
2 ალანის მორისეტი
რობინ თიკი
Babyface
Ne-Yo
Jewel
ლაიონელ რიჩი
კელი კლარკსონი
მირანდა ლამბერტი
[21]
3 მერი ჯეი ბლაიჯი რობ თომასი
ჯენიფერ ჰადსონი1
ბილ ვითერსი2
პატ მონაჰანი3
ბილი ჯო არმსტრონგი
რონ ფეირი1
მაიკლ ბუბლეი
სკოტ ჰენდრიკსი1
[22]
[23]
[24]
4 ჰილარი სკოტი4 შაკირა აშერი შერილ კროუ4 [25]
[26]
[27]
[28]
ჯოელ მადენი
სი ლოუ გრინი4
ფარელ უილიამსი4
აკომონ ჯონსი5
ტეილორ სვიფტი6
5 რაიან ტედერი სი ლოუ გრინი კრისტინა აგილერა შერი [29]
[30]
მიგელი ედ შირანი
ჯერი სლოუტერი7
6 ალოე ბლეკი
კრის მარტინი8
გრემ ნეში9
ჯეიმზ ვალენტაინი10
შაკირა აშერი The Band Perry
კრის მარტინი8
სკოტ ჰენდრიკსი9
გვენ სებასტიანი10
[31]
[32]
[33]
[34]
[35]
მირანდა ლამბერტი
კრის მარტინი8
busbee9
ჯილ სკოტი
კრის მარტინი8
Natural9
7 სტივი ნიქსი
ტეილორ სვიფტი
პეტრიკ სტამპი
გვენ სტეფანი ფარელ უილიამსი Little Big Town
ტეილორ სვიფტი
კოლბი კელეიტი
[36]
[37]
[38]
[39]
[40]
გევინ როსდეილი
ტეილორ სვიფტი
კრისტინა აგილერა
ალიშა კისი
ტეილორ სვიფტი
დაიანა როსი
8 ელი გოლდინგი
ნეიტ რუესი
რიბა მაკინტაირი
დევიდ ალან სტიუარტი
აშერი
ფარელ უილიამსი კრისტინა აგილერა მეგან ტრეინორი
ნეიტ რუესი
რიბა მაკინტაირი
სკოტ ჰენდრიკსი
სი ლოუ გრინი
[41]
[42]
[43]
[44]
[45]
ლაიონელ რიჩი
ნეიტ რუესი
რიბა მაკინტაირი
რაიან ტედერი
გვენ სტეფანი
ნიკ ჯონასი
ნეიტ რუესი
რიბა მაკინტაირი
მარკ რონსონი
გვენ სტეფანი

სერიების მიმოხილვა

სეზონი პრემიერა ფინალი გამარჯვებული მეორე ადგილოსანი მესამე ადგილოსანი მეოთხე ადგილოსანი მეხუთე ადგილოსანი გამარჯვებული მწვრთნელი წამყვენბი მწვრთნელები
1 26 აპრილი, 2011 29 ივნისი, 2011 ხავიერ კოლონი დია ფრამფტონი ვიკი მარტინეზი ბევერლი კლელანი ქსენია ადამ ლევინი კერსონ დეილი ალისონ ჰეისლიპი ადამი სი ლოუ კრისტინა ბლეიკი
2 5 თებერვალი, 2012 8 მაისი, 2012 ჯერმეინ პოლი ჯულიეტ სიმსი ტონი ლუკა ქრის მენი კატრინა პარკერი ბლეიკ შელტონი კრისტინა მილიანი
3 10 სექტემბერი, 2012 18 დეკემბერი, 2012 კასადე პოპი ტერი დერმოტი ნიკოლას დევიდი ტრევინ ჰანთი ამანდა ბრაუნი
4 25 მარტი, 2013 18 ივნისი, 2013 დანიელა ბრედბერი მიშელ ჩამუელი The Swon Brothers
ზაჩ და კოლტონ სვონი
საშა ოლენი ემბერ კერინგტონი შაკირა აშერი
5 23 სექტემბერი, 2013 17 დეკემბერი, 2013 ტესეან ჩინი ჯექი ლი ვილ ჩამპლინი კოულ ვოსბური ჯეიმზ ვოლპერტი ადამ ლევინი კერსონ დეილი სი ლოუ კრისტინა
6 24 თებერვალი, 2014 20 მაისი, 2014 ჯოშ კაუფმენი ჯეიკ ვორთინგტონი კრისტინა გრიმი კრისტენ მერლინი კეტ პერკინსი აშერი შაკირა აშერი
7 22 სექტემბერი, 2014 16 დეკემბერი, 2014 კრეიგ უეინ ბოიდი მეტ მეკენდრიუ კრის ჯემისონი დემიენ ლოვსონი ტეილორ ჯონ უილიამსი ბლეიკ შელტონი გვენი ფარელი
8 23 თებერვალი, 2015 19 მაისი, 2015 სოიერ ფრედერიკსი მეგან ლინსი ჯოშუა დეივისი კორინ ჰევთორნი ინდია კერნი ფარელ უილიამსი ფარელი კრისტინა
9 21 სექტემბერი, 2015 15 დეკემბერი, 2015 ჯორდან სმიტი ემილი ენ რობერტსი ბარეტ ბეიბერი ჯეფრი ოსტინი მედი დეივისი ადამ ლევინი გვენი ფარელი
10 29 თებერვალი, 2016 24 მაისი, 2016 ალისენ პორტერი ადამ ვეიკფილდი ჰანა ჰასტონი ლაიტ ალ-საადი ბრაიან ბაუტისტა კრისტინა აგილერა ფარელი კრისტინა
11 19 სექტემბერი, 2016 13 დეკემბერი, 2016 სანდენს ჰედი ბილი გილმანი ვე მაკდონალდი ჯოშ გალაგერი ოლი კელდუელი ბლეიკ შელტონი მაილი ალიშა
12 27 თებერვალი, 2017 23 მაისი, 2017 ქრის ბლუ ლორენ დასკი ალიაჰ მოულდენი ჯესი ლარსონი ბრენლი ბრაუნი ალიშა კისი გვენი
13 25 სექტემბერი, 2017 19 დეკემბერი, 2017 ქლოია კოჰანსკი ადისონ აგენი ბრუკ სიმპსონი რედ ბერლოუ ადამ კუნინგემი ბლეიკ შელტონი მაილი ჯ-ჰადი
14 26 თებერვალი, 2018 22 მაისი, 2018 ბრაინ კარტელი ბრიტონ ბიუკენენი კაილა ჯეიდი სპენშა ბეიკერი პრაიორ ბეირდი კელი კლარკსონი ალიშა კელი
15 24 სექტემბერი, 2018 18 დეკემბერი, 2018 ჩეველ შეპარდი ქრის კროეზი კირკ ჯეი კენედი ჰოლმსი რეგან სტრეინჯი კელი ჯ-ჰადი
16 25 თებერვალი, 2019 21 მაისი, 2019 მაელაინ ჯარმონი გაით რიგდონი დექსტერ რობერტსი ენდრიუ სევენერი შოუნ საუნდსი ჯონ ლეჯენდი ჯონი კელი
17 23 სექტემბერი, 2019 17 დეკემბერი, 2019 ჯეიკ ჰუტი რიკი დურანი კეიტი კადანი როუზ შორტი კეტ ჰემოკი კელი კლარკსონი კელი გვენი ჯონი
18 24 თებერვალი, 2020 19 მაისი, 2020 ტოდ ტლაიგმენი ტონიეშა ჰარისი ზანდერსტორმ არტისი კემუესი მიკა აივერსონი ბლეიკ შელტონი ნიკი
19 19 ოქტომბერი, 2020 15 დეკემბერი, 2020 კარტერ რუბინი ჯიმ რეინჯერი იან ფლანიგანი დესიზი ჯონ ჰოლიდეი გვენ სტეფანი გვენი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. About 'The Voice'. NBC. ციტირების თარიღი: June 8, 2013.
  2. How to Audition for "The Voice". NBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 15, 2013. ციტირების თარიღი: May 17, 2013.
  3. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  4. 4.0 4.1 4.2 The Voice – All Bios – Newest. NBC. ციტირების თარიღი: April 11, 2013.
  5. Twitter / NBCTheVoice: #BattlesRound2 Fun Fact: Coaches. Twitter.com (2014-03-27). ციტირების თარიღი: 2014-08-02.
  6. Zeba Blay. (May 13, 2012) 'The Voice' adds spinning chairs to battle rounds – The Voice News – Reality TV. Digital Spy. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 23, 2013. ციტირების თარიღი: November 1, 2012.
  7. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  8. Hibberd, James. (March 2, 2011) Official: Christina Aguilera joins NBC's 'The Voice'. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 14, 2013. ციტირების თარიღი: April 2, 2011.
  9. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  10. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  11. Gil Kaufmann. (May 14, 2013) Christina Aguilera Returning To 'The Voice,' Cee Lo Green Near Deal. MTV News. Viacom. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 24, 2013. ციტირების თარიღი: May 15, 2013.
  12. James Hibberd. (May 16, 2013) 'The Voice': Shakira, Usher, Cee Lo ALL coming back. Entertainment Weekly. Time Inc.. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 16, 2014. ციტირების თარიღი: May 18, 2013.
  13. Cee Lo Green: I'm Not Returning to 'The Voice' (Video)
  14. Bibel, Sara. Pharrell Williams Named Coach for Season 7 of 'The Voice'. Zap2it. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 3, 2014. ციტირების თარიღი: March 31, 2014.
  15. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  16. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  17. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  18. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  19. NBC Names Alison Haislip, G4's "Attack of the Show!", As Backstage Online and Social Media Correspondent for New Musical Competition Series "The Voice". The Futon Critic (March 28, 2011). ციტირების თარიღი: April 2, 2011.
  20. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  21. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  22. Kimberly Nordyke. (July 27, 2012) Green Day's Billie Joe Armstrong to Mentor on 'The Voice'. Billboard. ციტირების თარიღი: November 1, 2012.
  23. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  24. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  25. Bueno, Antoinette. The 'Voice' Mentors Prepare for Battle. ET Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 6 June 2013.
  26. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  27. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  28. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  29. The Voice. Facebook. ციტირების თარიღი: 2014-08-02.
  30. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  31. The Voice: Shakira Bringing On Miranda Lambert To Advise Her Contestants. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-23. ციტირების თარიღი: 2014-10-24.
  32. The Voice: Blake Shelton Taps The Band Perry as Season 6 Advisors
  33. 'The Voice': Jill Scott Joins Team Usher as Guest Mentor!
  34. Twitter / NBCTheVoice: Drumroll please...@adamlevine's. Twitter.com (2014-02-10). ციტირების თარიღი: 2014-08-02.
  35. 'Voice' brings Chris Martin aboard via Snapchat reveal
  36. Stevie Nicks Joins ‘The Voice’ as Season 7 Advisor for Adam Levine’s Team : Trending News. Fashion Times (2014-07-09). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-15. ციტირების თარიღი: 2014-08-02.
  37. Parker, Lyndsey. (2014-07-11) Exclusive! Gavin Rossdale to Mentor Team Gwen on 'The Voice' | Reality Rocks - Yahoo Music. Music.yahoo.com. ციტირების თარიღი: 2014-08-02.
  38. The Voice Scoop: Pharrell Williams Taps Alicia Keys as Season 7 Adviser. E! Online. ციტირების თარიღი: 2014-08-02.
  39. Corriston, Michele. Little Big Town Joins The Voice as Blake Shelton's Adviser (PHOTO) - Little Big Town, The Voice, TV News, Blake Shelton. People.com. ციტირების თარიღი: 2014-08-02.
  40. http://www.accesshollywood.com/taylor-swift-joins-the-voice-as-season-7-adviser_article_98181
  41. ‘The Voice’ Season 8 Mentors Revealed: Nick Jonas, Meghan Trainor & More. Hollywood Life (2015-01-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-18. ციტირების თარიღი: 2015-04-22.
  42. Breaking: Nate Ruess Of Fun To Join “The Voice” As A Key Adviser (2015-03-16).
  43. SHERROW, Rita. TVtype: Oklahoma's Reba McEntire set to advise 'The Voice' Top 12.
  44. Gallo, Phil. Mark Ronson & Ryan Tedder to Advise 'The Voice' Singers.
  45. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Gallo, Phil. .

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Script error: No such module "Authority control".

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=The_Voice_(აშშ)&oldid=173562“-დან