The Who
The Who | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ჯგუფი 1975 წელს. მარცხნიდან მარჯვნივ: როჯერ დოლტრი (ვოკალი), ჯონ ენტუისლი (ბას-გიტარა), კით მუნი (დასარტყმელი საკრავები), პიტ ტაუნსენდი (წამყვანი გიტარა) | |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც | The Detours, The High Numbers |
დაბ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
წარმოშობა | ლონდონი, ინგლისი |
გარდ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრ(ებ)ი | |
აქტიური |
1964–1983, 1989, 1996–დღემდე (დროებითი გაერთიანებები: 1985, 1988, 1990, 1991, 1994) |
ლეიბლ(ებ)ი | |
წევრები | |
ყოფილი წევრები | |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
The Who — ინგლისური როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1964 წელს. მისი კლასიკური შემადგენლობის წევრები იყვნენ ვოკალისტი როჯერ დოლტრი, გიტარისტი და ვოკალისტი პიტ ტაუნსენდი, ბას-გიტარისტი ჯონ ენტუისლი და დრამერი კით მუნი. The Who ივთვლება XX საუკუნის ერთ-ერთ გავლენიან ჯგუფად, მსოფლიო მასშტაბით 100 მილიონზე მეტი გაყიდული დისკით და ცნობილია საკონცერტო გამოსვლებით და სტუდიური ნამუშევრებით
The Who წარმოიშვა The Detours-ისგან, იქცა პოპ-არტის და მოდების სიმბოლოდ და სკანდალური რეპუტაცია შეიძინა სცენაზე ინსტრუმენტების მტვრევით. მათი პირველი სინგლი, „I Can't Explain“ მოხვდა ბრიტანეთის საუკეთესო ათეულში, რასაც მოჰყვა არანაკლებ წარმატებული „My Generation“, „Substitute“ და „Happy Jack“. 1967 წელს კოლექტივი გამოვიდა მონტერეის პოპ-ფესტივალზე და, აქტიური ტურნეების პარალელურად, გამოსცა შემდგომში აშშ-ის ათეულში მოხვედრილი „I Can See for Miles“. მათი მეოთხე ალბომი, 1969 წლის როკ-ოპერა Tommy, რომელშიც შედის სინგლი „Pinball Wizard“, სარგებლოდა კომერციული და კრიტიკოსთა შორის წარმატებით. ვუდსტოკის და უაიტის კუნძულის ფესტივალებზე გამოსვლით, ისევე, როგორც საკონცერტო ალბომით Live at Leeds, გამყარდა The Who-ს, როგორც პატივსაცემი როკ-ჯგუფის სახელი. წარმატებას მოჰყვა შემოქმედებითი სირთულეებიც. ჯგუფის სიმღერების ავტორი და კონცეპტუალისტი ტაუნსენდი ცდილობდა Tommy-ს ღირსეული გაგრძელების შექმნას. მან დაწერა Lifehouse, რომელიც დაუსრულებელი დარჩა, თუმცა Who's Next-ში, ჰიტური სინგლით „Won't Get Fooled Again“, შევიდა გამოუყენებელი სიმღერების ნაწილი. 1973 წელს ჯგუფმა გამოუშვა ახალი როკ-ოპერა, Quadrophenia, ხოლო 1975 წელს - Tommy-ს კინოვერსია. ფართო მსმენელის წინაშე კონცერტების გამართვის შემდეგ The Who-მ 1976 წელს აქტიური გამოსვლები შეწყვიტა. Who Are You 1978 წელს გამოიცა, მაგრამ ჯგუფის შეარყია მუნის გარდაცვალებამ.
კით მუნს კენი ჯოუნსი ჩაენაცვლა და The Who-მ განაახლა როგორც ალბომების ჩაწერა, ასევე კონცერტები. Quadrophenia-ს კინოადაპტირების და დოკუმენტური ფილმის „ბავშვები კარგად არიან“ შემდეგ ტაუნსენდი დაიღალა და ჯგუფი 1982 წელს დაიშალა. იგი დროდადრო კვლავ იკრიბებოდა, მაგალითად - 1985 წელს, Live Aid-ზე, 1989 წელს - 25 წლიანი იუბილეს აღსანიშნავად და 1996-1997 წლებში - Quadrophenia-ს იუბილესთვის. 1999 წელს მათ განაახლეს კონცერტების ტრადიცია, დრამერ ზაკ სტარკისთან ერთად. 2002 წელს ენტუისლი გარდაიცვალა და ახალ ალბომზე მუშაობა გადაიდო. ტაუნსენდმა და დოლტრიმ კვლავ განაგრძეს ჯგუფის სახელით გამოსვლა და 2006 წელს საბოლოოდ გამოუშვეს Endless Wire, რომელსაც სხვა სტუდიური ალბომი აღარ მოჰყოლია. თუმცა, მათ კვლავ განაგრძეს ტურნეების ჩატარება.
The Who-ს ძირითადი წვლილი როკ-მუსიკაში წარმოადგენს Marshall-ის ფირმის ტექნიკის კომბინირება, მძლავრი ხმოვანი სისტემენო. სინთეზატორის გამოყენება, ენტუისლის და მუნის შესრულების სტილები, ტაუნსენდის ფიდბეკის ეფექტები და მძლავრი აკორდების ტექნიკა და როკ-ოპერის ჟანრის ჩამოყალიბება. აღიარებულია, რომ მათ გავლენა მოახდინეს მძიმე და პანკ-როკზე, ისევე, როგორც მოდ-ჯგუფებზე. მათი სიმღერები კვლავ ფართოდ აღიარებულია.
ისტორია
წარმოშობა
The Who-ს დამაარსებლები, როჯერ დოლტრი, პიტ ტაუნსენდი და ჯონ ენტუისლი გაიზარდნენ ეკტონში (ლონდონი) და დადიოდნენ ადგილობრივ სკოლაში.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ტაუნსენდის მამა, კლიფი, საქსოფონზე უკრავდა, ხოლო დედა, ბეტი, მეორე მსოფლიო ომის დროს მღეროდა სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ორკესტრთან. ორივეს მხრიდან წახალისებით, ბიჭუნა დაინტერესდა როკ-ენ-როლით.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ტაუნსენდი და ენტუისლი დამეგობრდნენ ეკტონის სკოლაში და მოგვიანებით ჩამოაყალიბეს ტრადიციულ ჯაზზე ორიენტირებული ჯგუფი.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ენტუისლი აგრეთვე უკრავდა ვალტორნაზე მიდლსექსის სკოლის სიმფონიურ ორკესტრში. როკ-მუსიკა ორივე იტაცებდა. ტაუნსენდს განსაკუთრებით უყვარდა კლიფ რიჩარდის სადებიუტო სინგლი „Move It“.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ენტუისლი გიტარაზე დაკვრას ცდილობდა, მაგრამ დიდი თითების გამო ამას ვერ ახერხებდა და, დუეინ ედის დაკვრით შთაგონებულმა, გადაინაცვლა ბასზე. ვინაიდან საკრავს თავად ვერ ყიდულობდა, იგი სახლში საკუთარი ძალებით ააწყო.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ეკტონის შემდეგ ტაუნსენდი გადავიდა ილინგის ხელოვნების კოლეჯშიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, რაც, მისი თქმით, The Who-ს ისტორიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დოლტრი, ერთი კურსით უფროსი, ეკტონიდან შეპერდს-ბუშში გადავიდა, რომელიც უფრო მეტად მუშათა კლასის რაიონის სახელს ატარებდა. სკოლას ვერ მოერგო, შეუერთდა სხვადასხვა ბანდას და დაინტერესდა როკ-ენ-როლით.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted 15 წლის ასაკში იგი სკოლიდან გააგდეს და ბიჭუნამ დაიწყო მშენებლობაზე მუშაობა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted 1959 წელს მან ჩამოაყალიბა The Detours, რომელიც The Who-დ გარდაიქმნა. ჯგუფი პროფესიონალური კონცერტებით გამოდიოდა, როგორც კორპორატიულ, ასევე საქორწინო საღამოებზე. დოლტრი პასუხისმგებელი იყო ჯგუფის ფინანსური საქმიანობის მართვაზე, ისევე, როგორც მუსიკალურ მხარეზე.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ენტუისლი დოლტრიმ შემთხვევით გაიცნო, როდესაც მუსიკოსი მიათრევდა ბას-გიტარას და The Detours-ში მიიწვია.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted 1961 წელს ბასისტის შეთავაზებით, გიტარისტი ტაუნსენდი გახდაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, დოლტრი წამყვან გიტარაზე გადაერთო, ენტუისლი კვლავ ბასზე უკრავდა, ჰარი უილსონი დრამერი იყო, ხოლო კოლინ დოუსონი - წამყვანი ვოკალისტი. ისინი ასრულებდნენ The Shadows-ის და The Ventures-ის ინსტრუმენტულ მუსიკას, ისევე, როგორც პოპულარული მუსიკის სხვა ნიმუშებს და ტრადიციული ჯაზის კომპოზიციების ვერსიებს.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted დოლტრი ითვლებოდა ლიდერად და, როგორც ტაუნსენდი ამბობდა, „ყველაფერს საკუთარი სურვილის მიხედვით მართავდა.“Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted უილსონი 1962 წელს ჯგუფიდან წავიდა. მას დაგ სენდომი ჩაენაცვლა, თუმცა, იგი სხვა წევრებთან შედარებით უფროსი იყო, დაქორწინებული და უფრო დახვეწილი მუსიკოსი, რომელიც ნახევრად-პროფესიონალურად ორი წლის განმავლობაში გამოდიოდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დოუსონი ჯგუფიდან წავიდა დოლტრისთან ხშირი კამათის გამოLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. მას შემდეგ, რაც მას დროებით ჩაენაცვლა გები კონოლი, დოლტრი გადაერთო წამყვან ვოკალზე. ტაუნსენდი, ენტუისლის წახალისებით, ერთადერთი გიტარისტი გახდა. დედამისის დახმარებით, მათ მოიპოვეს კონტრაქტი ადგილობრივ პრომოუტერ რობერტ დრიუსთანLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, რომელიც მათ სხვადასხვა საღამოზე მხარდამჭერი ჯგუფის სახით წარადგენდა. The Detours-ზე გავლენა იქონიეს შემსრულებლებმა, რომლებთანაც თავად უკრავდნენ. მათ შორის იყვნენ მყვირალა ლორდ საჩი, Cliff Bennett and the Rebel Rousers, შეინ ფენტონი და ჯგუფი The Fentones და Johnny Kidd and the Pirates. The Detours განსაკუთრებით დაინტერესებული იყო უკანასკნელით, ვინაიდან მათაც მხოლოდ ერთი გიტარისტი, მიკ გრინი ჰყავდათ. მისი შთაგონებით ტაუნსენდმა საკუთარ სტილში გააერთიანა წამყვან და რიტმული გიტარები. ენტუისლის ბასიც წამყვან როლს ასრულებდაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, ვინაიდან მასზე მელოდიური ნაწილი სრულდებოდაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 1964 წელს ცნობილი გახდა, რომ არსებობდა ჯგუფი Johnny Devlin and the Detours, ამიტომ გადაწყდა სახელწოდების შეცვლა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ტაუნსენდი და მისი ოთახის მეზობელი რიჩარდ ბარნზი მთელი ღამის განმავლობაში არჩევდნენ ახალ სახელს, ითვალისწინებდნენ რა სახუმარო რეკლამების თემატიკას. სავარაუდო სახელწოდებებს შორის იყო „No One“ და „The Group“. ტაუნსენდს მოეწონა „The Hair“, მაგრამ „The Who“ ბარნზის არჩევანი იყო - მას „პოპ-მუსიკის შტამპი“ გააჩნდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სახელწოდება შემდეგ დღეს დოლტრისაც მოეწონა და იგი ერთხმად შეინარჩუნეს.
1964–1978
ადრეული კარიერა
იმ დროისთვის, როდესაც The Detours გახდა The Who, უკვე ატარებდა კონცერტებს და გამოდიოდა ისეთ ადგილებში, როგორიც იყო გრინფორდის Oldfield Hotel, ეკტონის White Hart Hotel, შეპერდს-ბუშის Goldhawk Social Club და ლესტერ სკვერზე მდებარე Notre Dame Hall.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მათი მენეჯერი დრიუსის ნაცვლად გახდა ჰელმუტ გორდენი, რომლის დახმარებით კრის პარმაინტერთან, Fontana Records-ში მოსმენის საშუალება მიიღეს.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted კრისს არ მოსწონდა დასარტყმელი საკრავების ჟღერადობა და, სენდომის თანახმად, ტაუნსენდი უმალვე დაუპირისპირდა და დაემუქრა, რომ გააგდება, თუ არ შეცვლიდა დაკვრის სტილს. ნაწყენმა სენდომმა კოლექტივი დატოვა, მაგრამ დათანხმდა, დასარტყმელი ინსტრუმენტები დაეტოვებინა ნებისმიერისთვის, ვინც მის ადგილს მომავალში დაიკავებდა. შემდეგი 14 წლის განმავლობაში სენდომს და ტაუნსენდს ერთმანეთთან არ უსაუბრიათ.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
აპრილში, Oldfield-ში გამართულ კონცერტზე, რომელზეც ჯგუფს სესიური დრამერი ეხმარებოდა, კოლექტივმა გაიცნო კით მუნი. იგი უემბლის რაიონში გაიზარდა და 1961 წლიდან სხვადასხვა ჯგუფში დასარტყმელი საკრავებზე უკრავდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მუნი აგრეთვე გამოდიოდა ნახევრად პროფესიონალურ ჯგუფში The Beachcombers და სურდა სრულ განაკვეთზე მუშაობა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted იმ საღამოს ჯგუფთან მან რამდენიმე სიმღერა დაუკრა, თუმცა ბას-დოლის პედალი დაამტვრია და გახია დოლის აპკიც. ჯგუფს მოეწონა მისი ენერგია და ენთუზიაზმი და მუნს შესთავაზეს წევრობა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted The Beachcombers-თან კიდევ რამდენიმეჯერ გამოსვლის შემდეგ ერთმანეთს დაემთხვა ორი ჯგუფის გამოსვლების თარიღები და კითმა The Who-სთან მუშაობა გადაწყვიტა. The Beachcombers-ში შემდგომში რამდენიმე დრამერს მოუსმინეს. მათ შორის სენდომიც იყო, მაგრამ იგი არ მოეწონათ.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
The Who-ს ახალი მენეჯერი პიტერ მიდენი გახდა. მან გადაწყვიტა, რომ ჯგუფის მოუხდებოდა მოდის მზარდი სუბკულტურის წარმომადგენლის იმიჯი. ეს სუბკულტურა ითვალისწინებდა მოდას, სკუტერებით გადაადგილებას და რიტმ-ენდ-ბლუზის, სოულის და ბიტ-მუსიკის ჟანრების აღრებას. თავდაპირველად მან ჯგუფს სახელი შეუცვალა და დაარქვა The High Numbers, აღჭურვა მოდებისთვის ტიპური ჩაცმულობით[1], მოუპოვა Fontana-ში მეორე და უფრო კეთილგანწყობილი შეფასებებით დასრულებული მოსმენა და დაწერა ტექსტები მათი პირველი სინგლის „Zoot Suit/I'm the Face“ ორივე მხარისთვის. აქედან პირველი სიმღერის მელოდია იყო The Dynamics-ის „Misery“[2] ხოლო მეორე აღებული იყო სლიმ ჰარპოს „I Got Love If You Want It“-იდან.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მიუხედავად იმისა, რომ მიდენმა სცადა სინგლისთვის პოპულარობა მოეპოვებინა, იგი 50-ეულშიც არ მოხვედრილაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted და ჯგუფი დაუბრუნდა სახელ The Who-სLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. შეიცვალა მათი სასცენო იმიჯიც - დოლტრიმ სცენაზე მიკროფონის სადენი აქცია შოლტად და ხშირად ხტებოდა მაყურებლებში; მუნი რიტმის შესრულების დროს ჯოხებს ჰაერში ისროდა; ტაუნსენდი გიტარით განასახიერებდა ავტომატს, დახტოდა სცენაზე და ხელების წრიულად ქნევით გიტარაზე აკორდებს იღებდაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ან ხელებს აიშვერდა და იდგა შემდგომში „ჩიტკაცის“ პოზად წოდებულ მდგომარეობაში, ხოლო მისი გიტარა გამოსცემდა უკუკავშირის ეფექტს.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მიდენი ჩაანაცვლეს რეჟისორებმა - კიტ ლამბერტმა და კრის სტემპმა. თავად ეძებდნენ ახალბედა, უკონტრაქტო ჯგუფს, რომელზეც შექმნიდნენ ფილმს[3] და ჯგუფი უილდსტოუნში (რომელიც მათთვის მუდმივ საკონცერტო ადგილად იქცა) ნანახი ჰყავდათ.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted[4] ლამბერტს მოსწონდა ტაუნსენდი და მისი სამხატვრო განათლება და მას სიმღერების შექმნისკენ უბიძგა.[3] აგვისტოში მან და სტემპმა Railway-ში გადაიღეს პრომო-ფილმი ჯგუფის და მაყურებლების მონაწილეობითLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. კოლექტივი შემდგომში გადაიხარა სოულის, რიტმ-ენდ-ბლუზის და Motown-ის სიმღერების შესრულებისკენ და შექმნა სლოგანი „მაქსიმალური რიტმ-ენდ-ბლუზი“ (ინგლ. Maximum R&B).[1]
1964 წლის ივნისში Railway-ში გამოსვლის დროს ტაუნსენდმა შემთხვევით გატეხა გიტარის თავი.[5] მაყურებლების სიცილზე პასუხად მან ინსტრუმენტი პირდაპირ სცენაზე დაამტვრია, შემდეგ სხვა გიტარა აიღო და გამოსვლა განაგრძო. შემდეგ კვირას ჩანდა, რომ მაყურებლებს იგივეს ხილვა სურდათ. მუნმა ააგდო დოლიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted და თვითგანადგურების ხელოვნება იქცა The Who-ს კონცერტების ნაწილად.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პირველი სინგლები და My Generation
1964 წლის მიწურულისთვის The Who-მ ლონდონის Marquee-ში გამოსვლებით პოპულარობა შეიძინა. მათი გამოსვლის აღტაცებული მიმოხილვა გამოქვეყნდა Melody Maker-შიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. ლამბერტმა და სტემპმა ამერიკელი პროდიუსერ შელ ტელმის ყურადღება მიიქციეს (რომელიც The Kinks-ს პატრონობდა). ტაუნსენმა ამ დროისთვის დაწერა სიმღერა „I Can't Explain“ - განგებ ისეთ ჟღერადობით, როგორიც The Kinks-ს ჰქონდა, რამაც ტელმი დააინტერესა. მან ჯგუფის რეპეტიცია იხილა და შთაბეჭდილებების ქვეშ დარჩა, რასაც მოჰყვა კონტრაქტი მის საპროდიუსერო კომპანიასთანLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, ხოლო „I Can't Explain“ Decca Records-ის აშშ წარმომადგენლობას გადაეცა, რაც ნიშნავდა, რომ ჯგუფის ადრეული სინგლები ბრიტანეთში Brunswick Records-ზე გამოდიოდა, რომელიც ამ ქვეყანაში Decca-ს ამერიკელ კლიენტებს ბეჭდავდაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. „I Can't Explain“ ჩაიწერა 1964 წლის ნოემბრის დასაწყისში, სტუდია Pye Studios, The Ivy League-ის ბეკ-ვოკალებით, ხოლო B-მხარეზე წარმოდგენილი იყო „Bald Headed Woman“, რომელშიც ჯიმი პეიჯი ფაზ-გიტარაზე უკრავდა.
„I Can't Explain“ მეკობრული რადიოების ეთერში პოპულარული გახდა (ასეთი იყო Radio Caroline).Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted იმ პერიოდში მეკობრული რადიოები ჯგუფებისთვის დიდ როლს ასრულებდნენ, ვინაიდან ბრიტანეთში კომერციული რადიოსადგურები არ იყო, ხოლო BBC Radio საკუთარ ეთერში მცირე რაოდენობის პოპ-მუსიკას უშვებდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ჯგუფმა უფრო მეტად გაითქვა სახელი, როდესაც გამოვიდა გადაცემაში Ready Steady Go![1] ლამბერტს და სტემპს დაავალეს „ტიპური მოზარდების“ პოვნა, რასაც მოჰყვა სტუდიაში ჯგუფის მუდმივი მაყურებლების მიწვევაც (კლუბიდან Goldhawk Social Club).[6] სატელევიზიო გამოსვლის დადებითი შეფასების და მეკობრულ რადიოში მუდმივი როტაციის შედეგად სინგლი 1965 წლის დასაწყისში ჩარტებში მოხვდა და საბოლოოდ ათეულშიც შეაღწია.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted შემდეგი, „Anyway, Anyhow, Anywhere“, დაწერილი ტაუნსენდის და დოლტრის მიერLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted შეიცავს გიტარის ხმაურს (მაგალითად, მედიატორის აქეთ-იქით გასრიალების), გადამრთველის სხვადასხვა რეჟიმში გადაყვანისLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted და აუდიო-უკუკავშირის, რომელიც იმდენად არატრადიციული იყო, რომ Decca-ს აშშ-ის წარმომადგენლობაში არ მოეწონათ. სინგლი ბრიტანეთში საუკეთესო ათეულში მოხვდაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted და გადაცემის Ready Steady Go! თემატურ კომპოზიციად იქცაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
დოლტრის არ მოსწონდა ლამბერტის მიერ დათანხმებით ორიგინალური მასალის მქონე ჰიტების შემქმნელ ჯგუფად გადაქცევა, ამიტომ რიტმ-ენდ-ბლუზური სიმღერების საკუთარი ვერსიები, რომლებიც ჩაიწერეს, გამოუცემელი დარჩა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted გარდა ამისა, ჯგუფში ერთმანეთთან ახლოს არავინ მეგობრობდა, გარდა მუნის და ენტუისლის, რომლებიც ლონდონის დასავლეთ ნაწილში ღამის კლუბებს ხშირად სტუმრობდნენ.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ჯგუფი პირისპირ შეხვდა სირთულეებს, როდესაც დანიაში სექტემბერში ტურნეს ატარებდა. ამ მოგზაურობის კულმინაცია იყო დოლტრის მიერ საპირფარეშოში გადაყრილი მუნის ამფეტამინი, რითაც კითს ძალიან აწყენინა. ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ დოლტრი გააგდესLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, მაგრამ დააბრუნეს იმ პირობით, რომ ჯგუფში იქნებოდა სრული დემოკრატია მისი ლიდერობის გარეშე. ამ პერიოდში მათ როუდ-მენეჯერად რიჩარდ კოული იქცა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შემდეგი სინგლი, „My Generation“ გამოვიდა ოქტომბერში. ტაუნსენდმა იგი თავდაპირველად შექმნა, როგორც ნელი ბლუზი, მაგრამ რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ის იქცა უფრო მძლავრ ნომრად ენტუისლის ბას-სოლოთი. ტაუნსენდი ინტერვიუებში ახსენებდა, რომ სტრიქონი „Hope I die before I get old“ არ უნდა აღიქვან პირდაპირი მნიშვნელობით.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ჩარტში მაქსიმალური, #2 პოზიციით, „My Generation“ ჯგუფისთვის ბრიტანეთში ყველაზე წარმატებულ სინგლად იქცა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სასათაურო სადებიუტო ალბომი My Generation 1965 წლის ბოლოს გამოიცა. მასში, გარდა ტაუნსენდის მიერ შექმნილი ორიგინალური მასალისა, შეტანილია სასათაურო სიმღერა და „The Kids Are Alright“, ისევე, როგორც დოლტრის მიერ მოწონებული ჯეიმზ ბრაუნის რამდენიმე სიმღერის საკუთარი ვერსია, ჩაწერილი წლის დასაწყისში, სხვა სესიების დროს.[7]
My Generation-ის შემდეგ ჯგუფს ჰქონდა უთანხმოება ტელმისთვის, რის შემდეგაც მათი კონტრაქტი ლეიბლი ნაადრევად შეწყდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ამის საფუძველზე ტელმის დარჩა უფლება ორიგინალურ სტუდიურ ფირებზე, რის გამოც 2002 წლამდე ალბომი ხელახლა არ გამოცემულაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. მათ კონტრაქტი გააფორმედ რობერტ სტიგვუდის ლეიბლთან Reaction და გამოსცეს „Substitute“. ტაუნსენდის თქმით, ეს სიმღერა იყო პიროვნულ კრიზისზე და წარმოადგენდა როლინგ სტოუნზის „19th Nervous Breakdown“-ის პაროდიას. იგი აგრეთვე იყო ჯგუფის პირველი სიმღერა, რომელშიც პიტი 12 სიმიან გიტარაზე უკრავდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted თუმცა, მის სინგლად გამოცემას ახლდა უსიამოვნება - B-მხარეზე წარმოდგენილი იყო „Instant Party“, ჩაწერილი ტელმის პერიოდში და უკანასკნელმა, სასამართლო საჩივარის საფუძველზე, გაყიდვიდან სინგლი ამოაღებინა. ახალი B-მხარე, „Waltz for a Pig“, ჯგუფმა The Graham Bond Organisation ორგანიზაციამ ჩაწერა ფსევდონიმით „The Who Orchestra“.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
1966 წელს The Who-მ გამოუშვა „I'm a Boy“, რომელშიც აღწერილი იყო გოგონად გადაცმული ბიჭი. სიმღერა უნდა შესულიყო ალბომში Quads;Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. აგრეთვე გამოვიდა სიგლი „Happy Jack“Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted და EP Ready Steady Who, რომელიც უკავშირდებოდა კოლექტივის Ready Steady Go!-ში მუდმივ გამოსვლებსLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. უსიამოვნებები კვლავ გაგრძელდა - 20 მაისს მუნმა და ენტუისლმა დააგვიანეს კონცერტზე, როდესაც Ready Steady Go!-ში The Beach Boys-ის ბრიუს ჯონსტონთან ერთად იმყოფებოდნენ. „My Generation“-ის შესრულებისას პიტმა მუნს გიტარა ჩაარტყა და უკანასკნელს დარჩა დალურჯებული ადგილი თვალის ქვეშ. ენტუისლთან ერთად მან The Who დატოვა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მოგვიანებით მან პარალელურად სხვა სამუშაოს ძიება დაიწყო. ჯეფ ბეკის თხოვნით, მან დაუკრა „Beck's Bolero“-ს ჩაწერისას (რომელშიც აგრეთვე უკრავდნენ ჯიმი პეიჯი, ჯონ პოლ ჯოუნსი და ნიკი ჰოპკინზი. არსებობდა ვარაუდი, რომ ბეკი „ცდილობდა მუნის The Who-სგან გადარჩენას“.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
A Quick One და The Who Sell Out
ჯგუფის ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად ლამბერტმა შეიმუშავა ისეთი შეთანხმება, რომლის მიხედვით ყოველი წევრი ვალდებული იყო, ახალი ალბომისთვის ორი სიმღერა დაეწერა. ენტუისლმა შექმნა „Boris the Spider“ და „Whiskey Man“ და ჯგუფში სიმღერის მეორე ავტორადაც იქცა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ალბომზე დამატებითი ათი წუთის შესავსებად ლამბერტმა დაწერა პიესა „A Quick One, While He's Away“. იგი წარმოადგენს გოგონას ისტორიას, რომლის საყვარელი სხვას ხვდება, სანამ სხვა ბიჭი წასულია. ალბომსაც A Quick One ეწოდაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (აშშ-ში – Happy Jack)[8] და ბრიტანეთის ჩარტმა დისკმა #4 პოზიციამდე მიაღწია. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted 1967 წელს მას მოჰყვა ადგილობრივ ხუთეულში მოხვედრილი სინგლი „Pictures of Lily“Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
1966 წლისთვის Ready Steady Go! ეთერში აღარ გადიოდა, მოდების მოძრაობა შესუსტდა და აღარ იყო პოპულარული, ამიტომ ჯგუფი ლონდონის ფარგლებში ბევრ სხვა ჯგუფს ეჯიბრებოდა, რომელთა შორის იყვნენ Cream და The Jimi Hendrix Experience.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ლამბერტი და სტემპი აცნობიერებდნენ, რომ აშშ-ში კომერციული პოპულარობა ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი იყო და შეუთანხმდნენ პრომოუტერ ფრენკ ბარსელონას, რომელმაც ჯგუფის ნიუ-იორკში ტურნეს ორგანიზება გაუწია.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ამ გამოსვლებს, რომელთა ფარგლებში კვლავ ამსხვრევდნენ გიტარებს და დოლებს, წარმატება ჰქონდათ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, რასაც მოჰყვა დიდი ტურნე აშშ-ში და მონტერეის პოპ-ფესტივალის ფარგლებში გამოსვლაც. თავად ჯგუფს - განსაკუთრებით მუნს - ჰიპების მოძრაობა არ მოსწონდა და ფიქრობდა, რომ მათი აგრესიული სასცენო გამოსვლა ფესტივალის მშვიდობიან ატმოსფეროსთან კონტრასტში იქნებოდა. შემსრულებელთა სიაში ჯიმი ჰენდრიქსიც იყო და ასევე სცენაზე საკუთარი გიტარის დამსხვრევას აპირებდა. ტაუსენდმა მას უხეშად მიმართა და დაადანაშაულა ამ მანერის მითვისებაშიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. მათ იკამათეს, თუ ვინ გავიდოდა სცენაზე პირველი და წილი The Who-ს ერგოდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted The Who ფესტივალზე ნაქირავები ტექნიკით გამოვიდა, ხოლო ჰენდრიქსის კუთვნილი სპეციალურად ბრიტანეთიდან ჩამოიტანეს - Marshall-ის მოწყობილობების ჩათვლით. ბიოგრაფ ტონი ფლეტჩერის თანახმად, ჰენდრიქსის ჟღერადობა უკეთესი იყო, ვიდრე The Who-სიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. თუმცა, ფესტივალზე გამოსვლით ისინი გაიცნეს და „Happy Jack“ ადგილობრივ საუკეთესო 30-ეულში მოხვდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მონტერეის შემდეგ ჯგუფი მოგზაურობაში Herman's Hermits-ს გაჰყვა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted უკანასკნელი იყო ტიპური ჯგუფი, რომელიც პოპულარულ მუსიკას ასრულოებდა, მოსწონდა ნარკოტიკები და პრაქტიკული ხუმრობები. მუნი მათ დაუახლოვდაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted და აღფრთოვანდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ მცირე ასაფეთქებლების ალაბამაში შეძენა თავისუფლად შეიძლებოდა. მუნმა შეიძინა სასტუმროებში ნომრების გამანადგურებლის Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted და განსაკუთრებით საპირფარეშოების ამფეთქებლის იმიჯი. ენტუისლი იხსენებდა, რომ პირველი ასეთი ასაფეთქებლის შემდეგ ჩემოდანში და სკამში ნახვრეტი დარჩა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მუნი იხსენებდა, თუ როგორ სცადა პირველად ერთი ასაფეთქებლის საპირფარეშოში წყლით ჩაშვება. „მთელი ფაიფური აფრინდა, დაუვიწყარი იყო. არ ვიფიქრებდი, თუ დინამიტი ასეთი მძლავრი იქნებოდა.“Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ფლინტში, მუნის 21-ე დაბადების დღეს სასტუმრო დააზარალეს 24 000 აშშ დოლარით, მუნმა კი ერთ-ერთი წინა რიგის კბილი მოიტეხა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted დოლტრი მოგვიანებით ამბობდა, რომ ტურნეს დროს ისინი უფრო დაახლოვდნენ და, როგორც მხარდამჭერ გუნდს, შეეძლოთ მცირე კონცერტის გამართვაც, განსაკუთრებული მოვალეობების გარეშე.
Herman's Hermits-თან ერთობლივი ტურნეს შემდეგ ჩაიწერა ჯგუფის ახალი სინგლი „I Can See for Miles“ - სიმღერა, რომელიც ტაუნსენდმა დაწერა 1966 წელს, მაგრამ ერიდებოდა პროფესიონალურად ჩაწერას, ეშინოდა რა, რომ მცდელობა წარუმატებელი იქნებოდაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. საბოლოოდ მან სიმღერას „The Who-ს ჩეშმარიტი ჩანაწერი“ უწოდაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted და უკმაყოფილო იყო, რომ იგი ბრიტანეთში მხოლოდ #10 პოზიციას იკავებდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted შემდეგ ერთობლივი ტურნე ჯგუფმა გამართა Eric Burdon and the Animals-თან. ამ მოგზაურობის ფარგლებში იგი აგრეთვე გამოვიდა The Smothers Brothers Comedy Hour და ფონოგრამის თანხლებით წარმოადგინა „I Can See For Miles“ და „My Generation“.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სასცენო თანაშემწეს მუნმა სთხოვა დოლში ასაფეთქებლების მოთავსება, თუმცა ტექნიკოსმა ათჯერ მეტი მოათავსა. აფეთქების შედეგად მუნი გადმოვარდა სკამიდან, დაიჭრა ხელი ერთ-ერთი თეფშით, ტაუნსენდის თმას ცეცხლი მოეკიდა, მარცხენა ყურში ხმამაღალი ექო დარჩა, ხოლო კამერა და სტუდიური მონიტორი განადგურდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შემდეგი ალბომი იყო კონცეპტუალური The Who Sell Out – მიძღვნა მეკობრული რადიოებისადმი, რომლებმაც საბოლოოდ უკანონო სტატუსი შეიძინეს. ალბომში შეიტანეს მრავალი სახუმარო ჩანართი და რეკლამებზე პაროდიებიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, მინი როკ-ოპერა „Rael“ და ჰიტური „I Can See For Miles“.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted The Who-მ საკუთარ თავს პოპ-არტ ჯგუფი უწოდა და რეკლამას განიხილავდა, როგორც ხელოვნების ფორმას. კვლავ ჰიპების ანტი-სამომხმარებლო იდეოლოგიის საწინააღმდეგოდ მათ ჩაწერეს მთელი რიგი რეკლამების - დაკონსერვებული კოქტეილებისთვის და ამერიკის კიბოსთან ბრძოლის საზოგადოებისთვის.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ტაუნსენდი ამბობდა: „სცენის მიღმაც ასეთები ვართ. პოპ-არტულად ვცხოვრობთ“.
1967 წლის ბოლოს ლამბერტმა და სტემპმა დააარსეს ლეიბლი Track Records, რომლის დისტრიბუტორი Polydor გახდა. ჰენდრიქსთან კონტრაქტის გარდა ისინი 1970-იანების შუა პერიოდამდე პასუხისმგებლები იყვნენ The Who-ს ბრიტანული მასალის გამოცემას.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
1968 წელი დაიწყო ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში Small Faces-თან ერთობლივი ტურნეთი.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ადგილობრივ პოლიციასთან ჯგუფებს პრობლემები გაუჩნდათ. გამოცემამ New Zealand Truth მათ უწოდა „დაუბანელი, მყრალი და მთვრალი წარუმატებლები“.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted წლის პირველ ნახევარში ჯგუფის აშშ და კანადური ტურნე გაგრძელდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დისკოგრაფია
სტუდიური ალბომები
- My Generation (1965)
- A Quick One (1966)
- The Who Sell Out (1967)
- Tommy (1969)
- Who's Next (1971)
- Quadrophenia (1973)
- The Who by Numbers (1975)
- Who Are You (1978)
- Face Dances (1981)
- It's Hard (1982)
- Endless Wire (2006)
- Who (2019)
ბიბლიოგრაფია
<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Atkins, John (2000). The Who on Record: A Critical History, 1963–1998. McFarland. ISBN 978-0-7864-0609-8Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Campbell, Michael (2012). Popular Music in America:The Beat Goes On. Cengage. ISBN 978-0-8400-2976-8Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Evans, Mike; Kingsbury, Paul (2009). Woodstock: Three Days that Rocked the World. Sterling Publishing Company. ISBN 978-1-4027-6623-7Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Ewbank, Tim; Hildred, Stafford (2012). Roger Daltrey: The biography. Hachette UK. ISBN 978-1-40551-845-1Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Fletcher, Tony (1998). Dear Boy: The Life of Keith Moon. Omnibus Press. ISBN 978-1-84449-807-9Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Harison, Casey (2014). "Is It in My Head?": The Pleasure and Pain of Listening to the Who, 1964–1973. Volume! / Éditions Mélanie Seteun. ISBN 978-2-913169-35-7Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Howard, David (2004). Sonic Alchemy: Visionary Music Producers and Their Maverick Recordings. Hal Leonard Corporation. ISBN 978-0-634-05560-7Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- MacDonald, Ian (1997). Revolution in the Head: The Beatles' Records and the Sixties, First Revised, Pimlico/Random House. ISBN 978-0-7126-6697-8Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Knowles, Christopher (2013). The Secret History of Rock 'n' Roll. Cleis Press. ISBN 978-1-57344-564-1Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Marsh, Dave (1983). Before I Get Old: The Story of The Who. Plexus Publishing Ltd. ISBN 978-0-85965-083-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- McMichael, Joe; Lyons, Jack (1998). The Who: Concert File. Omnibus Press. ISBN 978-0-7119-6316-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Neill, Andrew; Kent, Matthew (2009). Anyway Anyhow Anywhere: The Complete Chronicle of The Who 1958–1978. Sterling Publishing. ISBN 978-0-7535-1217-3Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Townshend, Pete (2012). Who I Am: A Memoir. HarperCollins. ISBN 978-0-06-212726-6Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Unterberger, Richie (2011). Won't Get Fooled Again: The Who from Lifehouse to Quadrophenia. Jawbone Press. ISBN 978-1-906002-75-6Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Whiteley, Sheila (2003). The Space Between the Notes: Rock and the Counter-Culture. Routledge. ISBN 978-1-134-91662-7Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
ლიტერატურა
<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />
- Barnes, Richard (1982). The Who: Maximum R & B. Eel Pie Publishing. ISBN 978-0-85965-351-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- (2002) Maximum Who: The Who In The Sixties. Genesis Publications. ISBN 978-0-904351-85-9Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
რესურსები ინტერნეტში
ესკიზის შექმნის შეცდომა: ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: The Who
- ოფიციალური საიტი
- The Who-ს კონცერტების მეგზური
- თარგი:Dmoz
- ბიოგრაფია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Rolling Stone-ის საიტზე
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted AllMusic-ზე
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 Eder, Bruce. The Who – biography. AllMusic. ციტირების თარიღი: 19 September 2013.
- ↑ Icons of Rock. ABC-CLIO, გვ. 240. ISBN 978-0-313-33845-8Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ 3.0 3.1 Kurutz, Steve. Kit Lambert – Biography. AllMusic. ციტირების თარიღი: 19 September 2013.
- ↑ Railway Hotel, რომელშიც კოლექტივი გამოდიოდა, 2002 წელს დაიწვა და გადაკეთდა კორპუსად, რომლის ბინებმა შეიძინეს ჯგუფის წევრების სახელები.თარგი:PastScape
- ↑ "'Who I Am': Rock icon Pete Townshend tells his story" Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. MSNBC. Retrieved 23 November 2012
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Unterberger, Richie. My Generation – review. AllMusic. ციტირების თარიღი: 19 September 2013.
- ↑ Unterberger, Ritchie. A Quick One (Happy Jack). AllMusic. ციტირების თარიღი: 24 September 2013.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- ინგლისური როკ-ჯგუფები
- The Who
- 1964 წელს ჩამოყალიბებული ჯგუფები
- 1982 წელს დაშლილი ჯგუფები
- 1989 წელს აღდგენილი ჯგუფები
- 1996 წელს აღდგენილი ჯგუფები
- არტ-როკ ჯგუფები
- ბიტ-ჯგუფები
- ინგლისური მძიმე როკ-ჯგუფები
- ინგლისური პაუერ-პოპ ჯგუფები
- ბრიტანული შემოჭრის შემსრულებლები
- Atco Records-ის შემსრულებლები
- Brunswick Records-ის შემსრულებლები
- Decca Records-ის შემსრულებლები
- Geffen Records-ის შემსრულებლები
- Polydor Records-ის შემსრულებლები
- Warner Bros. Records-ის შემსრულებლები
- როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესული შემსრულებლები
- პიტ ტაუნსენდი