Too Old to Rock 'n' Roll: Too Young to Die!
Too Old to Rock 'n' Roll: Too Young to Die! | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფაილი:Jethro-Tull-Too-Old-To-Rock-n-65625.jpg | ||||||||||||
studio — | ||||||||||||
გამოცემის თარიღი | 23 აპრილი 1976 | |||||||||||
ჩაიწერა | 1975 | |||||||||||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||||||||||
ხანგრძლივობა | Script error: No such module "hms". | |||||||||||
ლეიბლი |
Island Records (ბრიტანეთი) Chrysalis/Capitol (აშშ) | |||||||||||
პროდიუსერი | იენ ანდერსონი | |||||||||||
ჯეთრო ტალი — ქრონოლოგია | ||||||||||||
Too Old to Rock 'n' Roll: Too Young to Die! — ბრიტანული პროგრესული როკ-ჯგუფ ჯეთრო ტალის მეცხრე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1976 წელს. ეს არის ჯგუფის პირველი ალბომი ბას-გიტარისტ ჯენ გლესკოკის მონაწილეობით, ისევე, როგორც ჯგუფის უკანასკნელი კონცეპტუალური ალბომი. მისი სიუჟეტი აღწერა რეი ლომასს, ასაკში შესულ როკ-მუსიკოსს[2] ალბომიალბომი თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც როკ მიუზიკლი. მასში საუბარი იყო როკ ვარსკვლავ რეი ლომასზე, რომელიც ვიქტორინაში მოიგებს დიდი რაოდენობის ფულს. მაგრამ იგი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ საზოგადოება ისე შეიცვალა, რომ იგი არავის სჭირდება და იგი ვერ გაერთობა ამ ფულით ისე, როგორც ეს 1950-იანებში ხდებოდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ლომასი შეეცდება თავი მოიკლას, მაგრამ გაურკვეველი დროით თავს ამოჰყოფს ჰოსპიტალში. როდესაც იღვიძებს, იგი აღმოაჩენს, რომ ირგვლივ ყველაფერი შეიცვალა და მისი ჩაცმულობის სტილი და მუსიკა კვლავ პოპულარულია. პლასტიკური ქირურგიის დახმარებით იგი 20 წლით უფრო ახალგაზრდა ჩანს. იგი კვლავ იქცა სენსაციად და ახალგაზრდა თაობა ცდილობს მიბაძოს მას. ალბომს თან ახლავს კომიქსის სახით წარმოდგენილი ისტორია. დისკის სიმღერების თანმიმდევრობა და მათში მოთხრობილი ისტორია სინამდვილეში არ ემთხვევა ამ კომიქსს. იენ ანდერსონის თქმით, ეს ალბომი არ იყო მასზე, როგორც ასაკოვან სიმღერების ავტორზე, რადგან იმ პერიოდში იგი ახალგაზრდა იყო. მას უბრალოდ სურდა ჩვენება, თუ როგორ იცვლება თაობები და მუსიკალური გემოვნებები და რომ ძველი კვლავ ბრუნდება მოდაში[3]. კრიტიკოსების შეფასებაScript error: No such module "Music ratings". Rolling Stone-ში არ მოეწონათ ალბომის „არეულ-დარეული“ სიუჟეტი. „იან ანდერსონმა უნდა მიაქციოს ყურადღება მუსიკას, ვინაიდან თხრობა აშკარად არ ეხერხება“. ამასთან, იგივე მიმოხილვაში ანდერსონის მუსიკალური კომპოზიციის აგების ნიჭს ხაზი გაესვა, ისევე, როგორც მარტინ ბარის გიტარის პარტიებს.[4] კრის უელჩიც Melody Maker ალბომს არაერთგვაროვან შეფასებას აძლევდა. იგი წერდა, რომ „სურდა ბერიმორ ბარლოუს რიტმის თავისუფლება ან მოულოდნელობები მარტინ ბარის გიტარისგან“. ამავე დროს, იგი მაღალ შეფასებას აძლევდა ანდერსონის პოეზიას.[5] AllMusic-ის მიმოხილვაში დისკს ეწოდება „ჯეთრო ტალის კატალოგში ერთ-ერთი უმნიშვნელო ექსპერიმენტი“.[6] სიმღერების სია1976 წლის ორიგინალური გამოცემაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted 2002 წლის რემასტერიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted 2015 წლის გამოცემა TV specialLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|