შინაარსზე გადასვლა

Watchmen: Music from the Motion Picture

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Watchmen: Music from the Motion Picture
ფაილი:Cover watchmen soundtrack.jpg
soundtrack —
სხვადასხვა
გამოცემის თარიღი 3 მარტი, 2009 (2009-03-03)
ჟანრი საუნდტრეკი
ხანგრძლივობა Script error: No such module "hms".
ლეიბლი Reprise
პროდიუსერი ლოურენს გორდონი, ლოიდ ლეივინი, დიარმაიდ კუინი, ქსავიერ რამოსი, დებორა სნაიდერი, ზაკ სნაიდერი, ტომ უოლი
სინგლები ალბომიდან Watchmen: Music from the Motion Picture
  1. „Desolation Row“
    გამოცემის თარიღი: 26 იანვარი, 2009

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Script error: No such module "Music ratings".

Watchmen: Music from the Motion Pictureსაუნდტრეკი ფილმიდან „დარაჯები“. მასში შეტანილია ბობ დილანის მიერ დაწერილი სამი სიმღერა - "Desolation Row", "The Times They Are a-Changin'" და "All Along The Watchtower".

ფილმში გამოყენებულია ორიგინალურ კომიქსებში ნახსენები მუსიკა - "The Times They Are a-Changin'", ჯიმი ჰენდრიქსის მიერ შესრულებული "All Along the Watchtower"; Simon & Garfunkel-ის "The Sounds of Silence"; ნენას "99 Luftballons"; Tears For Fears-ის "Everybody Wants to Rule the World"-ის ვერსია და ნატ კინგ კოულის "Unforgettable".[1] ფილმისთვის Penteo-ს ტექნოლოგიის დახმარებით ამ სიმღერების ნაწილი 5.1 მოცულობითი ჟღერადობის ფორმატში იქნა გადაყვანილი.[2] ბეიტსმა ახსენა, რომ ამ ცნობილ სიმღერებს შორის ჩასასმელი მუსიკის დაწერა სირთულეს წარმოადგენდა.[3] სნაიდერმა და ბეიტსმა დილანისგან მიიღეს "The Times They Are a-Changin'"-ის გახანგრძლივების უფლება. ამრიგად, 3 წუთიანი სიმღერა 6 წუთს გაგრძელდა.[4] დოქტორ მანჰეტენის ამბის ფონად ჟღერს ფილიპ გლასის "Prophecies" და "Pruit Igoe", რომლებიც თავდაპირველად დაიწერა 1983 წლის საკულტო ფილმისთვის „კოიანისკაცი“. ღამის ბუ II-ისა და აბრეშუმისებრ აჩრდილ II-ის სექსის სცენა ბუს ხომალდზე ნაჩვენებია ლეონარდ კოენის "Hallelujah"-ს თანხლებით. თავდაპირველად ამ სცენაში ზაკ სნაიდერმა გამოიყენა ელისონ კროუს მიერ ჩაწერილი ვარიანტი, მაგრამ იგი „ზედმეტად რომანტიკულად“ და „ზედმეტად სექსუალურად“ ჩათვალა იმ სცენებისთვის, რომელიც უბრალოდ ირონიული და სასაცილო უნდა ყოფილიყო. კოენის ორიგინალური ვერსია საბოლოოდ ფილმში იქნა შეტანილი.[5] My Chemical Romance, რომლის წევრები ამ კომიქსი მოყვარულები არიან, ასრულებენ დილანის "Desolation Row"-ს. იგი ჟღერს ფინალური ტიტრების პირველ ნახევარში.[6] მეორე ნახევარშია კვლავ კოენის სიმღერა, "First We Take Manhattan".

1998 წლის გრემის დაჯილდოებაზე გამარჯვებული The Smashing Pumpkins-ის „The End Is the Beginning Is the End“, რომელიც შეტანილი იყო ფილმში „ბეტმენი და რობინი“, გამოყენებული იყო „დარაჯების“ პრომო ტრეილერში, მაგრამ არ მოხვდა საუნდტრეკულ ალბომში.

სიმღერების სია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  2. Penteo process. PenteoSurround.com. ციტირების თარიღი: 2009-02-12.
  3. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  4. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  5. Crave Online: Zack Snyder Talks Watchmen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-06. ციტირების თარიღი: 2009-03-02.
  6. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted