ადამიანი ობობა: დაბრუნება
„ადამიანი ობობა: დაბრუნება“ | |
---|---|
ფაილი:Spider-Man Homecoming poster.jpg | |
რეჟისორი | ჯონ უოტსი |
პროდიუსერი | |
სცენარის ავტორი |
|
ეფუძნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ისტორია |
|
როლებში | |
მუსიკა | მაიკლ ჯაკინო |
ოპერატორი | სალვატორე ტოტინო |
მონტაჟი |
|
სტუდია |
|
დისტრიბუტორი | Sony Pictures Releasing |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 133 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 175 მილიონი აშშ დოლარი[1] |
შემოსავალი | 874,4 მილიონი აშშ დოლარი[1] |
„ადამიანი ობობა: დაბრუნება“ (ინგლ. Spider-Man: Homecoming) — 2017 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმი Marvel Comics-ის პერსონაჟ ადამიან ობობას შესახებ. იგი გადაიღეს Columbia Pictures-მა და Marvel Studios-მა, ხოლო დისტრიბუტორია Sony Pictures Releasing. „დაბრუნება“ არის რიგით მეორე გადატვირთვა ამ პერსონაჟთან დაკავშირებული ფილმების სერიაში და მეთექვსმეტე ფილმი Marvel-ის კინოსამყაროში. მისი რეჟისორია ჯონ უოტსი, ხოლო სცენარის ავტორები – ჯონათან გოლდსტაინი, ჯონ ფრენსის დეილი, ჯონ უოტსი, კრისტოფერ ფორდი, კრის მაკ-კენა და ერიკ სომერსი. მთავარ როლებს ასრულებენ ტომ ჰოლანდი, მაიკლ კიტონი, ჯონ ფავრო, ზენდეია, დონალდ გლოვერი, ტაინ დეილი, მარისა ტომეი და რობერტ დაუნი უმცროსი. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, პიტერ პარკერი ცდილობს სკოლის ცხოვრება და ადამიანი ობობის სახით მოქმედება ერთმანეთს შეუთავსოს და უპირისპირდება მტაცებელს.
2015 წლის თებერვალში Marvel Studios-ს და Sony-ს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ადამიანი ობობა დაემატებოდა Marvel-ის კინოსამყაროს. ივნისში ჰოლანდმა მიიღო პარკერის როლი, ხოლო ტომეის როლზე შერჩევის შემდეგ უოტსი გახდა რეჟისორი. დეილიმ და გოლდსტაინმა დაიწყეს სცენარზე მუშაობა. 2016 წლის აპრილში ცნობილი გახდა ფილმის სრული სახელწოდება, ისევე, როგორც მონაწილე მსახიობების სია, დაუნის ჩათვლით. ძირითადი გადაღებები მიმდინარეობდა 2016 წლის ივნისიდან Pinewood Atlanta Studios-ში (ფეიეტი, ჯორჯიის შტატი) და გაგრძელდა ნიუ-იორკში, ხოლო დასრულდა ბერლინში, ოქტომბერში. გადაღების დროს ცნობილი გახდა, რომ უოტსი, ფორდი, მაკ-კენა და სომერსი აგრეთვე მუშაობდნენ სცენარზე და მსახიობთა გუნდის სხვა დეტალებიც გამოცხადდა.
ფილმის პრემიერა გაიმართა ჰოლივუდში, 2017 წლის 28 ივნისს. კინოთეატრებში იგი გამოვიდა 2017 წლის 7 ივლისს, 3D, IMAX და IMAX 3D ფორმატებში. მსოფლიო მასშტაბით შემოსავალმა 874,4 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა[1]. კრიტიკოსებმა იგი დადებითად შეაფასეს, აღნიშნეს რა ჰოლანდის და გუნდის სხვა წევრების შესრულება, საუნდტრეკი, მხიარული ტონი და მოქმედებითი სცენები. ფილმის გაგრძელების პრემიერა დაგეგმილია 2019 წლის 5 ივლისს.
მუსიკა
ფილმის „დოქტორი სტრეინჯი“ სარეკლამო კამპანიის დროს, 2016 წლის ნოემბერში, ფაიგიმ შემთხვევით ახსენა, რომ მაიკლ ჯაკინო იქნებოდა ფილმის კომპოზიტორი და იმუშავებდა „დაბრუნებაზეც“. მოგვიანებით ეს თავად ჯაკინომ დაადასტურა[2]. მუსიკის ჩაწერა დაიწყო 2017 წლის 11 აპრილს[3]. საუნდტრეკი შეიცავს „ადამიან-ობობის“ თემას 1967 წლის ტელესერიალიდან[4]. დისკი მუსიკით გამოვიდა Sony Masterworks-ზე, 2017 წლის 7 ივლისს[5].
რესურსები ინტერნეტში
- ესკიზის შექმნის შეცდომა: შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ადამიანი ობობა: დაბრუნება“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- „ადამიანი ობობა: დაბრუნება“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „ადამიანი ობობა: დაბრუნება“ — Allmovie-ზე
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 Spider-Man: Homecoming (2017). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2017.
- ↑ Elderkin, Beth. (November 6, 2016) Michael Giacchino Confirms He's Scoring Spider-Man: Homecoming. io9. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 6, 2016. ციტირების თარიღი: November 7, 2016.
- ↑ Giacchino, Michael [m_giacchino]. (April 11, 2017) Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. ციტირების თარიღი: April 11, 2017
- ↑ Gettell, Oliver. (May 19, 2017) Michael Giacchino teases Spider-Man: Homecoming score with familiar tune. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 20, 2017. ციტირების თარიღი: May 19, 2017.
- ↑ ‘Spider-Man: Homecoming’ Soundtrack Details. Film Music Reporter (May 27, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 27, 2017. ციტირების თარიღი: May 27, 2017.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
|
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- ინგლისურენოვანი ფილმები
- ფილმები ანბანის მიხედვით
- 2010-იანების მოქმედებითი ფილმები
- 2010-იანი წლების სათავგადასავლო ფილმები
- 2010-იანების კომედიური ფილმები
- 2010-იანების სუპერგმირული ფილმები
- 2017 წლის ფილმები
- 2017 წლის 3D ფილმები
- ამერიკული მოქმედებითი კომედიური ფილმები
- ამერიკული კომედიური სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმები
- ამერიკული ფილმები გარდამავალი ასაკის შესახებ
- ამერიკული ფილმები უმაღლესი სკოლის შესახებ
- ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური მოქმედებითი ფილმები
- Columbia Pictures-ის ფილმები
- ჯონ უოტსის ფილმები
- ფილმები მაიკლ ჯაკინოს მუსიკით
- IMAX-ის ფილმები
- Marvel-ის კინოსამყაროს ფილმები
- ფილმები ადამიანი ობობის შესახებ
- სუპერგმირული კომედიური ფილმები
- ფილმები სუპერგმირი მოზარდების შესახებ
- ნიუ-იორკში გადაღებული ფილმები
- ფილმები ნიუ-იორკის შესახებ
- ამერიკული ფილმები საშუალო სკოლის შესახებ
- 2010-იანი წლების სუპერგმირული ფილმები
- 2010-იანი წლების ფილმები საშუალო სკოლის შესახებ