აიფელი
იერსახე
აიფელი | |
---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: ჰოე-ახტი | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | გერმანიის დროშა გერმანია ბელგიის დროშა ბელგია ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი |
უმაღლესი წერტილი | ჰოე-ახტი |
სიმაღლე | 747 მ |
სიგრძე | 90 კმ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
აიფელი (გერმ. Eifel) — დაბალი ქედი და პლატო გერმანიაში, ბელგიასა და ლუქსემბურგში. წარმოადგენს რაინის ფიქლოვანი მთების დასავლეთ ნაწილს. შემოსაზღვრულია მდინარე მოზელისა (სამხრეთით) და რაინის (აღმოსავლეთით) ხეობებით. სიგრძე დაახლოებით 90 კმ. მაქსიმალური სიმაღლე 747 მ (მთა ჰოე-ახტი). აგებულია უმეტესწილად ფიქლებით, რომლებიც ადგილ-ადგილ დაფარულია ბაზალტებითა და ტუფებით. პლატო წარმოდგენილია ძველი ვულკანების ცალკეული გუმბათებით, მაარებითა და ვულკანური რელიეფის სხვა ფორმებით. არის მრავალრიცხოვანი ტბები. აღსანიშნავია ვულკანური წარმოშობის ტბა ლაახერ-ზეე. გვხვდება ტორფნარი, ვერანი ადგილები, ჩრდილო-დასავლეთით წიწვოვანი და შერეული ტყე. ჩრდილოეთით არის ეიფელის ეროვნული პარკი. შუა საუკუნეებში მოიპოვებოდნენ რკინას, ტყვიასა და თუთიას.
რესურსები ინტერნეტში
- აიფელი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
- აიფელი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)