შინაარსზე გადასვლა

ტყვია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:ინფოდაფა ტყვია ტყვია[1][2] (ლათ. Plumbum; ქიმიური სიმბოლო — Pb) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის, მეთოთხმეტე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მეოთხე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, IVა) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 82, ატომური მასა — 207.2, tდნ — 327.46 °C, tდუღ — 1749 °C, სიმკვრივე — 11.34 გ/სმ3. ძლიერ პლასტიკური, რბილი, მონაცისფრო-მოცისფრო მძიმე ლითონი. ბუნებრივი ტყვია ოთხი სტაბილური იზოტოპის ნარევია A204A22204Pb (1.40 %), A206A22206Pb (24.1 %), A207A22207Pb (22.1 %) და A208A22208Pb (52.4 %). ტყვიას აქვს ყველაზე დიდი ატომური ნომერი მდგრად ელემენტებს შორის, თუმცა მომდევნო უმძიმეს ელემენტს, ბისმუტს, გააჩნია ნახევრად დაშლის პერიოდი, რომელიც ისეთი ხანგრძლივია, რომ შეიძლება ჩაითვალოს მდგადად. ტყვიის ოთხ მდგრად იზოტოპს გააჩნია 82 პროტონი, "მაგიური რიცხვი" ატომის ბირთვის ღრუბელისებურ მოდელში.

ტყვია რბილი და ძლიერ პლასტიკური მძიმე ლითონია.[3] მყარ მდგომარეობაში მონაცრისფრო-მოცისფრო ფერი აქვს, გამდნარი ტყვია ელვარებს მოვერცხლისფრო-ქრომის ფრად, ხოლო აირად მდგომარეობაში გადასვლისას იგი ბუნდოვან ნაცრისფერ ნისლად იქცევა. ტყვიას ფართო გამოყენება აქვს სხვადასხვა სფეროში. მისგან მზადდება აკუმულიატორები, ვაზნები, გირები, ტოლჩები და სხვა. გამომდინარე იქიდან, რომ ტყვია რადიაციას არ ატარებს, მისგან მზადდება რადიაციასაწინააღმდეგო ფენები. კალისა და ტყვიის შენადნობი ადვილად ლღვება დაბალ ტემპერატურაზე და გამოიყენება სადენების ერთმანეთზე მისარჩილავად.

ორგანიზმში მოხვედრისას ტყვია მომწამვლელია ცხოველებისთვის. იგი აზიანებს ნერვულ სისტემას და იწვევს უწესრიგობას ტვინში. მეტისმეტად მაღალი კონცენტრაცია იწვევს ასევე სისხლის მიმოქცევის დარღვევას ძუძუმწოვრებში. ისევე როგორც ვერცხლისწყალი, კიდევ ერთი მძიმე ლითონი, ტყვიაც ძლიერი ნეიროტოქსინია და აზიანებს როგორც კან-კუნთოვან, ასევე ძვლოვან ქსოვილებს. ტყვიისგან მოწამვლა დოკუმენტირებულია ჯერ კიდევ ძველი რომის, ძველი საბერძნეთისა და ძველი ჩინეთის პერიოდიდან. მოწამვლა, ჩვეულებრივ, ტყვიის შემცველი საკვებისა და წყლის მიღებით ხდება, მაგრამ შესაძლოა ასევე გრუნტის, მტვერისა და ტყვიაზე დაფუძნებული საღებავის შემთხვევითი შესუნთქვითაც მოხდეს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ავტორიტეტული წყაროები

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ტყვია&oldid=89466“-დან