აკეთი
აკეთი — სოფლების ზემო აკეთისა და ქვემო აკეთის ძველი სახელწოდება. ამჟამად აკეთი არის თემი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რომელიც მოიცავს სოფლებს ზემო აკეთი, ქვემო აკეთი, ჭანჭათი და გაგური. 2014 წლის მონაცემებით აკეთის თემში ცხოვრობს 1534 ადამიანი. ზემო და ქვემო აკეთში ფუნქციონირებს საჯარო სკოლები.
ისტორია
აკეთის სახელწოდება გადმოცემის მიხედვით სიტყვა „აკეთედან!“ მოდის. სოფელი ეკუთვნოდა ართმელაძეების სათავადოში. 1713 წელს გიორგი IV გურიელმა ჩამოართვა აკეთი მამუკა ართმელაძეს და ის ბიჭვინთის საეპისკოპოსოს შესწირა. 1772-76 წლებში მამია IV გურიელმა აკეთი უბოძა ქვემო გურიიდან დევნილ მამუკა თავდგირიძეს. გიორგი თავდგირიძემ და მისმა შვილებმა, როსტომმა, მამუკამ და მაქსიმემ სოფელში, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირას ააშენეს სასახლე და აღადგინეს მაცხოვრის ტაძარი. მასვე შესწირეს თეთროსნის ეკლესიიდან გადმოსვენებული ღვთისმშობლის ხატი. თავდგირიძეების ციხის ნანგრევები XIX საუკუნეში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო.
თავდგირიძეთა სათავადო მოიცავდა აკეთს, ჭანჭათს, ვანსა და ზომლეთს. ამავე სოფლებს მოიცავდა აკეთის სასოფლო საზოგადოება XX საუკუნის 30-იან წლებამდე. აკეთელი გლეხები იყვნენ მოთავეები 1841 წლის აჯანყებისა გურიაში. სოფელში ბლომად მოიპოვება თიხა, რის გამოც განვითარებული იყო კერამიკის წარმოება, კონკრეტულად მზადდებოდა კრამიტი და თიხის ჭურჭელი, ასევე ქვევრები.[1] 1876 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა. 1893 წლის 22 აგვისტოს გაიხსნა გურიის სახალხო ბიბლიოთეკა.[2]
1902 წლისთვის აკეთის მოსახლეობა იყო 4100 ადამიანი. 1909 წელს აკეთში სამი სკოლა მოქმედებდა.[3]1906 წლის იანვარში გურიის რესპუბლიკის ჩახშობის შემდეგ კონსტანტინე კრილოვმა დაარბია აკეთი, გადაწვა 40 სახლი და ნალია.[4] 1906 წელს სასოფლო საზოგადოების მამასახლისი იყო პავლე თოხაძე.[5] 1911 წელს აკეთი გაიყო ზემო და ქვემო აკეთად.[6]
აკეთის ეკლესიები
1772-76 წლებში ქვემო გურიიდან დევნილმა თავდგირიძეებმა მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირას ააშენეს სასახლე და აღადგინეს აქ მანამდე არსებული მაცხოვრის ტაძარი, რომელიც ადრე ბიჭვინთის საპატრიარქოს ეკუთვნეოდა. მასვე შესწირეს თეთროსნის ეკლესიიდან გადმოსვენებული ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები, ასევე - გვარასთავის წმინდა გიორგის ხატი. ამ ხატებზე სალოცავად მუსლიმი ქართველებიც დადიოდნენ. 1784 წელს აკეთში ილაშქრა აჭარის ბეგმა აბდულ ხიმშიაშვილმა. ამ ლაშქრობის დროს დაზიანდა ეკლესიის კედლები და გუმბათი, თუმცა გადარჩა განძეულობა, რადგან ის დამალული იყო. აკეთის ეკლესია XIX საუკუნეში განაახლა გიორგი თავდგირიძემ. ეკლესია მოხატული იყო, მაგრამ XIX საუკუნეში რუს მღვდლებს კირით შეუთეთრებიათ. ეკლესია გაძარცვეს 1853, 1859 და 1873 წლებში. XX საუკუნის 50-იან წლებში გუმბათს საყრდენები გამოეცალა და ჩამოინგრა. ეკლესიის რეკონსტრუქცია მოხდა 2010-იან წლებში.
ზემო აკეთში 1899 წელს აშენებულ იქნა ეკლესია წმინდა გიორგის სახელზე. დარბაზული ეკლესია ნაგებია კარგად დამუშავებული ქვებით. ამჟამად ჩამონგრეულია ჭერი და აბსიდც. შემორჩენილია მხოლოდ გარე კედლები შესასვლელებითა და სარკმელებით. სამხრეთის კედელზე, შესასვლელის თავზე შემორჩენილია ჩუქურთმა.
მოსახლეობა
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი | ზემო აკეთი | ქვემო აკეთი | ჭანჭათი | გაგური |
---|---|---|---|---|---|---|---|
1883[7] | 1198 | ||||||
1893[8] | ფაილი:Increase2.svg 1815 | ||||||
1902[9] | ფაილი:Increase2.svg 4100 | 2095 | 2005 | ||||
1908[10] | ფაილი:Increase2.svg 4265 | 2138 | 2127 | 1307 | 1206 | 310 | |
2002 | ფაილი:Decrease2.svg 2203 | 408 | 843 | 669 | 283 | ||
2014 | ფაილი:Decrease2.svg 1534 | 267 | 587 | 499 | 181 |
ცნობილი ადამიანები
- გიგო ერქომაიშვილი (დ. 1840, აკეთი) — ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი
- ვლასა მგელაძე (დ. 1868, ზომლეთი) — რევოლუციონერი, პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი
- ვალერიან შალიკაშვილი (დ. 1874, აკეთი) — მსახიობი, დრამატურგი
- გრიგოლ ცინცაბაძე (დ. 1879, ზომლეთი) — პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი
- ნოე ზომლეთელი (დ. 1880, ზომლეთი) — რევოლუციონერი, პოეტი, პედაგოგი
- სოლომონ ვადაჭკორია (დ. 1880, ჭანჭათი) — პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი
- ვლადიმერ გოგუაძე (დ. 1880, ჭანჭათი) — სამხედრო მოღვაწე, საქართველოს ეროვნული გმირი
- აპოლონ წულაძე (დ. 1884, ჭანჭათი) — მეფუტკრე, ეთნოგრაფი
- ვასილ წულაძე (დ. 1889, ჭანჭათი) — პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი
- სანდრო ეული (დ. 1890, ზომლეთი) — პოეტი
- ილარიონ მგელაძე (დ. 1890, აკეთი) — საბჭოთა მოღვაწე, რევოლუციონერი, ლიტერატორი, კრიტიკოსი, რეპრესირებული
- დიმიტრი მგელაძე (დ. 1891, აკეთი) — ენათმეცნიერი
- ნიკოლოზ თოხაძე (დ. 1901, აკეთი - 1975, პარიზი) ქართველი იუნკერი, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკი.
- მგელაძე, აკაკი (დ. 1912, ზომლეთი) — მსახიობი
- არსენ წითლიძე (მუშაობდა აკეთში 1893-1897 წწ) — პედაგოგი, გურიის სახალხო ბიბლიოთეკის ერთ-ერთი დამაარსებელი.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1975. — გვ. 248.
- მურვანიძე-ვადაჭკორია ლ., „მასალები აკეთის თემის კულტურული და ეკონომიკური ცხოვრების ისტორიის შესახებ“ — თბილისი, 2008
სქოლიო
- ↑ მასალები გურიის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, გვ 369. — თბილისი, „მეცნიერება“ 1980 წ.
- ↑ ხვადაგიანი, ი., გურიის სახალხო ბიბლიოთეკა // ინიციატივა ცვლილებებისთვის, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2015. — გვ. 60-71, ISBN 978-9941-0-8204-7Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ „სახალხო გაზეთი“ N6 1909
- ↑ მახარაძე ი., „გურიის რესპუბლიკა გურიის გლეხთა მოძრაობა 1902-1906 წლებში“, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: „აზრი", 2016. — გვ. 210, ISBN 978-9941-9458-6-1Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ ურატაძე გ., Воспоминания грузинского социал-демократа, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: The Hoover institution on war, revolution and peace სტენფორდის უნივერსიტეტი, 1968. — გვ. 144.
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ Кавказский календарь на 1885 год გვ. 215
- ↑ Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
- ↑ «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted