შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე ხახანაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მუშაობის ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
განთქმული მოსწავლეები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სამეცნიერო ხარისხი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მამა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დედა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილი (ხახანოვი) (რუს. Александр Соломонович (Хаханашвили) Хаханов; დ. 3 იანვარი, 1864, გორი — გ. 7 აგვისტო, 1912, სამარა) — ქართველი ფილოლოგი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი.

ბიოგრაფია

ალექსანდრე ხახანაშვილი დაიბადა 1864 წელს (სხვა მონაცემებით 1866 წ.) ქ. გორში. 1884 წელს დაამთავრა ტფილისის გიმნაზია რის შემდეგაც სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტზე. 1889 წლიდან პრივატ-დოცენტის ხარისხში კითხულობდა ლექციებს ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ხოლო 1900 წლიდან — მოსკოვის უნივერსიტეტში. მონაწილეობა მიიღო ორიენტალისტთა საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში (ჟენევა 1894; პარიზი 1897).

ა. ხახანაშვილმა შექმნა ქართული ლიტერატურის პირველი სისტემური კურსი ნაშრომით — „ქართული სიტყვიერების ისტორია“ (ტ. 1-4, 1895–1907). მისი ინიციატივითა და მატერიალური დახმარებით 1911 წელს მოსკოვში „ქართული მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის შემსწავლელი საზოგადოება“ ჩამოყალიბდა.

სულ გამოცემული აქვს 80–მდე ნაშრომი საქართველოს ისტორიის, ლიტერატურისა და ეთნოგრაფიის დარგებში, ქართულ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე.

ალექსანდრე ხახანაშვილის პირადი არქივი 1967 წლის 25 მაისიდან ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ბიბლიოგრაფია (არასრული სია)

  • ხახანაშვილი ა., „Очерки по истории грузинской словестности“
  • ხახანაშვილი ა., აზრი პროფესორის ტომაშეკის, ქართველთა და სომეხთა შესახებ. — გაზ. „ივერია“, 1894, 13 ოქტ., №217, გვ. 3-4.
  • ხახანაშვილი ა., აზრი პროფ. ჰომმელისა ქართული ენის შესახებ.—კვალი, 1894, №35, გვ. 6.
  • ხახანაშვილი ა., ბრიტანიის მუზეუმის ქართული ხელნაწერები.— ჟ. „მოამბე“, 1905, №8, განყ. II, გვ. 1-20. მოცემულია ამ მუზეუმში დაცული ხუთი ქართული ხელნაწერის აღწერილობა. ავტორის აზრით, მეტის ყურადღების ღირსია ტყავზე ნაწერი ხუცურად in folio 369... ფურცლად ახლოს ყდით კრებული წმ. მამათა ცხოვრება". (გვ. 2).
  • ხახანაშვილი ა., „გურჯები“, ა. ხახანაშვილისა. გამოც. დეკ. დ. ღამბაშიძისა. ქუთაისი, 1891. რეც. [ხაზანიშვილი] ურბნელი ნ. ბიბლიოგრაფია. ივ. 1892. 29 მარტი, №68, გვ. 3-4.
  • ხახანაშვილი ა., დავით იესეს ძე ჩუბინაშვილი.— თეატრი, 1890, 13 მარტი, №11, გვ. 1-2. მისი მოღვაწეობის 50 წელი.
  • ხახანაშვილი ა., ერთი იურიდიული ტერმინის განმარტება. — გაზ. „ივერია“, 1904, №10, გვ. 2. ეხება მეფე გიორგი ბრწყინვალის „ძეგლის დებაში“ მოხსენებულ „ჰაეროვანს“, რომელიც დ. ბაქრაძეს მიაჩნდა უბრალო კაცად („ვინგინდავინ“) და თარგმნა „из числа народа“. ალ. ხახანაშვილის აზრით „ჰაეროვანი არ ნიშნავს უბრალო კაცს“. იგი „უნდა გადაითარგმნოს отличительный“.
  • ხახანაშვილი ა., იმერული თუ ქართული ენა? — გაზ. „ივერია“, 1902, №263, გვ. 3. წიგნში „Первая всеобщая перепись населения российского империи 1897 г... Черноморская губерния; СПБ, 1901“. იმერული მიჩნეულია ცალკე ენად, დასახელებულია ქართულის, მეგრულისა და აზერბაიჯანულის გვერდით. ალ. ხახანაშვილის თქმით, სამწუხაროა ასეთი გაუგებრობა".
  • ხახანაშვილი ა., ისტორიული შენიშვნები. — ივ. 1899, 31 ოქტ., №231, გვ. 3. [I - „ვეფხისტყაოსნის“ გმირებისა და ევროპის პოეზიაში სალიტერატურო ენის სამ სტილად დაყოფის შესახებ].
  • ხახანაშვილი ა., კიდევ სპოვრითების შესახებ. — ივ. 1893, 20 მარტი, №59, გვ. 2-3.
  • ხახანაშვილი ა., მ. გ. ჯანაშვილი, ქართული გრამმატიკა, ტფილისი, 1906წ. (ბიბლიოგრაფია).— გაზ. „მეგობარი“, 1906, 25 ნოემბ. (8 დეკ.), №51, გვ. 3.
  • ხახანაშვილი ა., მეგრული ენა ქართულს ლიტერატურასა და მწერლობაში.— გაზ. „ივერია“, 1897, 2, ნოემბ., №227, გვ. 3-4.
  • ხახანაშვილი ა., პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები. — ჟ. „მოამბე“, 1898, I, განყ. II, გვ. 1-20. მოცემულია პარიზში დაცული ქართული ხელნაწერების აღწერილობა 25 ხელნაწერი. მათ შორის არის ქართული ლექსიკონი (ს.-ს. ორბელიანისა) და ქართული გრამატიკები (3 ხელნაწერი). ერთ-ერთი გრამატიკა შედგენილია დავით ბატონიშვილის მიერ.
  • ხახანაშვილი ა., პროგრამმა ეთნოგრაფიული და იურიდიული ცნობების შესაკრებად. — კრებული აკაკისა, 1899, VII (გვ. 17-32), VIII (გვ. 71-87), IX (გვ. 122-134); XI (გვ. 63-81); 1900, II (გვ. 81-110).
  • ხახანაშვილი ა., სალიტერატურო ქართული, სილოვ. ხუნდაძის გამოკვლევა, ქუთასი, 1901წ. [რეცენზია]. — გაზ. „კვალი“, №18, 1901, გვ. 296-297. რეცენზენტი სილ. ხუნდაძის ამ შრომას იწონებს საერთოდ. აძლევს მხოლოდ ზოგიერთ შენიშვნას (აღ პრევერბის ერთნაირად ხმარების საჭიროების შესახებ და სხვ.).
  • ხახანაშვილი ა., სპარსული ”ვის ო რამინი" და ქართული ვისრამიანი". — ჟ. „მოამბე“, 1896, №6, განყ. II, გვ. 71-86.
  • ხახანაშვილი ა., ქართული ანბანი.— ავტორის წიგნში „ქართული სიტყვიერების ისტორია (უძველესი დროიდან XVIII საუკ.)“, თბ., 1904, გვ. 191-194.
  • ხახანაშვილი ა., ქართული აპოკრიფები. — ჟ. „მწყესი“, 1893, №19, გვ. 11-13, 1894, №2, გვ. 9-11.
  • ხახანაშვილი ა., ქართული ენა და მისი კილოკავები.— ავტორის წიგნში—„ქართულის სიტყვიერების ისტორია (უძველესი დროიდან XVIII საუკ.)“, თბ., 1904, გვ. 181-191.
  • ხახანაშვილი ა., ქართული სამწერლო ენა. — გაზ. „ივერია“, 1901, №82, გვ. 3.
  • ხახანაშვილი ა., ყიფიანი მ. ბუნება ქართული ეტიმოლოგიური შენობისა, მოკლე საგრამატიკო წერილები სამასალოდ. ტფ., 1910 [რეც.] — სამეცნიერო-პედაგოგიური სალიტერატურო ჟურნალი განათლება, 1910, №9, გვ. 431-434.
  • ხახანაშვილი ა., შენიშვნები ძველი ქართულის შესახებ. — ივ. 1893, 19 დეკ. №275, გვ. 2-3.
  • ხახანაშვილი ა., ძველად აღბეჭდილნი წიგნნი მოსკოვის სინოდალურს სტამბაში.— „მოამბე“, 1900, №3, განყ. II, გვ. 19-26. ჩამოვლილია XVIII და ნაწილობრივ XIX საუკუნეებში დაბეჭდილი წიგნები. მათ შორის არის „ქართული ანბანი...“, ქართული ღრამმატიკა", სახარება, ფსალმუნი და სხვა.

ლიტერატურა

  • გოზალიშვილი ს., სიდამონიძე უ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 446-447.
  • ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 414, თბ., 1994
  • გოზალიშვილი ს., „ალექსანდრე ხახანაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები“ // საისტორიო მოამბე, 1975, N31-32
  • მეგრელიძე ი. „რუსთველოლოგები“, თბილისი, 1970
  • ბადრიძე შ. — ქართველთმოცდნეობის გამოჩენილი მოჭირნახულე ალექსანდრე ხახანაშვილი. თბ. 1968
  • გოზალიშვილი ს., „ქართული სიტყვიერების გამოჩენილი მკვლევარი“ // მნათობი, 1964, N1
  • Богданов В., А. С. Хаханов. (Некролог), „Этнографич. обозрение“, 1912, No 1-2
  • Джавахов А. Н., А. С. Хаханов и его деятельность в области кавказоведения, там же, No 3-4 (ერთვის ა. ხახანაშვილის შრომათა სია)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted