შინაარსზე გადასვლა

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი
ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე იაგო ხვიჩია
ისტორია
დაფუძნდა 16 აპრილი, 2016
პოზიციები
იდეოლოგია მემარჯვენე ლიბერტარიანიზმი
კლასიკური ლიბერალიზმი
პროევროპეიზმი
პოლიტიკური პოზიცია მემარჯვენე-ცენტრიზმი
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
0 / 150
საკრებულოები
1 / 2 068
თბილისის საკრებულო
0 / 50
ფერები     
შტაბ-ბინა 9 აპრილის ქ. #3/5, თბილისი
girchi.com
გირჩის დროშა

ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი — მემარჯვენე-ლიბერტარიანული პარტია საქართველოში. მისი თავმჯდომარეა იაგო ხვიჩია. პარტიის მიზანია ინდივიდის თავისუფლების ხარისხის გაზრდა, დეცენტრალიზაციის, თავისუფალი ბაზრის, მცირე მთავრობის, გადასახადების შემცირებისა და რეგულაციების გაუქმების გზით. ტრადიციულად მემარჯვენე ეკონომიკურ პოზიციებთან ერთად, გირჩი მხარს უჭერს სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმებას, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას და ლეგალიზაციას.

2020 წელს პარტია გაიყო — შეიქმნა გირჩი — მეტი თავისუფლება, რომლის თავმჯდომარე გახდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.[1]

ისტორია

„ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“ შეიქმნა 2015 წელს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ოთხი დეპუტატის — ზურაბ ჯაფარიძის, პავლე კუბლაშვილის, გოგა ხაჩიძისა და გიორგი მელაძის წამოსვლის შემდეგ. პარტია საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა 18 მაისს, დამაფუძნებელი ყრილობა კი ჩაატარა 2016 წლის 16 აპრილს.[2]

გირჩმა სხვა პარტიებისაგან განსხვავებული პოლიტიკური საქმიანობის სტრატეგია და ფორმები აირჩია. პარტიამ გამოიყენა საქართველოსათვის არატრადიციული პოლიტიკური აქტივიზმი. მკაცრი ნარკოპოლიტიკა გააპროტესტა კანაფის საჯაროდ დათესვით.[3] დააფუძნა ეკლესია — ბიბლიური თავისუფლება, ახალგაზრდა მამაკაცებისთვის გაწვევის თავიდან ასაცილებლად.[4] გირჩის მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვება იყო მოგებული საკონსტიტუციო სარჩელები, რამაც კანაფის/მარიხუანას მოხმარების კონსტიტუციურობა აღიარა საქართველოში.[5]

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, 2016 წლის 18 აგვისტოს „გირჩმა“ პარტიებთან: „ახალი საქართველო“, „სახელმწიფო ხალხისთვის“ და „ახალი მემარჯვენეები“ შექმნა ბლოკი „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის“, რომლის ლიდერიც ამავე სახელწოდების პარტიის ლიდერი, ყოფილი საოპერო ბანი, პაატა ბურჭულაძე იყო. 27 სექტემბერს, არჩევნებამდე 13 დღით ადრე, „გირჩმა“ ბლოკი დატოვა და ბურჭულაძე შანტაჟში დაადანაშაულა, შედეგად პარტია არჩევნებს გამოეთიშა.[6]

პარტიამ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში არ მიიღო მონაწილეობა.[7]

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის კანდიდატი მისი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე იყო. ჯაფარიძემ არჩევნებში 2,26% (36 034 ხმა) აიღო და მეექვსე ადგილი დაიკავა.[8]

2019 წელს, გირჩის კანდიდატმა ჰერმან საბომ მონაწილეობა მიიღო დედაქალაქის მთაწმინდის რაიონში გამართულ რიგგარეშე მაჟორიტარულ არჩევნებში და ხმების 4,79% მიიღო.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა და 2,89% (55 598 ხმა) აიღო, გადალახა 1%-იანი ბარიერი და პარლამენტში 4 დეპუტატი გაიყვანა.[9][10]

ამავე წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარტია დატოვა მისმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელმაც ახალი პარტია გირჩი — მეტი თავისუფლება დააარსა.[11] ეს გადაწყვეტილება მან ახსნა პარტიის სხვა ლიდერებთან პიროვნული კონფლიქტით. ლიდერის მიერ პარტიის დატოვებამ და პარტიის გაყოფამ რეიტინგის ვარდნა გამოიწვია.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ 0,95% (16 683 ხმა) აიღო და მხოლოდ აბაშის საკრებულოში გადალახა 3%-იანი ბარიერი, სადაც 1 დეპუტატი გაიყვანა – კოკი ჩაჩავა.[12]

პარტიის სიმბოლიკის ნაწილია მწვანე გირჩი თეთრ ფონზე, როგორც სიახლის სიმბოლო.

სახელი

სახელი „გირჩი“ აირჩა, როგორც სიახლის, სიმწვანის, ახალი სიცოცხლის დასაწყისის სიმბოლო (იხ. გირჩა).[13]

ორგანიზაციული სტრუქტურა

შიდაპარტიული მმართველობა

გირჩის მოწყობა და საქმიანობის პრინციპები დადგენილია 2021 წელს მიღებულ პარტიის კონსტიტუციაში.[14] პარტიას მართავს მმართველი საბჭო, რომელიც შედგება პოლიტიკოსებისაგან, უმსხვილესი აქციონერებისა (ქართული დოლარი ან GeD) და დონორებისგან.[15] პარტია იმართება მერიტოკრატიული პრინციპით. მერიტოკრატია გამოიხატება პარტიის საქმიანობაში შეტანილი წვლილის შესაბამისად მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, GeD სისტემის გამოყენებით.

ქართული დოლარი

ქართული დოლარი (GeD) არის გირჩის მიერ შექმნილი ციფრული ვალუტა, რომლის ღირებულება 0,01 აშშ დოლარია, გამოიყენება პარტიის მხარდამჭერების დაფინანსების აღრიცხვისათვის და შიდა პარტიულ საკითხებისათვის ხმის მიცემისთვის. პარტია ხაზს უსვამს გამჭვირვალობას, ყველა ტრანზაქცია საჯაროა.[16]

შედეგები არჩევნებში

საპარლამენტო

არჩევნები ხმები % მანდატები +/– სტატუსი
2020 55 598 2,89
4 / 150
ახალი ოპოზიცია
2024 62 223 3,00
0 / 150
4 ოპოზიცია

საპრეზიდენტო

არჩევნები კანდიდატი ხმები % შედეგი
2018 ზურაბ ჯაფარიძე 36 034 2,26 მეექვსე ადგილი

ადგილობრივი

არჩევნები ხმები % მანდატები +/–
2021 16 683 0,95
1 / 2 068
ახალი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  2. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  3. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  4. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  5. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  6. „გირჩმა“ პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკი დატოვა. ციტირების თარიღი: 2023-01-21.
  7. “გირჩი” 2017 წლის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ციტირების თარიღი: 2023-01-21.
  8. 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. ციტირების თარიღი: 2023-01-21.
  9. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ციტირების თარიღი: 2023-01-21.
  10. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  11. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  12. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგები. ციტირების თარიღი: 2023-01-21.
  13. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  14. გირჩის კონსტიტუცია en. girchi.com. ციტირების თარიღი: 17 აგვისტო, 2024
  15. ჯედების და საბიუჯეტო ფულის ამბავი en. girchi.com. ციტირების თარიღი: 17 აგვისტო, 2024
  16. გირჩის მოწყობა და ჯედი en. girchi.com. ციტირების თარიღი: 17 აგვისტო, 2024

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted