ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა
დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო | |
---|---|
ქვეყანა | საქართველოს დროშა საქართველო |
ხელმძღვანელობა | |
თავმჯდომარე | ნინო ბურჯანაძე |
ისტორია | |
დაფუძნდა | 23 ნოემბერი, 2008 |
პოზიციები | |
იდეოლოგია |
კონსერვატიზმი ეკონომიკური ნაციონალიზმი |
საიდენტიფიკაციო ნომერი | 205271294 |
წარმომადგენლობითობა | |
პარლამენტი |
0 / 150 |
ფერები | |
შტაბ-ბინა |
მიქელაძის ქუჩა N11 თბილისი, საქართველო |
democrats.ge |
ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა — პოლიტიკური პარტია, შექმნილი საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მიერ.
ისტორია
პარტიის დაფუძნების განცხადება გაკეთდა 2008 წლის 27 ოქტომბერს, ხოლო დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა 23 ნოემბერს — ვარდების რევოლუციის მეხუთე წლისთავზე. 2009 წლის აპრილსა და მაისში მოძრაობა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად იყო ორგანიზატორი საპროტესტო აქციებისა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. პარტია ბოიკოტს უცხადებდა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებს და მასში მონაწილეობა არ მიუღია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გავიდა მესამე ადგილზე. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ დაიკავა მესამე ადგილი. დემოკრატიული მოძრაობიდან თბილისის საკრებულოში შევიდნენ:ზაზა ვეკუა, თამარ ცინცაბაძე და შალვა ოგბაიძე. დეპუტატებმა თბილისის საკრებულოში შექმნეს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“. ფრაქციის თავმჯდომარე გახდა პარტიის გენერალური მდივანი ზაზა ვეკუა. 2016 წლის 1 სექტემბერს საკრებულოს წევრებმა დატოვეს პარტია დემოკრატიული მოძრაობა, რის გამოც ფრაქცია „ გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ დაიშალა.[1]
პოლიტიკური პლატფორმა
დამფუძნებელთა განცხადებით, „ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა“ ეფუძნება საქართველოს ერთიანობის იდეას, ეროვნულ ღირებულებებსა და ტრადიციებს.
კონკრეტული და გრძელვადიანი პოლიტიკური პროგრამა პარტიას ჯერ არ გააჩნია. არსებობს მხოლოდ 2 დოკუმენტი: პარტიის ხედვა და მოკლევადიანი ანტიკრიზისული პროგრამა.
ორგანიზაციული სტრუქტურა
პარტიის ხელმძღვანელი ორგანოა მთავარი საბჭო. უმაღლესი თანამდებობის პირები არიან თავმჯდომარე (ნინო ბურჯანაძე) და გენერალური მდივანი (გიგლა ბარამიძე).
პარტიასთან არსებობს საკონსულტაციო ორგანო „დარბაზი“, რომელიც, ძირითადად, საზოგადო მოღვაწეებითაა დაკომპლექტებული.
შედეგები არჩევნებში
საპარლამენტო
არჩევნები | ხმები | % | მანდატები | +/– | სტატუსი |
---|---|---|---|---|---|
2016 | 62 166 | 3,53 | 0 / 150 |
ახალი | გარესაპარლამენტო |
2020 | 16 286 | 0,85 | 0 / 150 |
0 ესკიზის შექმნის შეცდომა: | გარესაპარლამენტო |
საპრეზიდენტო
არჩევნები | კანდიდატი | ხმები | % | შედეგი |
---|---|---|---|---|
2013 | ნინო ბურჯანაძე | 166 601 | 10,19 | მესამე ადგილი |
ადგილობრივი
არჩევნები | ხმები | % | მანდატები | +/– |
---|---|---|---|---|
2014 | 144 691 | 10,22 | 148 / 2 088 |
ახალი |
2017 | 38 898 | 2,59 | 12 / 2 043 |
136 ფაილი:Decrease2.svg |
2021 | 845 | 0,05 | 0 / 2 068 |
12 ფაილი:Decrease2.svg |
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტითარგი:დაარქივებულის ნიშანი
- ოფიციალური საიტითარგი:დაარქივებულის ნიშანი
- პარტიის დამფუძნებელი ყრილობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted