შინაარსზე გადასვლა

გაგრა (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საფეხბურთო კლუბი გაგრა
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი გაგრა
დაარსდა 2004
სტადიონი მერანი
თბილისი, საქართველო
(ტევადობა: 1,500)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა ბესო ჩიხრაძე
მწვრთნელი საქართველოს დროშა ზვიად ჯელაძე
ლიგა ეროვნული ლიგა
2023 მე-7
საიტი ოფიციალური საიტი

საფეხბურთო კლუბი გაგრა — საფეხბურთო კლუბი ქალაქ თბილისში, საქართველოს თასის გამარჯვებული 2011 და 2020 წლებში.

ისტორია

2003–04 წლებში გუნდი, რომელიც შემდეგ გაგრის სახელით გამოვიდა, ჭაბუკთა ლიგაში ასპარეზობდა ლოკომოტივის სახელით. კლუბი 1985–86 წლებში დაბადებული ახალგაზრდებით იყო დაკომპლექტებული. სწორედ ამ წელს უეფამ პირველად ჩაატარა ჭაბუკთა ლიგა საქართველოში და კლუბმა გამოსვლა ჩემპიონობით დაასრულა. საფეხბურთო კლუბ გაგრის ჩამოყალიბების იდეა უკვე არსებობდა. იდეა ეკუთვნოდა უკრაინაში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენ ბესო ჩიხრაძეს. 2004 წელს, ივლისში დღის წესრიგში დადგა კლუბის სახელწოდების საკითხი. გუნდს დაერქვა გაგრა, რადგან პრეზიდენტი ბესო ჩიხრაძე წარმოშობით გაგრიდან იყო.

პირველ ლიგაში გაგრა ცხრილის ზედა ნაწილში დამკვიდრდა, მაგრამ უმაღლესში გადასვლას ვერ ახერხებდა. 2007 წელს გაგრა ფლეი-ოფში დამარცხდა საჩხერის ჩიხურასთან, 2008 წელს – ცხინვალის სპარტაკთან, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ლიგის გამარჯვებულ „ჭიათურას“ არ აღმოაჩნდა მყარი ფინასური გარანტიები, მის ნაცვლად უმაღლეს ლიგაში გაგრა გადავიდა. გუნდმა პირველივე მატჩი სენსაციით დაიწყო, მან მოქმედი ჩემპიონი თბილისის დინამო დაამარცხა. გაგრამ უმაღლეს ლიგაში ორი სეზონი გაატარა და შემდეგ პირველ ლიგაში დაქვეითდა. 2011 წლის სეზონი გუნდმა კარგად ჩაატარა, მოიგო პირველი ლიგა და გახდა საქართველოს თასის გამარჯვებული, დაამარცხა რა ფინალში „ტორპედო ქუთაისი“.

2020 წლის სეზონში „გაგრა“ მეორედ დაეუფლა დავით ყიფიანის სახელობის თასს: გათამაშების 1/16 ფინალში 4-0 დაამარცხდა ფოთის კოლხეთი-1913, შემდეგ — 1-0 ბათუმის დინამო, მომდევნო ეტაპებზე კი პენალტების სერიაში სძლია გორის დილას, საბურთალოს და სამგურალს.

ევროთასებზე გამოსვლა

საქართველოს თასის გამარჯვებულმა „გაგრამ“ 2011-12 წ. უეფა-ს ევროპა ლიგის გათამაშებაზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მას მეტოქედ კვიპროსის ანორთოსისი ერგო, რომელთანაც ორი მატჩის ჯამში 2-3 დამარცხდა.

2020 წელს თასის მოგების შედეგად გუნდი უეფას კონფერენს ლიგის სადებიუტო 2021-22 წწ.სეზონში გამოვა.

სეზონი გათამაშება ეტაპი კლუბი სახლში სტუმრად საერთო
2011–12 უეფა-ს ევროპა ლიგა II საკვალიფიკაციო კვიპროსის დროშა ანორთოსისი ფამაგუსტა 2–0[1] 0–3[2] 2–3
2021–22 უეფა-ს კონფერენს ლიგა I საკვალიფიკაციო ესკიზის შექმნის შეცდომა: სუტიესკა ნიკშიჩი 1–1[3] 0–1[4] 1–2

ტიტულები

შემადგენლობა

<templatestyles src="Template:Football squad player/styles.css" /> შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე თარგი:Fba/core ალექსანდრე ადამია
3 მცველი თარგი:Fba/core გიორგი ჯგერენაია
5 მცველი თარგი:Fba/core გიორგი ტყეშელაშვილი
6 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ირაკლი ხუციძე
8 თავდამსხმელი თარგი:Fba/core შალვა კვანტალიანი
9 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ნიკა ჭკუასელი
10 მცველი თარგი:Fba/core ნიკოლოზ ჯიშკარიანი
11 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ნუგზარ ხოჯაშვილი
12 მეკარე თარგი:Fba/core გიორგი ბეგაშვილი
15 მცველი თარგი:Fba/core ლაშა კალანდაძე
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
16 თავდამსხმელი თარგი:Fba/core ჯონ ჯერემია
17 თავდამსხმელი თარგი:Fba/core ლევან ყიფიანი
18 თავდამსხმელი თარგი:Fba/core გიორგი როსტიაშვილი
19 ნახევარმცველი თარგი:Fba/core გიორგი ყურულაშვილი
21 ნახევარმცველი თარგი:Fba/core მიშიკო სარდალიშვილი
22 მეკარე თარგი:Fba/core ილია მაღრაძე
24 ნახევარმცველი თარგი:Fba/core გიორგი ზვიადაძე
27 მცველი თარგი:Fba/core ნოდარ კიკნაველიძე
30 ნახევარმცველი თარგი:Fba/core გუგა ფალავანდიშვილი
? ნახევარმცველი თარგი:Fba/core ლევან სეთურიძე

მწვრთნელები

პერიოდი ქვეყანა მწვრთნელი
2004-2009 საქართველოს დროშა კახი კარანაძე
2009—2009 უკრაინის დროშა ვიქტორ კაშჩეი
2008—2010 საქართველოს დროშა ვლადიმერ ხაჩიძე
2010—2011 უკრაინის დროშა ანატოლი პისკოვეცი
2011—2012 საქართველოს დროშა ზვიად ჭელაძე

შტაბი

  • პრეზიდენტი - ბესო ჩიხრაძე
  • დირექტორი - გოდერძი ჩიხრაძე
  • პრესატაშე - მიხეილ აფხაზავა
  • ბუღალტერი - თემურ ბულისკერია
  • უსაფრთხოების ოფიცერი - გოგა ვაშაკიძე
  • ადმინისტრატორი - ჯონი ჩაკვეტაძე
  • სელექციონერი - ლერი გაბესკირია
  • მთავარი მწვრთნელი - ანატოლი პისკოვეცი
  • მეორე მწვრთნელი - ზვიად ჯელაძე
  • დუბლის მწვრთნელი - თეიმურაზ ჩხაიძე
  • მეკარეების მწვრთნელი - დავით მამარდაშვილი
  • ფიზმომზადების მწვრთნელი - შალვა ნადირაძე
  • ექიმი - ზურაბ ლომინაძე
  • ფიზიოთერაპევტები- ლაშა ტატაშვილ, როლანდ ხვადაგიანი
  • ბავშვთა გუნდის მწვრთნელი - პაატა გოცირიძე

კლუბს ჰყავს დუბლშემადგენლობა და ასაკობრივი ნაკრებები 1991-92, 1993-94, 1995-96 წლებში დაბადებული ფეხბურთელებისთვის. კლუბს აქვს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების საკუთარი პროგრამა.

გაგრას ბომბარდირები

წელი ფეხბურთელი ქვეყანა გოლები
2010-11 აბაიომი ოვონიკოკო ნიგერიის დროშა ნიგერია 11
2008-09 გიორგი გაბედავა საქართველოს დროშა საქართველო 6

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted