დალია გრიბაუსკაიტე
დალია გრიბაუსკაიტე | |
დალია გრიბაუსკაიტე | |
ლიეტუვის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 ივლისი, 2009 – 12 ივლისი, 2019 | |
წინამორბედი | ვალდას ადამკუსი |
მემკვიდრე | გიტანას ნაუსედა |
ლიეტუვის ფინანსთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 ივლისი 2001 – 1 მაისი 2004 | |
პრემიერ-მინისტრი | ალგირდას ბრაზაუსკასი |
წინამორბედი | იოანას ლიონგინასი |
მემკვიდრე | ალგირდას ბუტკიავიჩიუსი |
დაბადებული | 1 მარტი, 1956 ვილნიუსი ლიტვის სსრ |
ეროვნება | ლიეტუველი |
ხელმოწერა | ფაილი:Dalia Grybauskaitė.Signature.svg |
დალია გრიბაუსკაიტე (ლიეტ. Dalia Grybauskaitė; დ. 1 მარტი, 1956, ვილნიუსი, ლიტვის სსრ) — ლიეტუველი პოლიტიკოსი, ლიეტუვის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ლიეტუვის პირველი ქალი პრეზიდენტი 2009-2019 წლებში.
განათლება
აკადემიური ხარისხი - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი.
- 1983 ჟდანოვის უნივერსიტეტი (ლენინგრადი), ეკონომიკის ფაკულტეტი.
- 1991 ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი (ვაშინგტონი) საგარეო ურთიერთობების სკოლა.
პოლიტიკური კარიერა
1983 წელს სანქტ-პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ, 27 წლის დალიამ მუშაობა დაიწყო ვილნიუსის უმაღლეს პარტიულ სკოლაში, სადაც 1990 წლამდე კითხულობდა პოლიტეკონომიას. 1988 წელს დაიცვა დისერტაცია და გახდა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი. 1990–1991 წწ. მუშაობდა ეკონომიკის ინსტიტუტში სწავლულ მდივნად. 1991–2001 წწ. მუშაობდა მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე. 2001–2004 წწ. ლიეტუვის ფინანსთა მინისტრია.
2009 წლის 26 თებერვალს ოფიციალურად დაასახელეს ლიეტუვის პრეზიდენტობის კანდიდატად, ხოლო 17 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმების 68.18% და გახდა ლიეტუვის ისტორიაში პირველი ქალი-პრეზიდენტი.
2014 წლის 11 მაისს, ლიეტუვის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. არჩევნებში მონაწილე 7 კანდიდატს შორის დალია გრიბაუსკაიტემ 45,92%-ით ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღო. მეორე ტური იმავე წლის 25 მაისს შედგა, სადაც ხმების 57,90%-ით დალია გრიბაუსკაიტე ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.[1]
დალია გრიბაუსკაიტე ლიეტუვის პრეზიდენტის პოსტს 2019 წლის 12 ივლისამდე იკავებდა.
პირადი ცხოვრება
დალია გრიბაუსკაიტე გათხოვილი არ ყოფილა. ლაპარაკობს ლიეტუვურად, ინგლისურად, რუსულად, ფრანგულად და პოლონურად.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- დალია გრიბაუსკაიტეს ბიოგრაფია cidob.org-ზე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Lithuania set for energy rethink -interview with BBC. BBC World News
- Lunch with the FT: Dalia Grybauskaite. Financial Times
- Grybauskaitė run for the President (video) Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ დალია გრიბაუსკაიტე ლიეტუვის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. www.tabula.ge. ციტირების თარიღი: 27 მაისი, 2019.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
წინამორბედი: ვალდას ადამკუსი |
ლიეტუვის პრეზიდენტი 2009-2019 – |
შემდეგი: გიტანას ნაუსედა |
|