შინაარსზე გადასვლა

დენი გებიდონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted დენი გებიდონი (დ. 8 აგვისტო, 1979) — ყოფილი უელსელი ფეხბურთელი, რომელიც უკანასკნელად თამაშობდა უელსურ კლუბ „პანტეგში“ მცველის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს იცავდა „ვესტ ბრომვიჩის“, „კარდიფის“, „ვესტ ჰემის“, „კუინზი პარკ რეინჯერსის“, „კრისტალ პალასისა“ და უელსის ეროვნული ნაკრების ღირსებას.

კარიერა

გებიდონმა კარიერა „ვესტ ბრომვიჩში“ დაიწყო. კლუბთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი 1998 წელს გააფორმა, ხოლო „კლუბის“ მაისურით პირველი მატჩი 1999 წლის 20 მარტს „იპსვიჩ ტაუნის“ წინააღმდეგ ჩაატარა. გუნდში იგი თამაშობდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე, თუმცა მთავარი მწვრთნელის პოსტზე გერი მეგსონის მოსვლის შემდეგ, დენმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, ხოლო მისი ადგილი კი დეს ლიტლმა დაიკავა. 2000/2001 სეზონზე გებიდონი იჯარით გადავიდა „კარდიფში“, რომელთანაც 2000 წლის სექტემბერში სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. „კარდიფ სიტი“ დენისთვის მშობლიურ კლუბად იქცა. ამ გუნდის მაისურით გებიდონმა დაახლოებით 200 მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარი ათჯერ აიღო.

2005 წელს ვესტ ჰემ „ვესტ ჰემის“ სკაუტებმა კარდიფის ცენტრალური დაცვის წყვილი დენი გებიდონი და ჯეიმზ კოლინზი შენიშნეს. „ვესტ ჰემში“ მისვლისთანავე იგი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა, განსხვავებით კოლინზისაგან.

2011 წლის 24 ივლისს გებიდონმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა „კუინზი პარკ რეინჯერსთან“. მისი დებიუტი კლუბში შედგა 2011 წლის 13 აგვისტოს, „ბოლტონ უონდერერსის“ წინააღმდეგ, ვისთანაც კლუბი დამარცხდა ანგარიშით 4:0..[1]

2012 წლის 18 სექტემბერს გებიდონი გახდა „კრისტალ პალასის“ ფეხბურთელი,[2] სადაც ასპარეზობდა 2014 წლამდე.

2014 წლის 1 სექტემბერს იგი კვლავ „კარდიფის“ ფეხბურთელი გახდა, თუმცა მან აქ მხოლოდ რვა თვე დაჰყო და 2015 წლის აგვისტოში შეუერთდა უელსურ კლუბ „პანტეგს“.

გებიდონმა უელსის ახალგაზრდული ნაკრების მაისურით 17 მატჩი ჩაატარა. 2002 წელს შედგა მისი დებიუტი უელსის ძირითად ნაკრებში. ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა 2014 წლამდე. გებიდონს ნაკრებში არც ერთ მატჩში გოლი არ გაუტანია.

მიღწევები

კარდიფ სიტი
ვესტ ჰემ იუნაიტედი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  2. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted