იარმუკის ბრძოლა
თარგი:Stack იარმუკის ბრძოლა — ბიზანტია-არაბეთის ბრძოლა. გაიმართა 636 წლის 20 აგვისტოს სირიაზე კონტროლის მოსაპოვებლად.
635 წელს არაბებმა დამასკო და სამხრეთ სირიის ქალაქების უმრავლესობა აიღეს. ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემ შეკრიბა დაახ. 100 000-იანი არმია სირიის გასათავისუფლებლად. უზარმაზარი არმია ხუთ მხედართმთავარს ჩააბარა. პირველი არმია შედგებოდა აღმოსავლეთი სომხებისაგან, მასში ასევე შედიოდნენ სირიელებიც. არმიას ხელმძღვანელობდა ვაჰანი. მეორე არმია სლავებისა და ბიზანტიის ევროპული პროვინციის მოსახლეობისაგან შედგებოდა და ხელმძღვანელობდა იბნ კანატირი. მესამე არმია ქრისტიანი არაბებისაგან შედგებოდა და მეთაურობდა ჯაბალა ბინ აიჰამა. მეოთხე არმიაში შედიოდნენ ბიზანტიის ტერიტორიაზე მცხოვრები სომხები, მეთაურობდა სომეხი გრიგორი. მეხუთე არმია იყო ბიზანტიელების არმია. არაბებს მეთაურობდა ხალიდ იბნ ალ-ვალიდი, ბიზანტიელებს - თეოდორე ტრითირიუსი.
იარმუკის ბრძოლა გაგრძელდა სამი დღე და დასრულდა ბიზანტიელების სრული მარცხით. ბრძოლაში დაიღუპა სამი ბიზანტიელი მხედართმთავარი.
ამ მარცხის შედეგად არაბებმა დაიმორჩილეს მთელი პალესტინა, 637 წელს აიღეს იერუსალიმი.
რესურსები ინტერნეტში
- Yarmouk in Sword of Allah at GrandeStrategy by A.I. Akram
- Battle of Yarmuk animated battle map Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted by Jonathan Webb
- Battle of Yarmuk, 636 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted