იერუსალიმი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
იერუსალიმი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
| |||||
ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size = }} | ||||
[[ოლქი (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|ოლქი]] | იერუსალიმი | ||||
შიდა დაყოფა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ქალაქის მერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
დაარსდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
პირველი ხსენება | [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] | ||||
ფართობი | 125,156 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მოსახლეობა | 981,711 კაცი (2022) | ||||
სიმჭიდროვე | 7,800 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 1,700,000 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საფოსტო ინდექსი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საავტომობილო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური საიტი | jerusalem.muni.il | ||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
იერუსალიმი (ებრ. יְרוּשָׁלַיִם — იერუშალაიმ, არაბ.: القُدس — ალ-ყუდსი (ქართ. — წმინდა); ან أُورُشَلِيم -— ურ[უ]შალიმ — მხოლოდ ფორმალური, ებრაული სახელმწიფოსადმი ლოიალობის გამომხატველი სახელი) — ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქი, წმინდა ქალაქი სამი მონოთეისტური რელიგიის - იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის — მიმდევართათვის. მოსახლეობა: 981,711 (დაახ. 2/3 ებრაელი, 1/3 არაბი). მდებარეობს იეჰუდის (იუდეის) მთების გულში, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე. იყოფა ძველ და ახალ (ძველზე გაცილებით დიდ) ქალაქად.
ძველი ქალაქი
ძველი ქალაქი, რომელსაც თურქების მიერ XVI საუკუნეში აღდგენილი გალავანი აკრავს, სამადაა გაყოფილი: ებრაულ, ქრისტიანულ და მუსულმანურ კვარტლებად. ამ ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია მორიის, იგივე ტაძრის მთა, სადაც თავდაპირველად შლომო (სოლომონ) მეფემ ააგო ებრაული ტაძარი ძვ. წ. 950 წელს. (პირველად იერუსალიმი მოხსენიებულია ძვ. წ. XIX-XVIII სს.-ის ძველ-ეგვიპტურ წყაროში, რომელიც „მტრულ ქალაქთა წყევლის“ სახელითაა ცნობილი და მას აქ „რუშალინუმი“ ეწოდება. ძვ. წ. XIV ს.-ის თელ-ამარნას ნუსხა ქალაქს „ურუსალიმის“ სახელწოდებით მოიხსენიებს, ფარაონ სანქერიბის (ან სენაქერიბის, ძვ. წ. VIII ს.) წარწერაში კი სახელწოდება „ურუსალიმ(მ)უ“ გვხვდება). ახლა ამ მთაზე მხოლოდ მუსულმანური მეჩეთებია. ძველებრაული ტაძრის კომპლექსიდან მხოლოდ მთის ნიადაგის გასამაგრებელი ქვემო გალავნის დასავლეთი მხარე შემორჩა, რომელსაც გოდების კედელსაც უწოდებენ. ძველ ქალაქშივეა ვია დოლოროსა და მრავალი ეკლესია, მათ შორის გოლგოთისაც - ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით იესო ქრისტეს ჯვარცმის ადგილზე აგებული.
ახალი ქალაქი
ახალი ქალაქი უბნებადაა დაყოფილი. თითოეული მათგანი აშენებულია საკუთარი სავაჭრო და ადმინისტრაციული ცენტრის ირგვლივ. არაბული უბნები მხოლოდ ისრაელის მიერ 1967 წელს შემოერთებულ აღმოსავლეთ ნაწილშია. ექვსდღიან ომში გამარჯვების შემდეგ ისრაელმა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მრავალი ებრაული უბანი ააშენა, სადაც დღესდღეობით 200,000-ზე მეტი ებრაელი ცხოვრობს. იერუსალიმის არაბები, რომლებიც უარობენ ისრაელის მოქალაქეობის მიღებას, სარგებლობენ მოქალაქეთათვის განკუთვნილი სოციალური დახმარებით. მეორე მხრივ, რადგან მათ არც მუნიციპალურ არჩევნებში სურთ მონაწილეობის მიღება, მერიაში არ ჰყავთ წარმომადგენლები; ამის გამო ქალაქის ხელისუფლება გულგრილად ეკიდება არაბულ მოსახლეობას, რაც ძირითადად მათი უბნების ინფრასტრუქტურის დაბალ დონეში გამოიხატება. ქალაქის დასავლეთი ნაწილი სრულებით ებრაულია. იერუსალიმის ებრაელები იყოფიან ხილონებად და ხარედებად (ცხოვრების დასავლური სტილის მიმდევრებად და ღრმად მორწმუნეებად). ამ ჯგუფებს შორის დაძაბულება სუფევს რელიგიური და ზნეობრივი საკითხების ირგვლივ, რაც ზოგჯერ უსიამოვნო ინციდენტებს იწვევს. ხილონები და ხარედები ცალ-ცალკე უბნებში ცხოვრობენ.
სტატუსი
იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ქვეყნების ნაწილი არ სცნობს და ამ ქვეყნების საელჩოები თელ-ავივში მდებარეობს. 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, აშშ-ის პრეზიდენტმა — დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად სცნო და შესაბამისად მოითხოვა საელჩოს გადატანა თელ-ავივიდან იერუსალიმში.[1]
პანორამა
რესურსები ინტერნეტში
- იერუსალიმის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ გვერდი
- Jerusalemp3 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, უფასო ვირტუალური mp3 ფორმატის ტური იერუსალიმის მუნიციპალიტეტში.
ხელმძღვანელობა
კულტურა
- ისრაელის მუზეუმი
- ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
განათლება
რუკები
- დღევანდელი იერუსალიმის რუკა
- იერუსალიმის ანტიკური რუკა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- იერუსალიმის რუკები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ Nelson, Louis; Nussbaum, Matthew. (6 December 2017) Trump says U.S. recognizes Jerusalem as Israel's capital, despite global condemnation. ციტირების თარიღი: 6 December 2017.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
|