კუნძულების თამაშები
კუნძულების თამაშები — საერთაშორისო სპორტული ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობს საერთაშორისო კუნძულების თამაშების ასოციაცია. უკანასკნელი თამაშები ჩატარდა კუნძულ ჯერზიზე, 2015 წელს, 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, სადაც 24 კუნძულის 3000 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა 14 სპორტის სახეობაში.
ისტორია
კუნძულების თამაშები დაარსდა 1985 წელს კუნძულ მენზე, როგორც ინტერნაციონალური კუნძულების თამაშები. თავდაპირველად თამაშები ჩაფიქრებული იყო როგორც ერთჯერადი ღონისძიება. ღონისძიების დირექტორი იყო ჯეფფრი კორლეტი, რომელმაც გარდა დიდი ბრიტანეთის მიმდებარე კუნძულებისა, მონაწილეობის მისაღებად მოიწვია ისლანდია, მალტა, ფარერის კუნძულები, გრენლანდია, წმ. ელენეს კუნძული და ნორმანდიის კუნძულები. მთლიანად პირველი თამაშების ღირებულებამ შეადგინა £70 000. 1985 წლის კუნძულების თამაშები იმდენად წარმატებული გამოდგა რომ გადაწყვიტეს ამ ტურნირის ყოველ მეორე წელს ჩატარება.
ჩატარების ადგილი
წელი | თამაშები | მასპინძელი | მონაწილეთა რაოდენობა | სპორტსმენი | სახეობა |
---|---|---|---|---|---|
1985 | I | თარგი:ქვეყნის მონაცემები მენი | 15 | 700 | 7 |
1987 | II | გერნზის დროშა გერნზი | 18 | 1,049 | 9 |
1989 | III | ფარერის კუნძულების დროშა ფარერის კუნძულები | 15 | 800 | 11 |
1991 | IV | ალანდის კუნძულების დროშა ალანდის კუნძულები | 17 | 1,700 | 13 |
1993 | V | უაითის კუნძული | 19 | 1,448 | 14 |
1995 | VI | გიბრალტარი | 18 | 1,214 | 14 |
1997 | VII | ჯერზის დროშა ჯერზი | 20 | ~2,000 | 14 |
1999 | VIII | გოტლანდი | 22 | 1,858 | 14 |
2001 | IX | თარგი:ქვეყნის მონაცემები მენი | 22 | 2,020 | 15 |
2003 | X | გერნზის დროშა გერნზი | 23 | 2,129 | 15 |
2005 | XI | შეტლანდი | 24 | ~2,400 | 14 |
2007 | XII | როდოსი | 25 | ~3,000 | 14 |
2009 | XIII | ალანდის კუნძულების დროშა ალანდის კუნძულები | 24 | ~3,300 | 14 |
2011 | XIV | უაითის კუნძული | 24 | 2,306 | 14 |
2013 | XV | ბერმუდის კუნძულების დროშა ბერმუდის კუნძულები | 22 | 1,127 | 14 |
2015 | XVI | ჯერზის დროშა ჯერზი | 24 | ~3,000 | 14 |
2017 | XVII | გოტლანდი | ≈ 24 | ≈ 3,000 | 14 |
2019 | XVIII | გიბრალტარი | ≈ 3,000 | 12 | |
2021 | XIX | უცნობია |
2021 წელს თამაშების მასპინძლად წარდგენილია 2 კანდიდატი - გერნზი და ფარერის კუნძულები.
მონაწილეები
სულ თამაშებში მონაწილეობა მიიო 27 კუნძულმა, 11 ყველა შეჯიბრზე მიიღო მონაწილეობა.
ნაცრისფერ ფონში მოქცეულია კუნძულები რომლებიც აღარ მონაწილეობენ თამაშებში.
სახეობები
მასპინძელ კუნძულს აქვს უფლება აირჩიოს და ჩაატაროს 12 ან 14 სპორტის სახეობა:
კუნძულების | თამაშების | შეჯიბრებები | |||
---|---|---|---|---|---|
ისრის ტყორცნა | 14 | ფეხბურთი | 14 | სქვოში | 3 |
მძლეოსნობა | 16 | გოლფი | 12 | ცურვა | 16 |
ბადმინტონი | 15 | ტანვარჯიში | 10 | მაგიდის ჩოგბურთი | 14 |
კალათბურთი | 8 | ძიუდო | 6 | ჩოგბურთი | 12 |
ბოულზი | 3 | სეილინგი | 11 | ტრიათლონი | 5 |
ველორბოლა | 15 | ტყვიის სროლა | 16 | ფრენბურთი | 16 |