ლა-კორუნიის პროვინცია
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/94/Localizaci%C3%B3n_de_la_provincia_de_La_Coru%C3%B1a.svg/langka-250px-Localizaci%C3%B3n_de_la_provincia_de_La_Coru%C3%B1a.svg.png)
ლა-კორუნია (ესპ. La Coruña) — პროვინცია ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მდებარეობს გალისიის ავტონომიურ გაერთიანებაში. იგი შემოსაზღვრულია პონტევედრისა და ლუგოს პროვინციებით, ხოლო დასავლეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე.
პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 1,126,70 კაცს (2005 წლის მონაცემებით), რომლის დაახლ. 21% ცხოვრობს მის დედაქალაქ ლა-კორუნიაში.
|
|