ლაკები
იერსახე
ლაკები (ან ყაზიყუმუხები) — დაღესტნის ერთ-ერთი მკვიდრი ხალხი. ძირითადად ცხოვრობენ დაღესტნის რესპუბლიკის მთიან ნაწილში (უმთავრესად ლაკისა და კულიკულის რაიონებში), ნაწილი — ჩრდილოეთ დაღესტნის დაბლობზე ნოვოლაქსკის რაიონი). საერთო რაოდენობა 156 545 კაცი (2002)[1]. ლაპარაკობენ ლაკურ ენაზე, უმრავლესობამ იცის რუსულიც. ძირითადად სუნიტი მუსლიმები არიან. მატერიალური და სულიერი კულტურით ახლოს დგანან დაღესტნის სხვა ხალხთან. ძირითადი საქმიანობა მთაში მეცხოველეობაა (უმთავრესად მომთაბარე მეცხვარეობა), დაბლობში — მიწათმოქმედება. განვითარებულია ხელოსნობა.
სქოლიო
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-02. ციტირების თარიღი: 2010-04-30.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 113.
რესურსები ინტერნეტში
- (რუსული) www.narodru.ru: Лакцы Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- (რუსული) (ინგლისური) www.lakia.net