მეგათერიუმი
იერსახე
მეგათერიუმი (Megatherium) (მეგა... და ბერძნ. therion — ნადირი, მხეცი) — ნამარხი ძუძუმწოვრების გვარი არასრულკბილიანების რიგისა. ჰქონდათ მასიური (6 მ სიგრძის) ტანი და მოკლე ფეხები. იკვებებოდნენ ფოთლებითა და ახალგაზრდა ყლორტებით, რომელთაც წინა კიდურების მოკაუჭებული კლანჭებით იწევდნენ. კვების დროს უკანა კიდურებთან ერთად საყრდენად კუდსაც იყენებდნენ. მეგათერიუმის ნაშთები ბევრგან სრული ჩონჩხების სახითაა ნაპოვნი. ცნობილია ჩრდილოეთ და სამხრეთ პლეისტოცენური ნალექებიდან.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ლიტერატურა
- მჭედლიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 534.