შინაარსზე გადასვლა

მოყავისფრო-მონაცისფრო გიბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოყავისფრო-მონაცისფრო გიბონი
ფაილი:MuellersGibbon.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Hylobates muelleri (Martin, 1841)
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 10551

მოყავისფრო-მონაცისფრო გიბონი (ლათ. Hylobates muelleri) — პრიმატი გიბონისებრთა ოჯახისა.

აღწერა

სხვა გიბონებისაგან განსხვავებით, დედალ-მამლის ბეწვის შეფერილობა ერთმანეთისაგან არ განსხვავდება. ორივე სქესის ცხოველის ბეწვი რუხი ან ყავისფერია, დრუნჩზე უფრო ღიაა. თავზე ხშირად აქვთ მუქი ლაქა. მასა 4-დან 8 კგ-მდე მერყეობს, რაც მას ყველაზე პატარა გიბონად აქცევს.[1]

ქცევა

მეხეური ცხოველია. ბინადრობს წვიმიან ტყეებში. თითქმის მთელ დროს ხეზე ატარებს, მის ვარჯზე გრძელი ხელების დახმარებით გადაადგილდება. ცხოვრობენ წყვილებად და თავის ტერიტორიას სხვა წყვილებისაგან იცავენ. კვების რაციონი უპირატესად ხილისაგან შედგება. სქესობრივ ქცევაზე ცოტა რამაა ცნობილი, თუმცა მიიჩნევა, რომ სხვა გიბონებისაგან ამ მხრივ დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს.[1]

გავრცელება

კუნძულ კალიმანტანის ენდემია, სახლობს მის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში. გვხვდება რიგ დაცულ ტერიტორიებზე, როგორიცაა ბეტუნგ-კერიჰუნის, კუტაისა და ტანჯუნგ-პუტინგის ეროვნული პარკები და სხვ.

ქვესახეობები

ცნობილია 3 ქვესახეობა:[2]

  • Hylobates muelleri muelleri
  • Hylobates muelleri abbotti
  • Hylobates muelleri funereus

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Bruening, S.. Hylobates muelleri: Information. Animal Diversity Web. ციტირების თარიღი: 2013-12-14.
  2. Mammal Species of the World — Browse: muelleri. ციტირების თარიღი: 2013-12-14.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted