ნუნუ გაბუნია
ნუნუ გაბუნია | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია |
საქმიანობა | კომპოზიტორი, მომღერალი |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ჯილდოები |
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1977) თბილისის საპატიო მოქალაქე (2011) |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნუნუ გაბუნია (დ. 18 ივლისი, 1941, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი და მომღერალი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1977), საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2011)
ბიოგრაფია
დაიბადა 1941 წლის 18 ივლისს ქალაქ თბილისში. 1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი (ალექსანდრე შარვეზაშვილის კლასი), 1970 წელს-თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი (ვ. დავიდოვას კლასი). ვოკალური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სტაჟირებას გადიოდა მოსკოვის დიდ თეატრში[2] 1961–1968 წლებში მუშაობდა საბავშვო მუსიკალური გადაცემების რედაქტორად; 1971 წლიდან იყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ორკესტრის სოლისტი;[3] შექმნილი აქვს: ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის – საბავშვო ოპერა „შემოდგომიდან გაზაფხულამდე“ (1969, ორ ნაწილად), ოპერეტა „ნანა მღერის სიყვარულზე“ (1969, სამ ნაწილად), სამნაწილიანი ოპერეტა (1980); საესტრადო სიმღერები (ასზე მეტი) – „მეორე ლეგენდა“ (აკაკი გელოვანის სიტყვებზე), „იავნანა“ (დ. გვიშიანის სიტყვებზე), „სიმღერა თბილისზე“ (ბ. აბაშიძის სიტყვებზე), „საახალწლო“ (მიხეილ ქვლივიძის სიტყვებზე), „სიმღერა სამშობლოზე“, „სიმღერა იეთიმ გურჯზე“, „სალაღობო“, „ჩემი თბილისი“, „10 ლირიკული სიმღერა“ (1980, კრებული), „4 სიმღერა საქართველოზე“ (1983), „6 ლირიკული სიმღერა“ (1983); საბავშვო სიმღერები (60-ზე მეტი); მუსიკა სპექტაკლებისათვის (1963, თბილისის თოჯინების თეატრი, 1967, საგარეჯოს დრამატული თეატრი, 1968, თელავის დრამატული თეატრი, 1972–1976 წლები, ახალციხის დრამატული თეატრი) და ანიმაციური ფილმებისათვის („მონადირე“ (1968), „ლურჯა“ (1973), „სახლობანა“ (1975), „ბულბულის იუბილე“ (1978); მის სიმღერებს ასრულებენ ცნობილი საესტრადო მომღერლები; რამდენიმე სიმღერა წლის საუკეთესო სიმღერად დასახელდა (1974). 2011 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.[4] 2012 წელს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა ნუნუ გაბუნიას ვარსკვლავი.[5]
ლიტერატურა
- Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 90
რესურსები ინტერნეტში
- ნუნუ გაბუნია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თარგი:Geocinema კომპოზიტორი
- ნუნუ გაბუნია საიტზე Discogs
სქოლიო
- ↑ ნუნუ გაბუნია. info.codna.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-04. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2019.
- ↑ ნუნუ გაბუნია - კომპოზიტორი. easterfestival.ge. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2019.[მკვდარი ბმული]
- ↑ ნუნუ გაბუნია. fortuna.ge. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2019.
- ↑ თბილისის საპატიო მოქალაქეები. თბილისის მერიის ოფიციალური საიტი. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2019.
- ↑ კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას ვარსკვლავი გაიხსნა. old.1tv.ge (30 ნოემბერი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-04. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2019.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted