საგარეჯო
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
საგარეჯო Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
| |||||
ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size = }} | ||||
რეგიონი | კახეთის მხარე | ||||
მუნიციპალიტეტი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი | ||||
შიდა დაყოფა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მმართველი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
დაარსდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
პირველი ხსენება | [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1962 | ||||
ფართობი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ცენტრის სიმაღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მოსახლეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,7 % სომხები 0,4 % რუსები 0,3 % | ||||
სასაათო სარტყელი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
სატელეფონო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საფოსტო ინდექსი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საავტომობილო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საგარეჯო — ქალაქი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ქალაქში დგას XVIII საუკუნის ძეგლი საგარეჯოს პეტრე-პავლეს ეკლესია.
გეოგრაფია
მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთის მთისწინეთში, მდინარე თვალთხევის ნაპირას, თბილის-გურჯაანის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 770 მ, თბილისიდან 58 კმ რკინიგზით, 48 კმ საავტომობილო გზით.
არის ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავა. იცის ცხელი ზაფხული და ნალექების ორი მინიმუმი წელიწადში. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11 °C წელიწადში; იანვრისა -0,1 °C, ივლისის — 22 °C. აბსოლუტური მინიმუმი -24 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 38 °C. ნალექები 860 მმ წელიწადში.
ისტორია
სახელწოდება საგარეჯო მომდინარეობს დავითგარეჯას მონასტრის მამულის — საგარეჯოს — ზოგადი სახელიდან.
არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, ქალაქ საგარეჯოს ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ძვ. წ. II ათასწლეულიდან შეიმჩნევა.
წერილობითი წყაროებით ირკვევა, რომ ქალაქ საგარეჯოს ადრე „თვალი“ ერქვა, იგი ზოგჯერ მოხსენიებულია როგორც „თვალნი“, „თვალ-საგარეჯო“ და „საგარეჯო“.
სოფლის სახელწოდებად „თვალი“ ისტორიულ საბუთებში XIX საუკუნიდან ჩნდება. სახელწოდება „თვალნი“ კი მიუთითებს იმაზე, რომ აქ რამდენიმე სოფელი იყო გაერთიანებული, რასაც მატერიალური კულტურის ძეგლების სიმრავლეც მოწმობს. თუმცა ახლა ამ სოფლებს შორის საზღვრები უკვე აღარ გაირჩევა. სახელწოდება „საგარეჯო“ ჩნდება XV საუკუნის შუა წლებიდან. პირველად ეს ტერმინი გარეჯის მონასტრების მფლობელობაში მყოფ სოფლებსა და მამულებზე ვრცელდებოდა. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით: „ამან მოიგო სახელი, ოდეს შესწირეს გარეჯის უდაბნოს დაბნები ესე, უწოდეს საგარეჯო“. XVIII საუკუნეში გაჩნდა სახელწოდება „თვალ-საგარეჯო“. რადგანაც სოფელი საგარეჯოს სენიორიაში შედიოდა, ამ ორი სახელის შერწყმა სავსებით გასაგები ხდება.
გერმანელი მეცნიერისა და მოგზაურის იოჰან გიულდენშტედტის ცნობით: „კახეთის მხარეს თვალსაგარეჯოს უჭირავს იოტის ქვედა დინება და მთისწინეთის ქვემო ნაწილი და მისი ვაკეები. მასვე ეკუთვნის კედლებით და ციხეებით აღჭურვილი ადგილები: 1. მანავი, ყველაზე განაპირა აღმოსავლეთი ადგილი. 2. ნავთლუღი. 3. მარტყოფი, რომელსაც თვლიან ქალაქად. 4. ნორია. 5. ლოჭინი. 6. ბატორო. 7. სეოლი. 8. მონასტერი ნინოწმინდა. 9. ნანიანი და 10. საგარეჯო, რომელსაც აგრეთვე ქალაქი ჰქვია.“
XIX საუკუნის დასაწყისისათვის სოფლის სახელწოდებას „თვალი“ მთლიანად ჩამოსცილდა და, როგორც დავითგარეჯის კუთვნილ სოფელს, დარჩა სახელი — „საგარეჯო“.
საგარეჯომ მრავალჯერ განიცადა მტრის გამანადგურებელი თავდასხმა. XIV საუკუნის ბოლოს, თემურ ლენგის მრავალგზის შემოსევების შედეგად, დავითგარეჯის სამონასტრო ცხოვრება მოიშალა და მისი კუთვნილი სოფლები, მათ შორის თვალიც, ალექსანდრე I-მა მცხეთის საკათალიკოსოს გადასცა. 1741 წელს საგარეჯო ირანელთა მარბიელთა რაზმებმა ააოხრეს. გვიანდელ შუა საუკუნეებში ხშირი იყო ლეკთა თავდასხმები.
საგარეჯო, მთელი შუა საუკუნეების მანძილზე და შემდგომაც, მნიშვნელოვანი სტრატეგიულ-ეკონომიკური პუნქტი იყო. აქ გადიოდა თბილისიდან კახეთში მიმავალი სავაჭრო-სატრანზიტო გზა. საგარეჯოზე გადიოდა აგრეთვე უკანამხრის „ცხვრის გზის“ ერთი ტოტი, რომლითაც ფშაველებს, ერწო-თიანელებს და თუშებს ცხვარი შირაქიდან საზაფხულო საძოვრებზე გადაჰყავდათ.
XV საუკუნეში გარეკახეთი სამოურავოს წარმოადგენდა. მის მოურავს, რომელიც სამეფო კარის დიდმოხელე იყო, მეფე ნიშნავდა. სამოურავოს ადმინისტრაციული ცენტრი სოფელი თვალი იყო.
XVI საუკუნეში ქართლის მეფემ დავით X-მ კახეთის დაკავების მიზნით, ორჯერ ილაშქრა კახეთში. საგარეჯოელებმა მას მხარი დაუჭირეს, რის გამოც, მეფე, მეორედ, ლაშქრობის დროს მცედრიონთან ერთად, სწორედ საგარეჯოში დაბანაკდა.
XVII საუკუნეში, შაჰ აბასის ლაშქრობების შედეგად განადგურებული საგარეჯოს აღდგენა XVII საუკუნეშივე, გარეჯის წინამძღვრის ონოფრე მაჭუტაძის ძალისხმევით დაიწყო.
XX საუკუნის დასაწყისში საგარეჯოში ცხოვრობდა 80-900 კომლი, უმრავლესობა ქართველები და 70 კომლი სომხები. იყო რეგულარული მიმოსვლა დილიჟანსით თბილისსა და საგარეჯოს შორის. სოფლის ქუჩებს ჰქონდა უსწორმასწორო ხასიათი და გაფანტული განაშენიანება. მოქმედებდა ბაზარი, სასოფლო სამკურნალო, ორკლასიანი სასწავლებელი და კერძო სამრევლო სასწავლებელი. მოსახლეობა მისდევდა მემინდვრეობასა და მევენახეობას.
1929 წელს გახდა გარეკახეთის რაიონის ცენტრი, რომელსაც 1933 წელს ეწოდა საგარეჯოს რაიონი. ქალაქის სტატუსი მიიღო 1962 წელს. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა რკინიგზის სადგური, მევენახეობის და მეცხოველეობის მეურნეობები, მეფრინველეობის ფაბრიკა, საკონსერვო, ყველ-კარაქის, ღვინის, საშენ მასალათა, ავტო- და საბურავების შემკეთებელი ქარხნები.
2023 წლის სროლა
2023 წლის 19-20 იანვრის ღამეს საცხოვრებელი კორპუსის ერთ–ერთი ბინის აივნიდან 1974 წელს დაბადებულმა ყოფილმა სამხედრომ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც მოკლა 4 და დაჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი, მოგვიანებით მან ასევე ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ–ერთი დაიღუპა. [1]
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 10 871 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1901 | 4 500 | -- | -- |
1989[2] | ფაილი:Increase2.svg 14 439 | -- | -- |
2002[2] | ესკიზის შექმნის შეცდომა: 12 566 | -- | -- |
2014[3] | ესკიზის შექმნის შეცდომა: 10 871 | 5154 | 5717 |
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 612.
- გაზეთი მოგზაური N2 გვ. 120-127 — 1901 წ.
- ჯამბურია ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2019. — გვ. 52-53.
სქოლიო
- ↑ საგარეჯოში სროლას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაჭრილია – შსს
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-30. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2016.
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
|