სოლფატარა
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
სოლფატარა | |
---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 458[1] მ |
ბოლო ამოფრქვევა | 1198 |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სოლფატარა (იტალ. Cratere Solfatara) — ჰოლოცენური ასაკის ვულკანური კრატერი იტალიაში, ქალაქ პოცუოლის მიდამოებში. გაწოლილია ქალაქ ნეაპოლის დასავლეთით. ჩამქრალი ვულკანია, თუმცა ჯერ კიდევ შეინიშნება ორთქლისა და გოგირდის გამოყოფა. კრატერის დიამეტრი უდრის 770 მ-ს. მისი ფსკერი ბრტყელია და მოფენილია თიხისებრი ქერქით. ადგილ-ადგილ გამომუშავებულია პატარა ორმოები, რომლებშიც დუღს გოგირდი და ტალახი, ასევე განუწყვეტლივ ამოდის ორთქლი, სადაც ქარს მასთან ერთად გადააქვს ნახშირორჟანგიც. კრატერის ერთ-ერთი კედელში გამომუშავებულია ე.წ. „ძაღლის გამოქვაბული“ სადაც დიდი რაოდენობით გამოიყოფა აირი, რის გამოც იღუპებიან იქ მობინადრე ცხოველები. ზედაპირი გავარვარებულია. კრატერი ტურიზმის ღირსშესანიშნავი ობიექტია. განვითარებულია ფუმაროლები და ტალახიანი აბაზანები. ორთქლს სამედიცინო მიზნებისთვის იყენებდენ რომის იმპერიაში. სოლფატარა წარმოიქმნა დაახლოებით 4000 წლის წინ. უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1198 წელს.
რესურსები ინტერნეტში
- ვულკანი სოლფატარა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (ინგლისური)
- ვულკანი სოლფატარა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (იტალიური) (ინგლისური) (ფრანგული)
ლიტერატურა
- Rollo Steffens: "Italiens Vulkane - Die schönsten Wanderungen vom Vesuv zum Ätna", Bruckmann Verlag München, 2004. ISBN 3-7654-3990-8.
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted