ტარპანი
იერსახე
ტარპანი (ლათ. Equus ferus ferus) — გარეული ცხენის ქვესახეობა (შესაძლოა შინაური ცხენის ზოგიერთი ჯიშის წინაპარიც იყოს). ტანად პატარა იყო (სიმაღლე მინდაოში 116-136 სმ), ჰქონდა მკვრივი, ნაცრისფერი სხეული, შავი ფაფარი, ზურგის გასწვრივ კი — შავი ზოლი. ამოწყდა, რადგან ბუნებრივ პირობებში მათი არსებობა შინაური ცხოველების ჯოგებმა შეზღუდეს, ნაწილობრივ ადამიანმაც გაანადგურა. ჯერ კიდევ XVIII—XIX საუკუნეებში ფართოდ იყო გავრცელებული ევროპის რიგ ქვეყანაში, აგრეთვე დასავლეთ ყაზახეთში. მისი სამშობლო იყო რუსეთის ევროპული ნაწილი და აღმოსავლეთი ევროპა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 661.