ტყიბულის მუნიციპალიტეტის გერბი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გერბი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დეტალები | |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გერბი — ტყიბულის მუნიციპალიტეტის სიმბოლო დროშასთან. მიღებულია და დამტკიცებულია ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ, 2012 წლის 11 ივნისის №12 დადგენილებით.
აღწერილობა
გერბის ფარი ირიბად არის სამ ნაწილად გაყოფილი: ცენტრში — ზურმუხტოვანი ველი, ზემოთ — ოქროს და ქვევით — სევადი ველი. გერბის ფარის ზურმუხტოვან ველზე ოქროს გელათის სიმბოლოა მოთავსებული, რომლის ცენტრში ჯვარია გამოსახული.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „ტყიბული“.
რესურსები ინტერნეტში
|