ტყიბული
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტყიბული Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted კარლო ლომაძის მოედანი | |||||
| |||||
ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size = }} | ||||
[[მხარე (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მხარე]] | იმერეთის მხარე | ||||
[[მუნიციპალიტეტი (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მუნიციპალიტეტი]] | ტყიბულის მუნიციპალიტეტი | ||||
შიდა დაყოფა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მმართველი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
დაარსდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
პირველი ხსენება | [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1939 | ||||
ფართობი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ცენტრის სიმაღლე | 590 მ | ||||
ოფიციალური ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მოსახლეობა | 9770[1] კაცი (2014) | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,5 % რუსები 0,75 % | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საფოსტო ინდექსი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საავტომობილო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ტყიბული — ქალაქი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.
გეოგრაფია
მდებარეობს ნაქერალას ქედის სამხრეთით, მდინარე ტყიბულას ნაპირზე, ზღვის დონიდან 590 მეტრზე.
ტყიბულში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,2°C, იანვრისა 2,6°C, ხოლო ივლისისა 21°C. ნალექები 2140 მმ წელიწადში.
ისტორია
ტყიბული (ტყვიბული) ისტორიულ წყაროებში პირველად 1259-1293 წლით დათარიღებულ ძეგლში იხსენიება. ფეოდალურ ხანაში ტყიბული აგიაშვილების საგვარეულოს მიეკუთვნებოდა. 1825 წელს აღმოჩენილ იქნა ქვანახშირის საბადო. 1846 წელს დაიწყო ქვანახშირის მოპოვება. 1887 წელს გაყვანილ იქნა ქუთაისი–ტყიბულის სარკინიგზო ხაზი და ქვანახშირის მოპოვებამ მნიშვნელოვან მასშტაბს მიაღწია. 1939 წლის 20 სექტემბერს სოფელი ტყიბულისა და დაბა ტყიბულის გაერთიანების შედეგად შეიქმნა ქალაქი ტყიბული[3]. ქვანახშირის მოპოვებამ მაქსიმუმს მიაღწია 1950-იან წლებში, აშენდა ქავანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა. 1980-იან წლებში მოქმედებდა 4 შახტი. ქვანახშირის ძირითადი მომხმარებელი იყო რუსთავის მეტალურგიული კომბინატი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შახტებში ქვანახშირის მოპოვება პრაქტიკულად შეწყდა, ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა კი დაინგრა. 2006 წელს ქვანახშირის მოპოვება აღდგა ორ შახტაში, განახლდა ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 9770 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1922 [4] | 1842 | ||
1926 [4] | 1 023 | ||
1939 [4] | ფაილი:Increase2.svg 9 202 | ||
1959 [4] | ფაილი:Increase2.svg 22 702 | ||
1970 [4] | ფაილი:Increase2.svg 23 153 | ||
1979 [4] | 21 821 | ||
1989[5] | ფაილი:Increase2.svg 21 994 | -- | -- |
2002[5] | 14 464 | -- | -- |
2014[1] | 9770 | 4622 | 5148 |
2021 [4] | 8 899 |
ეკონომიკა
ტყიბულის ეკონომიკის ძირითადი დარგია ქვანახშირის მრეწველობა. ქალაქში ასევე მოქმედებს ჩაის ფაბრიკა. ქალაქში მდებარეობს შაორის ჰიდროელექტროსადგური. ჰესს წყალი მიეწოდება შაორის წყალსაცავიდან. სადგურის რომლის საპროექტო სიმძლავრე 38.4 მგვტ.-ია, ხოლო საშუალო სიმძლავრე ― 28.0 მგვტ.
ტრანსპორტი
ტყიბული საავტომობილო გზებით უკავშირდება თერჯოლას, ქუთაისსა და ამბროლაურს. არის რკინიგზის ბოლო სადგური ქუთაისი-ტყიბულის სარკინიგზო ხაზზე. ტყიბული სარკინიგზო ხაზით თბილისიდან დაშორებულია 264 კმ-ით, ხოლო მანძილი ქუთაისიდან 42 კმ-ით.
განათლება და კულტურა
ტყიბულში არის 6 საჯარო სკოლა[6] და ექვსი საბავშვო ბაღი, 5 ბიბლიოთეკა. კულტურის დაწესებულებებიდან აღსანიშნავია ქალაქის კულტურის ცენტრი (სახალხო თეატრი), რომლის დარბაზი გათვლილია 500 მაყურებელზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, სამხატვრო სკოლა, ხელოვნების სკოლა, ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდია.
ქალაქში მოქმედებს ჯანდაცვის რამდენიმე დაწესებულება: მრავალპროფილიანი საავადმყოფო, დიაგნოსტიკური ცენტრი და სასწრაფო სამედიცინო სამსახური - 03.
ქალაქში არის საფეხბურთო კლუბი „მეშახტე“ და ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი.
გალერეა
-
ქუჩა ქალაქის ცენტრში
-
ტყიბულის თეატრი
-
ტყიბულის რკინიგზის სადგური
-
ქალაქის ხედი ჩრდილოეთიდან
-
ქალაქის რუკა
ლიტერატურა
- ჯაოშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 89.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ თარგი:საქართველოს უწყებები
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
- ↑ 5.0 5.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულების კატალოგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-27. ციტირების თარიღი: 2021-10-27.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|