ქართლის გაქრისტიანება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ქართლში — IV საუკუნეში, იბერიაში მირიან მეფის დროს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.
ქართლის ოფიციალურად გაქრისტიანებასთან დაკავშირებით, მოიპოვება 4 ძირითადი წყარო: მოქცევაჲ ქართლისაჲ, ქართლის ცხოვრება, ბერძნულ-რომაული წყაროები (გელასი კესარიელის და რუფინოსის თხზულებები) და მოვსეს ხორენაცის „სომხეთის ისტორია“, რომელთაგან მოქცევაჲ ქართლისაჲ ითვლება დანარჩენი სამი წყაროსთვის ამოსავალ წერტილად.
წლების მანძილზე ქართულ და არაქართულ ისტორიოგრაფიაში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა. სერგი გორგაძის აზრით „მოქცევაჲ ქართლისაჲს ქრონოლოგია იმდენად არეულია, რომ ძალიან ძნელია მას დაეყრდნო“, ამიტომ სხვადასხვა დროს სახელდებოდა იბერიის გაქრისტიანების სხვადასხვა თარიღი.
რომაელ ისტორიკოსს სოზომენეს პირდაპირ აქვს მითითებული რომ „ქართლის გაქრისტიანება მოხდა 325 წლის (ნიკეის პირველი საეკლესიო კრება) ახლო ხანებში“.
ივანე ჯავახიშვილი ასევე იკვლევდა აღნიშნულ საკითხს, რომელმაც გაქრისტიანების სავარაუდო თარიღად 337 წელი ჩათვალა (კონსტანტინე დიდის გარდაცვალების თარიღი). ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ხალხის და ქვეყნის განვითარებისთვის. ქრისტიანული რწმენა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს საგარეო ორიენტაციაზე, ეს განამტკიცებდა კავშირს რომთან და უპირისპირდებოდა ირანის აგრესიულ პოლიტიკას. შეგვიძლია ავღნიშნოთ ისიც რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველი საუკუნიდან არსებობდა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, რადგან ეს ხალხს აერთიანებდა და ერთმანეთთან აახლოვებდა. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება მნიშვნელოვანი იყო მორალურად, ზნეობრივად და ამან ხელი შეუწყო საქართველოს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.
უკიდურესი საზღვრები
იმისათვის რომ უფრო ზუსტად წარმოვიდგინოთ მოვლენების განვითარება, აუცილებელია დავაწესოთ მოვლენების უკიდურესი ზედა და ქვედა ზღვარი.
ქვედა ზღვარი — 313 წელი
ქვედა ზღვრად ყოველი მიზეზ გარეშე შეგვიძლია ავიღოთ 313 წელი, როგორც ქრისტიანობის საყოველთაო შეწყნარების დასაწყისი.
ქრისტიანობას თავისი არსებობის საწყის ეტაპზე მეტად რთული გზის გადალახვა მოუწია. 313 წლამდე (მილანის ედიქტამდე) რომის იმპერიაში ქრისტიანობის საყოველთაოდ აღიარება სიკვდილით დასჯადი იყო. ქრისტიანობაში იურიდიული საზღვრები 313 წლამდე ფიზიკურად არ არსებობდა და თუკი არსებობდა ის მეტად პირობითი იყო. უფრო განვითარებული იყო ქრისტიანობის რომელიმე ქალაქში არსებობა, სადაც იჯდა მოციქულის მიერ დატოვებული ეპისკოპოსი. ასე მაგალითად, 325 წელს ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაზე მოწვეული იყო ქალაქ პიტიუნტის ეპისკოპოსი სტრატოფილე. პიტიუნტი ასოცირდება როგორც ბიჭვინთასთან, ასევე ლაზეთში ოფთან მდებარე ერთ-ერთ ქალაქთანაც. ასევე 381 წელს კონსტანტინოპოლის პირველ საეკლესიო კრებაზე მოწვეული იყო იბერიის ეკლესიის წარმომადგენელი ეპისკოპოსი პანტოფილე. იბერიად მოიაზრებოდა როგორც ქართლი და ეგრისი, ასევე კაპადოკიის რეგიონში არსებული იბერიის თემიც. არც ერთს და არც მეორე მღვდელთმთავარს ქართული წყაროები არ მოიხსენიებენ ქართლის მღვდელთმთავართა რიგებში.
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძის სიტყვებით[1]:
„პირველ მსოფლიო კრების მუშაობაში 325 წელს მონაწილეობდა პიტიუნტის ეპისკოპოსი სტრატოფილე. ისმის კითხვა, თუ რომელი ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა პიტიუნტი IV საუკუნეში (325 წლისათვის). ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში არ იყო ჩამოყალიბებული და ჯერ კიდევ არ არსებობდა კონსტანტინოპოლის, იერუსალიმის, ანტიოქიისა და სხვა საპატრიარქოები თავიანთი ვრცელი საზღვრებით. ისინი, როგორც საპატრიარქოები, მხოლოდ შემდგომ ჩამოყალიბდნენ V-VI საუკუნეებში. 325 წელს რომის იმპერიაშიც კი სახელმწიფო სარწმუნოებად მხოლოდ ცხადდებოდა და ეკლესიათა საზღვრებიც საბოლოოდ არც იყო განსაზღვრული. ამ პერიოდში ყალიბდებოდა საქართველოს ეკლესიაც. ამიტომაც, პიტიუნტში არსებულ ქრისტიანული თემის რომელიმე ეკლესიის ქვეშ დაქვემდებარებაზე ლაპარაკი შეუძლებელია. ანუ პიტიუნტის ეპისკოპოსი სტრატოფილე ისევე შეიძლება მივიჩნიოთ ქართული ეკლესიის ქვეშ დაქვემდებარებულად, როგორც სხვა ეკლესიებისა.“
| |
(მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე))
|
ზედა ზღვარი — 327 წელი
ზედა ზღვრად შეიძლება გამოყენებულ იქნას ქართლის გაქრისტიანებაში მონაწილე პიროვნებების — კონსტანტინე დიდისა და ელენე დედოფლის მოღვაწეობის წლები. ცნობილია, რომ კონსტანტინე დიდი გარდაიცვალა 337 წელს, ხოლო ელენე დედოფალი 327 წელს.
ქართლის გაქრისტიანება უნდა მომხდარიყო ელენესა და კონსტანტინე დიდის სიცოცხლეში ანუ მილანის ედიქტსა და ელენე დედოფლის გარდაცვალებამდე 313-327 წლებში.
<timeline> ImageSize = width:800 height:100 PlotArea = width:720 height:75 left:65 bottom:20 AlignBars = justify
Colors =
id:time value:rgb(0.7,0.7,1) # id:period value:rgb(1,0.7,0.5) # id:age value:rgb(0.95,0.85,0.5) # id:era value:rgb(1,0.85,0.5) # id:eon value:rgb(1,0.85,0.7) # id:filler value:gray(0.9) # background bar id:black value:black
period= from:310 till:340 TimeAxis = orientation:horizontal ScaleMajor = unit:year increment:1 start:310 ScaleMinor = unit:year increment:1 start:310
PlotData =
align:center textcolor:black fontsize:10 mark:(line,black) width:10 shift:(0,-5) bar: color:filler from: 313 till: 327 text:მილანის ედიქტიდან ელენეს გარდაცვალებამდე </timeline>
წმ. რიფსიმეს წამება — 317 წელი
მაშინ, როდესაც ქრისტიანი ქალწულები — წმინდა ნინო, წმინდა რიფსიმე და სხვები ქართილსაკენ მოეშურებოდნენ, რიფსიმე თავისი მშვენიერებისა და წარმომავლობის გამო სომხეთის მეფე თრდატ I-ის ინტერესის სფერო გახდა. იმის გამო რომ ქრისტიან რიფსიმეს თავი ქრისტესთვის ჰქონდა მიძღვნილი, მტკიცე უარზე იყო ცოლად გაყოლოდა ვინმეს, თუნდაც სამეფო წრის წარმომადგენელს. თარგი:Blockquote
317 წელს სომხეთის მეფემ რიფსიმეს ენა მოაჭრა და უბრძანა ქვებით ჩაექოლათ, მისი მეგობარი გაიანე დანააწევრეს და ვეფხვებს შეაჭამეს. რიფსიმეს წამების შემდეგ ნინო ჯავახეთის გავლით მცხეთისკენ ეშურება. <timeline> ImageSize = width:800 height:100 PlotArea = width:720 height:75 left:65 bottom:20 AlignBars = justify
Colors =
id:time value:rgb(0.7,0.7,1) # id:period value:rgb(1,0.7,0.5) # id:age value:rgb(0.95,0.85,0.5) # id:era value:rgb(1,0.85,0.5) # id:eon value:rgb(1,0.85,0.7) # id:filler value:gray(0.9) # background bar id:black value:black
period= from:310 till:340 TimeAxis = orientation:horizontal ScaleMajor = unit:year increment:1 start:310 ScaleMinor = unit:year increment:1 start:310
PlotData =
align:center textcolor:black fontsize:10 mark:(line,black) width:10 shift:(0,-5) bar:ripsime color:time from: 317 till: 327 text:რიფსიმედან ელენემდე
bar:shualedi color:filler from: 313 till: 327 text:მილანის ედიქტიდან ელენემდე </timeline>
არმაზის დაცემა
არმაზის კერპი განადგურებულ იქნა მისივე დღესასწაულის დღეს — 6 აგვისტოს (ქრისტიანულ ეკლესიაში ფერისცვალება დღე). თარგი:Blockquote
თუ მზის დაბნელება იყო 319 წლის 6 მაისს, ხოლო რიფსიმე აწამეს 317 წლის 30 მარტს, მაშინ არმაზის განადგურბის დღე — 6 აგვისტო, შეიძლება ყოფილიყო ან 317, ან 318 წელი.
მირიან მეფის „მზის დაბნელება“
მზის სრული დაბნელება — 319 წლის 6 მაისი
(რიცხვები მოცემულია ძველი სტილით)
ქართლის ისტორიული წყაროების მიხედვით მირიან მეფეს თხოთის მთაზე „მზე დაუბნელდა“. მრავალი მეცნიერი თუ ისტორიკოსი ამოწმებდა აღნიშნულ მოვლენას და ყველა დადიოდა ერთ დასკვნაზე: თხოთის მთის მიდამოებში მირიან მეფის მეფობის პერიოდში არცერთი სრული დაბნელება არ შეინიშნებოდა. საქმე იმაში მდგომარეობდა რომ 1878 წელს თეოდორ ოპპოლცერის მიერ შემუშავებული მყარი რუკები, რომლებზეც დატანილი იყო მზის სრული დაბნელებები არ იყო ზუსტი, რომლითაც ხელმძღვანელობდა მთელი მეცნიერება. 2014 წელს ფრედ ესპენაკის მიერ შეიქმნა ახალი რუკები, რომლის ხელში იყო უფრო დაზუსტებული მონაცემები ციური სხეულების მოძრაობისა და ბრუნვისა.
ძველი მეთოდოლოგიისაგან განსხვავებით, თანამედროვე სატელიტურმა საშუალებებმა დადგინდა, რომ 313-327 წლების ინტერვალში დედამიწაზე მოხდა 10 მზის სრული დაბნელება.
კატ. ნომ. | თარიღი | დრო | Saros Num. | Ecl. Type | Gamma | Ecl. Mag. | Lat. | Long. | Sun Alt. | ხანგრძლივობა | ტრაექტორია |
05513 | 313 სექ. 07 | 07:32:57 | 88 | T | -0.3108 | 1.0281 | 9.8° S | 88.7° E | 71.8° | 02 წთ. 30 წმ. | ფაილი:SE0313-09-07T.gif |
05516 | 315 იან. 22 | 04:06:13 | 65 | T | -0.9636 | 1.0344 | 71.5° S | 104.1° W | 14.9° | 01 წთ. 48 წმ. | ფაილი:SE0315-01-22T.gif |
05518 | 316 იან. 11 | 19:59:24 | 75 | T | -0.2935 | 1.0406 | 38.5° S | 80.1° W | 72.7° | 03 წთ. 18 წმ. | ფაილი:SE0316-01-11T.gif |
05521 | 317 ივნ. 25 | 15:23:13 | 90 | T | -0.5370 | 1.0288 | 8.7° S | 23.8° W | 57.5° | 03 წთ. 04 წმ. | ფაილი:SE0317-06-25T.gif |
05526 | 319 მაი. 06 | 16:29:08 | 72 | T | 0.5319 | 1.0508 | 48.0° N | 46.8° W | 57.6° | 03 წთ. 56 წმ. | ფაილი:SE0319-05-06T.gif |
05529 | 320 ოქტ. 18 | 09:46:09 | 87 | T | 0.2308 | 1.0263 | 2.9° N | 64.8° E | 76.6° | 02 წთ. 36 წმ. | ფაილი:SE0320-10-18T.gif |
05531 | 321 ოქტ. 08 | 01:09:39 | 97 | T | 0.9018 | 1.0445 | 54.6° N | 141.7° W | 25.2° | 03 წთ. 05 წმ. | ფაილი:SE0321-10-08T.gif |
05536 | 324 თებ. 11 | 13:18:54 | 84 | T | -0.3543 | 1.0457 | 34.3° S | 21.2° E | 69.1° | 03 წთ. 50 წმ. | ფაილი:SE0324-02-11T.gif |
05541 | 326 ივნ. 16 | 14:42:01 | 71 | T | -0.8071 | 1.0403 | 30.0° S | 3.0° W | 36.0° | 03 წთ. 43 წმ. | ფაილი:SE0326-06-16T.gif |
05543 | 327 ივნ. 06 | 06:52:21 | 81 | Tm | -0.0413 | 1.0810 | 20.5° N | 106.9° E | 87.8° | 07 წთ. 03 წმ. | ფაილი:SE0327-06-06T.gif |
აქედან მზის სრული დაბნელება, რომელიც თხოთის მთასთან კავშირში აღმოჩნდა, იყო შესაბამისად: 313, 319 და 320 წლების მზის დაბნელებები, ხოლო აქედან 320 წლისა — 313 წლის მზის დაბნელების აქტიობაზე თხოთის მთის მიდამოებში ოდნავ მეტია, მაგრამ ვერანაირად ვერ მივლენ 319 წლის 6 მაისის თხოთის მთის მზის დაბნელებასთან, რადგანაც ამ დროს ის იმყოფებოდა ეპიცენტრში.[2]
მოგვიანებით, მცხეთის მიდამოებში არსებული „სასწაულებრივი ხისგან“ გამოთლიან სამ ჯვარს, რომლიდანაც ერთს თხოთის მთაზე, მეორეს ჯვრის მონასტრის ადგილას და მესამეს კი უჯარმაში აღმართავენ. თანამედროვე სატელიტური დაკვირვებბეით დადგინდა, რომ 319 წლის 6 მაისის მზის სრული დაბნელება დაიწყო მექსიკის წყნარი ოკეანის ნაპირებიდან და დასრულდა საქართველოში საგარეჯოსთან.[3]
თუ დავაკვირდებით მზის სრულ დაბნელებას, მზის აქტივობის მინიმუმში დავინახავთ მთვარის ოთხ მხარეს გამომავალ სხივებს რომელიც მას ჯვრის ფორმას აძლევს. აღნიშნული მდგომარეობა იყო თხოთის მთაზე 319 წელს და შესაბამისად მირიან მეფემ ეს აღნიშნული ჯვრის სიმბოლოც დაინახა.
ზოგადად მირიან მეფე ნებროთიანთა დინასტიის პრიველი წარმომადგენელი იყო და მისთვის უცხო არ იყო ასტრონომია და მათ შორის მზის დაბნელების მოვლენაც, რომელიც არც თუ იშვიათად ხდება. ძველი ასტრონომებისთვის ასევე საკმაოდ ცნობილი იყო მზის დაბნელების ჯვრისმაგვარი სხივები მზის აქტივობის მინიმუმში.
სპარსეთში, მირიანის დროს სასანიდების დინასტიას ჰქონდა ოთხსხივიანი დროშა, რომელიც სავარაუდოდ მზის დაბნელებასთან კავშირში იყო. აღნიშნული ტიპი ახლოს დგას ადრეულ პერიოდში გავრცელებულ „ბოლნურ ჯვართან“, რომელიც წარმოადგენს ფეხზე მდგარ გამოსახულებას.
ძველ სამყაროში აღნიშნული ტიპის მზის დაბნელება მეტად მნიშვნელოვან მოვლენად მიაჩნდათ.[4] ამიტომ მირიანი, რომლის მოგვი (ასტრონომი) მძიმე სენისაგან წმინდა ნინომ განკურნა, უნდა ყოფილიყო საქმის კურსში ასეთი მეტად მნიშვნელოვანი მოვლენის არსებობის შესახებ. ამიტომ ასეთი მზის დაბნელება მისთვის უკვალოდ არ ჩაივლიდა. <timeline> ImageSize = width:800 height:100 PlotArea = width:720 height:75 left:65 bottom:20 AlignBars = justify
Colors =
id:time value:rgb(0.7,0.7,1) # id:period value:rgb(1,0.7,0.5) # id:age value:rgb(0.95,0.85,0.5) # id:era value:rgb(1,0.85,0.5) # id:eon value:rgb(1,0.85,0.7) # id:filler value:gray(0.9) # background bar id:black value:black
period= from:310 till:340 TimeAxis = orientation:horizontal ScaleMajor = unit:year increment:1 start:310 ScaleMinor = unit:year increment:1 start:310
PlotData =
align:center textcolor:black fontsize:10 mark:(line,black) width:10 shift:(0,-5) bar:dabneleba color:period from: 319 till: 327 text:მზის დაბნელებიდან ელენემდე
bar:ripsime color:time from: 317 till: 327 text:რიფსიმედან ელენემდე
bar:shualedi color:filler from: 313 till: 327 text:მილანის ედიქტიდან ელენემდე </timeline>
თვალთ დაბნელება — 318 წლის 20 ივლისი, შაბათი
აღნიშნული მოვლენა ასახულია ქართლის ცხოვრებაში სადაც „დაბნელების“ დღედ 20 ივლისი შაბათია სახელდებული. თარგი:Blockquote
ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული დღეები წარმოდგენილია ძველი სტილით, რაც ასტრონომიული კალენდრის (გრიგორიანული კალენდარი) მიხედვით 1 დღით მეტს ნიშნავს, მაშასადამე ასტრონომიული კალენდრის შესაბამისად, 318 წლის 20 ივლისი ექვივალენტურია იულიუსის კალენდრის ამავე წლის 21 ივლისის.[5] თარგი:Blockquote
25 მარტს პარასკევ დღეს მირიან მეფემ „საკვირველი ხე“ მოაჭრევინა და 37 დღის შემდეგ 1 მაისს, რომელიც კვირა დღე იყო გამოათლევინა სამი ჯვარი. თარგი:Blockquote
აღვსების ზატიკის-ზატიკს დააწესეს გოლგოთის ჯვრის დღესასწაული, იზეიმება აღვსებიდან ანუ აღდგომიდან ორი კვირის თავზე, კვირა დღეს.
1 მაისი კვირა დღე (აღვსების ზატიკის-ზატიკის დღე) 313-337 წლებში იყო: 315, 320, 326 და 337 წლებში.
ზატიკის აღვსებიდან გამომდინარე, აღდგომა დღე იყო 17 აპრილი.
17 აპრილი აღდგომა დღე 313-337 წლებში იყო, მხოლოდ 320 წელს. <timeline> ImageSize = width:800 height:100 PlotArea = width:720 height:75 left:65 bottom:20 AlignBars = justify
Colors =
id:time value:rgb(0.7,0.7,1) # id:period value:rgb(1,0.7,0.5) # id:age value:rgb(0.95,0.85,0.5) # id:era value:rgb(1,0.85,0.5) # id:eon value:rgb(1,0.85,0.7) # id:filler value:gray(0.9) # background bar id:black value:black
period= from:310 till:340 TimeAxis = orientation:horizontal ScaleMajor = unit:year increment:1 start:310 ScaleMinor = unit:year increment:1 start:310
PlotData =
align:center textcolor:black fontsize:10 mark:(line,black) width:10 shift:(0,-5) bar:agdgoma color:eon from: 310 till: 320 text: from: 320 till: 340 text: 320 წლის 17 აპრილი .
bar:zatiki color:age from: 310 till: 315 text: from: 315 till: 320 text: 315 . from: 320 till: 326 text:320 . from: 326 till: 337 text:326 . from: 337 till: 340 text:337 .
bar:dabneleba color:period from: 319 till: 327 text:მზის დაბნელებიდან ელენემდე
bar:ripsime color:time from: 317 till: 327 text:რიფსიმედან ელენემდე
bar:shualedi color:filler from: 313 till: 327 text:მილანის ედიქტიდან ელენემდე </timeline>
მირიან მეფის ბრძანებით, სრულიად იბერიაში, ნიშნად ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისა, ერთად პირველი საზეიმო წირვა-ლოცვა გადაიხადეს 320 წლის 17 აპრილს აღდგომა დღეს.
ლიტერატურა
- ყაუხჩიშვილი, ს., ნიკიფორე ქსანთოპულოსი // ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. VII, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: მეცნიერება, 1967. — გვ. 98-106.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ ა. ჯაფარიძე, „საქართველოს ისტორია საერო და საეკლესიო 100 რუკის მიხედვით“, გვ. 34
- ↑ Predictions for Solar and Lunar Eclipses
- ↑ Total Solar Eclipse of 319 May 06
- ↑ How The Solar Cross Symbol Was Inspired By Total Solar Eclipses
- ↑ Конвертер дат
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted