ვეფხვი
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ვეფხვი (ლათ. Panthera tigris) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი.
ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, სხეულის სიგრძე 1,4–2,8 მ, კუდის — 0,6–1,1 მ, წონა 100–300 კგ. წაგრძელებული სხეული მოხატული აქვს განივი ზოლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ირანში, უსურისა და ამურის მხარეებში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად თურქმენეთში. ვეფხვი ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე, იშვიათად ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და სხვა. თავს ესხმის ადამიანსაც. ვეფხვი 2–3 წელიწადში ერთხელ შობს თვალაუხილავ, უსუსურ 2–4 ბოკვერს (მაკეობა 105 დღემდეა).2 წლის ასაკიდან უკვე საკმაო ძალა აქვს დამოუკიდებლად სანადიროდ, სქესობრივ სიმწიფეს აღქევს 4–5 წლისა, ცოცხლობს საშუალოდ 8–10 წელს. აქვს 6–7 მ სიგრძის ნახტომი.[2]
ქართულ ზეპირსიტყვიერებაში და ძვ. მწერლობაში სიტყვა „ვეფხვი“ აღნიშნავდა ჯიქს (ლეოპარდს ანუ პანთერას — Panthera pardus), დღევანდელი გაგებით კი მხოლოდ XX საუკუნეში დამკვიდრდა.[2]
ვეფხვი საქართველოში
საქართველოში ვეფხვი არ ბინადრობს. პირველად იგი XVIII საუკუნის დამლევს სოფელ ახმეტის მახლობლად მოკლეს. ეს ფაქტი აღნიშნული აქვს დავით მესხიშვილს. მონადირეებს იგი მეფე ერეკლესთვის მიურთმევიათ.[3]
მეორედ 1922 წლის 4 დეკემბერს თბილისის მახლობლად, სოფელ ლელობთან მოკლეს. საქართველოში იგი აზერბაიჯანიდან მოხვდა. ვარაუდობენ, რომ ასეთი დიდი მანძილი ძუ ვეფხვის ძებნაში გაიარა. აზერბაიჯანიდან გარდაბნის ტყეში უნდა მოხვედრილიყო, შემდეგ — მანგლისში, მოგვიანებით ვეფხვმა მტკვრის მიდამოები დატოვა და მდინარე ხრამს ან ალგეთს მაღლა აუყვა. ამგვარად აღმოჩნდა თბილისიდან 23 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ლელობთან, სადაც გლეხების საქონელს ესხმოდა თავს[3]. ოთხმა ადგილობრივმა მონადირემ: გიორგი წითურიშვილმა, ალექსი წიკლაურმა, იოსებ წიკლაურმა და სიმონ ბექაურმა დიდი ძებნის შემდეგ მის ბუნაგს მიაკვლია და მოკლეს. მოკლული ვეფხვის ეგზემპლიარის დათვალიერებისას, მისი ტყავის ფერით, ნახატითა და აგრეთვე მესამე ღრძილის ე. წ. სიმხეცის კბილის არსებობით დადგინდა რომ ის ეკუთვნოდა კასპიურ ვეფხვს (Septeutrioriales). ეგზემპლიარი გადაეცა საქართველოს მუზეუმის ტაქსიმედრიულ ლაბორატორიას ფიტულის გასაკეთებლად[4].
-
მოკლულ ვეფხვს აჩვენებენ სპეციალისტებს
-
ლელობში მოკლული ვეფხვი
-
მონადირე იოსებ წიკლაური
ქვესახეობები
ტრადიციულად ვეფხვის მრავალ ქვესახეობას გამოყოფდნენ (ამურის, კასპიური, ბენგალური და სხვ.), თუმცა 2015 წელს ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა ვეფხვის განვითარების ორი ხაზი — კონტინენტური და ზონდის კუნძულების.[5] 2017 წელს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის სპეციალისტების მიერ შემოთავაზებული კლასიფიკაციის თანახმად, დღეისათვის არსებული ვეფხვის პოპულაციები მიეკუთვნება ორ ქვესახეობას — Panthera tigris tigris და Panthera tigris sondaica. უწინ გამოყოფილი ქვესახეობები კი ცალკეულ პოპულაციებად განიხილება.[6]
სახელი | შენიშვნა | ფოტო |
---|---|---|
ბენგალური ვეფხვი | ბინადრობს ინდოეთში. | ფაილი:Tiger in Ranthambhore.jpg |
ამურის ვეფხვი | ბინადრობს რუსეთის უკიდერეს სამხრეთ-აღმოსავლეთში. | ესკიზის შექმნის შეცდომა: |
კასპიური ვეფხვი | ცხოვრობდა შუა აზიაში (კავკასიიდან ტიან-შანამდე), უკანასკნელად იგი შეამჩნიეს 1968 წელს. | ფაილი:Panthera tigris virgata.jpg |
ჩინური ვეფხვი | ბუნებაში უკანასკნელი ჩინური ვეფხვი მოკლეს 1994 წელს, ამჟამად ზოოპარკებში რამდენიმე ათეული ვეფხვია. | ფაილი:2012 Suedchinesischer Tiger.JPG |
ინდოჩინური ვეფხვი | გავრცელება: კამბოჯა, ლაოსი, მალაიზია, ტაილანდი, ვიეტნამი (ინდოჩინეთი) და ჩინეთის სამხრეთი რაიონები. | ფაილი:Panthera tigris corbetti (Tierpark Berlin) 832-714-(118).jpg |
მალაიზიური ვეფხვი | გავრცელებულია მალაკის ნახევარკუნძულზე. | ფაილი:Tiger in the water.jpg |
სახელი | შენიშვნა | ფოტო |
---|---|---|
იავური ვეფხვი | ისტორიული გავრცელება: კუნძული იავა (ინდონეზია), უკანასკნელად იგი შეამჩნიეს 1979 წელს. | ფაილი:Panthera tigris sondaica 01.jpg |
ბალის ვეფხვი | ისტორიული გავრცელება: კუნძული ბალი (ინდონეზია), უკანასკნელი ვეფხვი მოკლეს 1937 წლის 27 სექტემბერს. | ესკიზის შექმნის შეცდომა: |
სუმატრის ვეფხვი | ბინადრობს მხოლოდ კუნძულ სუმატრაზე (ინდონეზია), იგი ვეფხვის ყველაზე პატარა ქვესახეობაა: ზრდასრული მამრი 140 კგ-ს აღწევს. | ესკიზის შექმნის შეცდომა: |
სქოლიო
- ↑ Linnaeus, C. (1758). „Felis tigris“, Caroli Linnæi Systema naturæ per regna tria naturæ, secundum classes, ordines, genera, species, cum characteribus, differentiis, synonymis, locis, decima, reformata (la), Holmiae: Laurentius Salvius, გვ. 41.
- ↑ 2.0 2.1 ვეფხვი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1979. — გვ. 387.
- ↑ 3.0 3.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №284, 10 დეკემბერი, 1922 წელი
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted