შინაარსზე გადასვლა

ხოსე მანუელ რეინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ხოსე მანუელ „პეპე“ რეინა პაესი (ესპ. José Manuel Reina Páez; დ. 31 აგვისტო, 1982) — ესპანელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ლაციოს“ მეკარე.

კარიერა

ხოსე მანუელ რეინა დაიბადა მადრიდში. მამამისი მიგელ რეინა სანტოსი იცავდა „ატლეტიკოს“ ღირსებას. მიუხედავად იმისა რომ, ის დაიბადა მადრიდში მან კარიერა დაიწყო „ბარსელონაში“, სადაც სამი სეზონი გაატარა (ერთი რეზერვებში ხოლო ორი ძირითად გუნდში), სადაც მან გამართა ორი მატჩი „ლივერპულის“ წინააღმდეგ (2000–2001 სეზონში უეფას თასზე). 2002 წელს რეინა არენდით „ვილიარეალში“ გადავიდა. 2004 წელს რეინამ ამ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა. 2004–2005 სეზონის შედეგებით „ვილიარეალი“ გავიდდა ლიგაზე (პირველად არსებობის ისტორიაში). ამ წელს რეინამ აიღო 7 თერთმეტმეტრიანი ათიდან ხოლო სეზონის ბოლოს დაასახელეს ესპანეთის საუკეთესო კიპერად. 2005 წელს რაფამ დაითანხმა რეინა ეთამაშა „ლივერპულში“. მისი დებიუტი მერსისაიდულ გუნდში შედგა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. პირველივე სოზონში მან შემადგენლობიდან ამოაგდო სტამბოლის ფინალის გმირი იერჟი დუდეკი. ამ მომენტისთვის რეინას უკვე აქვს დამყარებული რამდენიმე საკლუბო რეკორდი. რეინა უკვე გაუთანაბრდა „ლივერპულის“ დიად მეკარეებს. მან თავის პირველ ორმოცდაათ მატჩში გაუშვა მხოლოდ 29 გოლი და დაამხო რეი კლემენსის რეკორდი (32 გაშვებული ბურთი პირველ 50 მატჩში). ასევე მას ეკუთვნის რეკორდი მშრალ მატჩებში.

პეპე რეინას სანაკრებო დებიუტი 2005 წელს შედგა. იგი მისი სანაკრებო კარიერის მანძილზე მუდამ იკერ კასილიასის დუბლიორია. მან მონაწილეობა მიიღო, მსოფლიო ჩემპიონატებზე, ევროპის ჩემპიონატზე და კონფედერაციათა თასზე.

მიღწევები

საკლუბო

ინგლისის დროშა ლივერპული
იტალიის დროშა ნაპოლი
ესკიზის შექმნის შეცდომა: ბაიერნი

სანაკრებო

ესპანეთის დროშა ესპანეთი

რესურსები ინტერნეტში