შინაარსზე გადასვლა

ნაჩო (ფეხბურთელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ხოსე იგნასიო ფერნანდეს იგლესიასი (ესპ. José Ignacio Fernández Iglesias; დ. 18 იანვარი 1990, მადრიდი, ესპანეთი), ცნობილი, როგორც ნაჩო (ესპ. Nacho) — ესპანელი ფეხბურთელი, მადრიდის „რეალის“ მცველი. 2007 წელს, ესპანეთის 17 წლანდელთა ნაკრებთან ერთად გახდა ევროპის ჩემპიონი.

ბიოგრაფია

ნაჩო არის „რეალის“ აღზრდილი, ის „სამეფო კლუბში“ 11 წლის ასაკში მივიდა. მისი დებიუტი სარეზერვო გუნდში 2008/2009 წლის სეზონში მოხდა. 2011 წლის 23 აპრილს კი შედგა მისი დებიუტი პირველ გუნდში, „ვალენსიის“ წინააღმდეგ შეხვედრაში, „სამეფო კლუბმა“ ამ შეხვედრაში 3:6 იმარჯვა[1], ნაჩომ მთლიანი შეხვედრა ჩაატარა. მეორე შეხვედარ მან ერთ კვირაში „სარაგოსას“ წინააღმდეგ ჩაატარა[2].

2011 წელს კლუბთან ერთად გაემგზავრა ჩრდილოამერიკულ ტურნეზე და ჩაატარა შეხვედრები „ლოს-ანჯელეს გალაქსის“, „გვადალახარის“ და „ფილადელფიის“ წინააღმდეგ. 2 სექტემბერს ის ოფიციალურად გახდა პირვერლი გუნდის ფეხბურთელი. მან 27 ნომერი აიღო.

2007 წელს ნაჩომ ესპანეთის 17 წლამდელთა ნაკრებთან ერთად მოიგო ევროპის ჩემპიონატი, მომდევნო წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

პირადი ცხოვრება

მას ჰყავს ძმა, ალეხანდრო (ალექსი), რომელიც აგრეთვე ფეხბურთელია და „კადისის“ ღირსებას იცავს.

ტიტულები

ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი: (18)

რესურსები ინტერნეტში


სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted