შინაარსზე გადასვლა

კუპრიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
13:16, 16 ივნისი 2020-ის ვერსია, imported>Vano3333 (წაიშალა კატეგორია:სპილენძი გაჯეტ HotCat-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ბუნებრივი კუპრიტი

კუპრიტისპილენძის წითელი მადანი, ჟანგეულების კლასის მინერალი; ქიმიური შედგენილობა Cu2O. კრისტალდება კუბურ სინგონიაში. კრისტალები ოქტაედრული, დოდეკაედრული, იშვიათად ნემსისებრი აქვს. ქმნის დრუზებს, მკვრივ მიწისებრ და მარცვლოვან აგრეგატებს. ფერი წითელი, ელვარება ალმასისებრი. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 3,5-4; სიმკვრივე 5850-6200 კგ/მ³. გვხვდება სპილენძის საბადოების დაჟანგვის ზონაში, სადაც წარმოიქმნება სპილენძის პირველადი სულფიდების ხარჯზე.

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=კუპრიტი&oldid=148650“-დან