შინაარსზე გადასვლა

რუსეთ-უკრაინის ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
16:44, 30 აგვისტო 2024-ის ვერსია, imported>Arkaitz1974
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თარგი:Stack რუსეთ-უკრაინის ომი 2014 წლის უკრაინული რევოლუციის შემდეგ, 1 მარტს, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების მიერ შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ყირიმის ნახევარკუნძულის დაკავებით დაიწყო[1]. იმავე დღეს რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭომ ყირიმის ოკუპაცია დააკანონა და რუსეთის სამხედრო ძალებს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცა[2].

ომს წინ უძღოდა 2014 წლის უკრაინის რევოლუცია და ევრომაიდანის მოძრაობა, რომელმაც დაასრულა პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობა. საპასუხოდ, რუსმა აქტივისტებმა დაიკავეს ადმინისტრაციული შენობები და აეროპორტები ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას რუსები შეადგენენ. მარტში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია მოახდინა[3]. შეიარაღებულმა დაპირისპირებამ თავი იჩინა უკრაინის აღმოსავლეთშიც, სადაც რუსეთის მომხრე შეიარაღებულმა აქტივისტებმა აპრილში ადმინისტრაციული შენობების დაკავება დაიწყეს. საპასუხოდ, უკრაინის ხელისუფლებამ წამოიწყო კონტრტერორისტული ოპერაცია[4], რაც მალე სრულმასშტაბიან კონფლიქტად გადაიქცა.

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ცივი ომის შემდგომი კონფლიქტები ევროპაში