შინაარსზე გადასვლა

ლეონიდე აღლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
10:00, 20 დეკემბერი 2020-ის ვერსია, imported>Zangala (წაიშალა კატეგორია:რეპრესირებულები გაჯეტ HotCat-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ლეონიდე მიხეილის ძე აღლაძე (დ. 18 ივლისი, 1897, თბილისი ― გ. 1937, სიღნაღი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე.

ბიოგრაფია

თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში, 1916 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. 1921 წლიდან იყო ქართულ წითელ არმიაში. 1924 წელს აქტიურად მონაწილეობდა აგვისტოს აჯანყების ჩახშობაში. 1925-1928 წლებში სწავლობდა ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში. 1929-1933 წლებში იყო I ქართულ მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსი, 1933-1936 - დივიზიის მეთაური. 1936 წლიდან სწავლობდა სსრკ გენერალური შტაბის აკადემიაში. დაჯილდოებულია წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავისა და საქართველოს სსრ წითელი დროშის ორდენებითა და მედლებით. რეპრესირებულია, სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში