სიღნაღი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სიღნაღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სიღნაღის პანორამა | |||||
| |||||
ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size = }} | ||||
[[რეგიონი (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|რეგიონი]] | კახეთის მხარე | ||||
[[მუნიციპალიტეტი (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მუნიციპალიტეტი]] | სიღნაღის მუნიციპალიტეტი | ||||
შიდა დაყოფა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
დაარსდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
პირველი ხსენება | [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1801 | ||||
ფართობი | 297,8 ჰა კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მოსახლეობა | 1485[1] კაცი (2014) | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 97,5 % ეზიდები 1,8 % | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საფოსტო ინდექსი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საავტომობილო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური საიტი | sighnaghi.org.ge | ||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სიღნაღი — ქალაქი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ქალაქია, რომლის მიმზიდველობას განაპირობებს, როგორც მისი ისტორიულად ჩამოყალიბებული არქიტექტურული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს.
გეოგრაფია
გაშენებულია გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 790 მ., თბილისიდან 113 კმ, წნორის რკინიგზის სადგურიდან 6 კმ. სიღნაღში არის ზომიერად ნოტიო ჰავა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,1°C, იანვრისა 0,2°C, ივლისისა 22,3°C. ნალექები 810 მმ წელიწადში.
ისტორია
სიღნაღი თურქული წარმოშობის სიტყვაა (თურქ. sığınak) და „თავშესაფარს“ ნიშნავს. სიღნაღი როგორც დასახლებული პუნქტი წყაროებში პირველად XVIII საუკუნის I ნახევარში იხსენიება. 1762 წელს ერეკლე II-მ ძველი ციხის ნანგრევებზე ააშენა ახალი ციხე-გალავანი. ციხეს თითქმის 40 ჰექტარი ფართობი ეჭირა. გალავანში დატანებული იყო 23 კოშკი და 5 ჭიშკარი. ქალაქის მდებარეობა შემაღლებულ ადგილას მოსახერხებელი იყო თავდაცვითი მიზნებისთვის. ქალაქის გალავანში მოწყობილი იყო კარიბჭეები მის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სწრაფი შეხიზნისთვის. ერეკლე II-ის დროს სიღნაღი სამეფო ქალაქი იყო, წარმოადგენდა ქიზიყის ცენტრს. ქალაქს განაგებდა ქიზიყის მოურავი. 1770 წლის აღწერით სიღნაღში 100 კომლი ვაჭარ-ხელოსანი ცხოვრობდა. XVIII საუკუნის ბოლოს სიღნაღის ეკონომიკური მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. 1801 წლიდან რუსეთის იმპერიაში სიღნაღი მაზრის ცენტრი გახდა. 1892 წელს სიღნაღმა საქალაქო თვითმმართველობის უფლება მიიღო. XIX საუკუნეში ახალმა ქალაქმა დაიკავა ძველი ქალაქის ადგილი და ნაწილობრივ ციხის ტერიტორიაც.
1938 წელს საბჭოთა წყობილების დროს სიღნაღის მაზრა გაუქმდა და მის ნაცვლად რამდენიმე რაიონი შეიქმნა. სიღნაღი ამავე სახელწოდების რაიონის ცენტრი გახდა. საბჭოთა პერიოდში სიღნაღში მოქმედებდა სამკერვალო ფაბრიკა, ხალიჩების საამქრო, პურკომბინატი.
2007 წელს ქალაქში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, გაიხსნა მუზეუმი და სასტუმროები.
დემოგრაფია
1770 წლის აღწერით სიღნაღში 100 კომლი ვაჭარ-ხელოსანი ცხოვრობდა. 1834 წელს დიუბუა დე მონპერეს ცნობით სიღნაღის მოსახლეობა იყო 3200 ადამიანი, აქედან 2851 სომეხი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი | ეთნიკური შემადგენლობა |
---|---|---|---|---|
1770 | 500[3] | |||
1834 | ესკიზის შექმნის შეცდომა: 3200 | -- | -- | სომხები (89 %) |
1864[4] | ესკიზის შექმნის შეცდომა: 9008 | -- | -- | |
1882[5] | ესკიზის შექმნის შეცდომა: 9265 | |||
1893[6] | ესკიზის შექმნის შეცდომა: 10 604 | სომხები (55 %), ქართველები (6 %) | ||
1910[7] | ესკიზის შექმნის შეცდომა: 16 685 | 9546 | 7139 | |
1989[8] | ფაილი:Decrease2.svg 3147 | -- | -- | |
2002[8] | ფაილი:Decrease2.svg 2146 | -- | -- | |
2014[1] | ფაილი:Decrease2.svg 1485 | 657 | 828 |
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 407.
რესურსები ინტერნეტში
- სიღნაღის საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- სიღნაღის ცენტრალური მოედნის ვებ კამერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ ჯავახიშვილი ივ., ქალაქები, საქალაქო წეს-წყობილება და ცხოვრების ვითარება საქართველოში XVII-XVIII სს // 1910-1920-იანი წლების ჟურნალები, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: ლიტერატურის მუზეუმი, 2011. — გვ. 254-269, ISBN 978-99940-28-60-3Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ Кавказский календарь на 1865 год გვ. 305
- ↑ Кавказский календарь на 1883 год გვ. 268
- ↑ Кавказский календарь на 1894 год გვ. 352
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ 8.0 8.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-30. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2016.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
|